პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოქალაქეობრივი თვითშგნების ამაღლება სკოლაში, მათი როლის გააქტიურება და ახლო კავშირის დამყარება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრები მოაწყობენ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მშობლებთან.გამართავენ დისკუსიებს სასკოლო და სათემო პრობლემებზე.მოიწვევენ ტრენერებს, რომლებიც ჩაუტარებენ ტრენინგებს აქტიურ მოქალაქეობაზე. გაატარებენ ღონისძიებებს მოსწავლეთა პასიურობის აღმოსაფხვრელად. პროექტს ფარგლებში შეიქმნება ბუკლეტები ,,რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე" .მოეწყობა სამოქალაქო განათლების თემატიკაზე შექმნილი ვიდეო-ფილმების ჩვენება და მინი დისკუსიები. კლუბის წევრებიც მოამზადებენ მოკლე სიუჟეტებს აქტიურ მოქალაქეობაზე და სათემო პრობლემებზე.