სოფელ ხუნწის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მუშაობის ეფექტურობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით გადავწყვიტე შევქმა შემეცნებით–ინტელექტუალური კლუბი, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა მინი კლუბები ფუნქციების მიხედვით. მაგ: კინომატოგრაფისტთა კლუბი, სადაც ბავშვები შეისწავლიან ვიდეო და ფოტო კამერასთან მუშაობის ზოგად წესებსა და ხერხებს. მთარგმნელთა კლუბი – უცხო ენის პედაგოგების დახმარებით შეირჩევა შედარებით ძლიერი მოსწავლეები ინგლისური, რუსული, გერმანული და ქართული ენის ცოდნის დონის მიხედვით და იმუშავებენ სტატიების, მოთხრობებისა და სხვადასხვა საჭირო დოკუმენტების თარგმნის უნარ–ჩვევებზე. ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი – სადაც ბავშვები მოამზადებენ მოკლე სიუჟეტებს სკოლის აქტივობებისა და სიახლეების შესახებ. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწაველეების მოტივაციას და მათი მუშაობის ეფექტურობას.
ახალი გარემოს შექმნით გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია, განუვითარდებათ დაკვირვებისა და კვლევის მიმართ ინტერესები, დამოუკიდებლად აზროვნების უნარ–უჩვევა, გაანალიზებენ და დაუკავშირებენ ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს პასიური მოსწავლეები გახდებიან მაძიებლები, კვლევარები, და შეისწავლიან სამოქალაქო აღზრდის ნორმებსა და წესებს. გაეცნობიან თავიანთ უფლებს და მოვალეობებს.
ჩამოუყალიბდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების, მოძიებული ინფორმაციების ცხოვრებაში გამოყენების უნარ_ჩვევები, შეძლებენ შემოქმედებითი ინტელექტის განვითარებას, ფანტაზიის, გააზრების, გათამაშების, საკუთარი ინტერპრეტაციების წარმოდგენის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას მათი ინტელექტების შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით. ინტერნეტის საშუალებით თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა სკოლებს.