იოანე ახობაძე, მოსწავლე, პროექტის ხელმძღვანელი
მარიამ გორდაშვილი, მოსწავლე, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე, პროექტის ციფრული მენეჯერი
ნათელა გუგუნაშვილი, სპეციალური მასწავლებელი, დ/კ დამრიგებელი, საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი
თიკო კობიაშვილი, მოსწავლე, სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საკითხების მენეჯერი ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით
ლაშა ახობაძე, მოქალაქეობის მასწავლებელი, სამოქალაქო კლუბის მეურვე, მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის თანადამფუძნებელი
პროექტის მიზანია მოსწავლეთა ინიციატივებით მშობელთა ჩართულობით მშობელთა ციფრული და კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდა. მშობელთა მიერ თემატური საინფორმაციო ბროშურის მომზდება და გავრცელდება თემის მასშტაბით. ასევე, მშობლების მიერ თემატური დიზაინის შექმნა, რომელითაც მოხდება ნაჭრის ჩანთების და მაისურების ბრენდირება, რომელიც დაურიგდებათ პროექტში ჩართულ მონაწილეებს.
ხელი შეეწყობა მშობელთა ციფრული ცნობიერების და კიბერუსაფრთხოების თემაზე ცნობიერების გაზრდას. შეიქმნება საინფორმაციო ბროშურა კიბერუსაფრთხოების თემაზე თემის მაცხოვრებლებისათვის, რაც მათ ინფორმირებულობასაც გაზრდის. მშობლების მიერ შექმნილი თემატური დიზაინით გაფორმებული ნაჭრის ჩანთები და მაისურები დაურიგდებათ პროექტის მონაწილე ბენეფიციარებს.
თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე ადამიანის თვითრეალიზაციისთვის საჭირო გახდა ციფრული ტექნოლოგიების საფუძვლიანად ფლობა. სასკოლო საზოგადოებაში (მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა საშუალოზე დაბალ დონეზე ფლობს ციფრულ ინსტრუმენტებს და შემოიფარგლება მხოლოდ მარტივი პროგრამებით, რაც პერიოდულად უხერხულობის და დისკომფორტის განცდას იწვეწვს, რასაც ვერ ვიტყვით მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ერთნი მარტივად უღებენ ალღოს და მეორენი პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე იღრმავებენ ცოდნას.
1. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით-პროექტის ციფრული მენეჯერის მიერ პროექტის განხორციელების მთლიან პერიოდში
2. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებლებთან შეხვედრა, რომელთანაც გასულ წლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტების დროს ვთანამშრომლობდით, სატრენინგო ფართის დათმობის საკითხთან და პროექტის შემაჯამებელ ღონისძიების ჩატარებასთნ დაკავშირებით-პროექტის ხელმძღვანელის მიერ მეორე კვირას
3. მშობელთა ჯგუფების შექმნა მათი ციფრული ტექნოლოგიების ფლობის გამოცდილებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ტრენინგებისთვის მომზდება, ტრენინგების ჩატრება-საინფორმაციო სკითხების მენეჯერის მიერ მესამე და მეოთხე კვირას
4. ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების მოწვევა (მასწავლებელი, მოსწავლე) და ტრენინგების ჩატარება მშობლებისთვის ციფრული ინსტრუმენტების ფლობის და კიბერუსაფრთხოების კუთხით-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მესამე, მეოთხე და მეხუთე კვირას
5. კერძო ფიზიკურ პირთან შეხვედრა ნაჭრის ჩანთების შეკერვასთან დაკავშირებით-პროექტის ხელმძღვანელის მიერ მეოთხე კვირას
6. ნაჭრის ჩანთებზე და მაისურებზე დასატანი თემატური დიზაინის მომზდება და ბრენდირება-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მეხუთე და მეექვსე კვირას
7. საინფორმაციო ბროშურის მომზადება, დაბეჭდვა, გავრცელება თემის მასშტაბით კიბერუსაფრთხოების თემაზე-საორგანიზაციო საკითხების მენეჯერის მიერ ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მეექვსე და მეშვიდე კვირას
8. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების მომზადება-მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მიერ მერვე კვირას
ნაჭრის ჩანთები შეიკერება, ჩანთებზე და მაისურებზე მოხდება თემატური ბრენდირება კიბერუსაფრთხოების თემაზე
ფერდი პრინტერი დაეხმარება პროექტის ავტორს და მონაწილეებს თემატური საინფორმაციო ბროშურების დაბეჭდვაში
საკანცელარიო ნივთებიგაიხარჯება ტრენინგების და შემჯამებელი შეხვედრის ჩატარებისათვის
ტრანსპორტირების ხარჯები გაიხარჯება შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებისთვის
მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი, რომელთანაც არსებობს გასული წლების გამოცდილება თანამშრომლობაზე, რომელიც გამოყოფს ფართს და ელექტრონულ ტექნიკას შეხვედრების ჩასატარებლად
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი დაგვეხმარება საორგანიზაციო საკითხების და შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებაში
პროექტით სარგებელს მიიღებს თემში მცხოვრები 2420 ბენეფიციარი
პედაგოგი 50, მოსწავლე 500, მშობელი 300, საიმიგრაციო სამსახურის ბენეფიციარი 70, თემში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანი 1500
ბენეფიციარების დაბალი ინტერესი და აქტიურობა
ტრენერების მოუცლელობა
შესაძლებელია ზემოთ ჩამოთვლილი რისკების აცილება ღონისძიებების გეგმაში ცვლილებების შეტანით, კერძოდ აქტივობების გადანაცვლებით
პროექტის განხორციელების შემდეგ მის მდგრადობას ხელს შეუწყობს ჩატარებული თემატური ტრენინგები, მშობლების მიერ შექმნილი და თემის მასშტაბით გავრცელებული საინფორმაციო ბროშურები, რითაც არა მარტო მშობელთა, არამედ თემში მცხოვრები ადამიანების ცნობიერება გაიზრდება ციფრული ტექნოლოგიების ფლობის და კიბერუსაფრთხოების კუთხით
მოსწავლეთა ინიციატივებით და მშობელთა ჩართულობით მშობელთა ციფრული ცნობიერების გაზრდა და კიბერუსაფრთხოება
Gardabani Municipality, Lower Kartli, Georgia
კომენტარის დამატება