„თბილისის მწვანე სკოლაში“ მოსწავლეების მიერ იქმნება ჟურნალი, სახელწოდებით დრო, რომელიც გამოდის თვეში ერთხელ.
ჟურნალში არის 32 გვერდი, 7 სასკოლო და 7 არასასკოლო რუბრიკა. ჟურნალს ჰყავს 2 მთავარი რედაქტორი, 1 რედაქტორი, 1 ფოტოგრაფი და 9 ჟურნალისტი.
ჟურნალის წარმოება მოსწავლეების სასწავლო პროცესს უფრო აქტიურსა და სახალისოს ხდის, ასევე მას აქვს საგანმანათლებლო დატვირთვა და მისი მეშვეობით სკოლაში ტარდება ბევრი სახალისო ღონისძიება .
ჟურნალის შექმნაში მონაწილეობას იღებენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. „თბილისის მწვანე სკოლაში“ შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი. კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები ამავდროულად ვართ ჟურნალის რედაქტორები, ჟურნალისტები და ა.შ. ჩვენი სკოლის მიზანია ჟურნალი გაცდეს ჩვენი სკოლის ფარგლებს და მოიცვას თბილისის მასშტაბით ყველა სამოქალაქო კლუბი. იმ სკოლებში, რომლებშიც ჟურნალი არ წარმოებს დაფინანსების შემთხვევაში, ჟურნალის ყოველ ნომერში დაიბეჭდება თბილისის მასშტაბით ყველა სამოქალაქო განათლების კლუბის შესახებ ინფორმაცია, ინტერვიუები ლიდერებთან და კლუბის წევრებთან, დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების ნუსხა, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს კლუბებს შორის ურთიერთობის გამყარებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და ერთმანეთთან თანამშრომლობას. ჟურნალის ირგვლივ შემოიკრიბება სამოქალაქო განათლების ყველა კლუბი, რაც მათ საქმიანობას უფრო ნათელსა და ეფექტურს გახდის.
ჟურნალი იქმნება და კაბადონდება „თბილისის მწვანე სკოლაში“, მოსწავლეების მიერ. დაფინანსების მიღებისა და კლუბებთან დამეგობრების შემდეგ, ჟურნალის შექმნაში მონაწილეობას სურვილისამებრ მიიღებენ სხვადასხვა კლუბის წევრებიც.
ჟურნალს აქვს facebook-ის გვერდი სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ საინტერესო და სახალისო ინფორმაციები, ასევე მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოკითხვებში . ასევე დაიდება საქმოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებულ პირებთანან ინტერვიუები. ჩვენ ვითანამშრომლებთ „თბილისის მოზარდთა სახლთან“, www.civics.ge, initiatives.ge.-თან
იქნება ინტერვიუები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან.