პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
იოანე ახობაძე, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-10-10
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი
მობილური ტელეფონი
557-93-59-57
ელექტრონული ფოსტა
iobarbinino@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
იოანე ახობაძე, მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელი
მარიამ გორდაშვილი, მოსწავლე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, პროექტის ციფრული მენეჯერი
ნათელა გუგუნაშვილი, სპეციალური მასწავლებელი, დ/კ დამრიგებელი, საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი
თიკო კობიაშვილი, მოსწავლე, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით
ლაშა ახობაძე, მოქალაქეობის მასწავლებელი, სამოქალაქო კლუბის მეურვე, მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის თანადამფუძნებელი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მოსწავლეთა ინიციატივებით მშობელთა ჩართულობით მშობელთა ციფრული და კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდა. მშობელთა მიერ თემატური საინფორმაციო ბროშურის მომზდება და გავრცელდება თემის მასშტაბით. ასევე, მშობლების მიერ თემატური დიზაინის შექმნა, რომელითაც მოხდება ნაჭრის ჩანთების და მაისურების ბრენდირება, რომელიც დაურიგდებათ პროექტში ჩართულ მონაწილეებს.
მოსალოდნელი შედეგები
ხელი შეეწყობა მშობელთა ციფრული ცნობიერების და კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდას. შეიქმნება საინფორმაციო ბროშურა კიბერუსაფრთხოების თემაზე თემის მაცხოვრებლებისათვის, რაც მათ ინფორმირებულობასაც გაზრდის. მშობლების მიერ შექმნილი თემატური დიზაინით გაფორმებული ნაჭრის ჩანთები და მაისურები დაურიგდებათ პროექტის მონაწილე ბენეფიციარებს.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე ადამიანის თვითრეალიზაციისთვის საჭირო გახდა ციფრული ტექნოლოგიების საფუძვლიანად ფლობა. სასკოლო საზოგადოებაში (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა საშუალოზე დაბალ დონეზე ფლობს ციფრულ ინსტრუმენტებს და შემოიფარგლება მხოლოდ მარტივი პროგრამებით, რაც პერიოდულად უხერხულობის და დისკომფორტის განცდას იწვეწვს, რასაც ვერ ვიტყვით მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ერთნი მარტივად უღებენ ალღოს და მეორენი პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე იღრმავებენ ცოდნას.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით. ფეისბუკ გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება პროექტის მიმდინარეობის დროს შექმნილი თემატური საინფორმაციო ვიდეორგოლები და ის მასალები რომელიც პროექტის მიმდინარეობას გააშუქებს. ფეისბუკ გვერდი იმუშავებს პროექტის დაასრულების შემდეგაც-პროექტის ციფრული მენეჯერის მიერ პროექტის განხორციელების და მის შემდგომ პერიოდში
2. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებლებთან შეხვედრა, რომელთანაც გასულ წლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტების დროს ვთანამშრომლობდით, სატრენინგო ფართის დათმობის საკითხთან და პროექტის შემაჯამებელ ღონისძიების ჩატარებასთნ დაკავშირებით-პროექტის ხელმძღვანელის მიერ მეორე კვირას
3. მშობელთა ჯგუფების შექმნა მათი ციფრული ტექნოლოგიების ფლობის გამოცდილებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ტრენინგებისთვის მომზდება, ტრენინგების ჩატრება-საინფორმაციო სკითხების მენეჯერის მიერ მესამე და მეოთხე კვირას
4. ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების მოწვევა (მასწავლებელი, მოსწავლე) და ტრენინგების ჩატარება მშობლებისთვის ციფრული ინსტრუმენტების ფლობის და კიბერუსაფრთხოების კუთხით-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირას
5. კერძო ფიზიკურ პირთან შეხვედრა ნაჭრის ჩანთების შეკერვასთან დაკავშირებით-პროექტის ხელმძღვანელის მიერ მეოთხე კვირას
6. ნაჭრის ჩანთებზე და მაისურებზე დასატანი თემატური დიზაინის მომზდება და ბრენდირება-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მეხუთე და მეექვსე კვირას
7. საინფორმაციო ბროშურის მომზადება, დაბეჭდვა, გავრცელება თემის მასშტაბით კიბერუსაფრთხოების თემაზე-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მეექვსე და მეშვიდე კვირას
8. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების მომზადება-მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მიერ მერვე კვირას
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი, რომელთანაც არსებობს გასული წლების გამოცდილება თანამშრომლობაზე, რომელიც გამოყოფს ფართს და ელექტრონულ ტექნიკას შეხვედრების ჩასატარებლად
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი დაგვეხმარება საორგანიზაციო საკითხების და შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებაში
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებელს მიიღებს თემში მცხოვრები 150 ბენეფიციარი
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლე 50, მშობელი 50, საიმიგრაციო სამსახურის ბენეფიციარი 10, თემში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანი 40
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ბენეფიციარების დაბალი ინტერესი და აქტიურობა
ტრენერების მოუცლელობა
შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი რისკების აცილება ღონისძიებების გეგმაში ცვლილებების შეტანით, კერძოდ აქტივობების გადანაცვლებით
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის განხორციელების შემდეგ მის მდგრადობას ხელს შეუწყობს ჩატარებული თემატური ტრენინგები, მშობლების მიერ შექმნილი და თემის მასშტაბით გავრცელებული საინფორმაციო ბროშურები, რითაც არა მარტო მშობელთა, არამედ თემში მცხოვრები ადამიანების ცნობიერება გაიზრდება ციფრული ტექნოლოგიების ფლობის და კიბერუსაფრთხოების კუთხით. ასევე, პროექტის მიმდინარეობის დროს შექმნილი ფეისბუკ გვერდი, სადაც განთავსებული იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი თემატური საინფორმააციო ვიდეორგოლები და ყველა ის ინფორმაცია, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს გააშუქებს.
ეს არის გამორჩეული გუნდის პროექტი, რომელსაც პროექტების მართვის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვთ. საკითხი აქტუალურია თემისთვის. თან, ეს არის დიდი სოფელი და ყავთ იმიგრანტებიც (უცხოელები), რომელთა შვილებიც ამ გუნდთან ერთად სწავლობენ.
მხარს ვუჭერ პროექტის დაფინანსებას.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ცირა თ
დეკემბერი 11, 2024 | 3:02 pmეს არის გამორჩეული გუნდის პროექტი, რომელსაც პროექტების მართვის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვთ. საკითხი აქტუალურია თემისთვის. თან, ეს არის დიდი სოფელი და ყავთ იმიგრანტებიც (უცხოელები), რომელთა შვილებიც ამ გუნდთან ერთად სწავლობენ.
მხარს ვუჭერ პროექტის დაფინანსებას.