1.ლიკა ჩილაშვილი-სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი,ყველა დაგეგმილ აქტივობაზე პასუხისმგებელი.
2.ნინი ბათმანაშვილი-სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი,მიზნების,აქტივობების და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა.
3.მარი ხინგავა-სამოქალაქო განათების კლუბის წევრი,აქტიობებისთვის მასალების მოძიება, გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება.
4.მარი ჩილინგარაშვილი-სამოქალაქო განათების კლუბის წევრი,ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელი პირი.
5-სალომე მაისურაძე-სამოქალაქო განათების კლუბის წევრი, ბანერის დამზადებაზე პასუხისმგებელი პირი.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის უნიკალური ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას და გავრცელებას როგორც ადგილობრივ, ისე სხვა საზოგადოებაში. ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია მდგრადი ტურიზმის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობას და კულტურული მრავალფეროვნების დაცვასა და გავრცელებას. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი მოიცავს კულტურულ ღონისძიებებს, ისტორიულ-შემეცნებით პროგრამებს, მედია-კამპანიებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების, ისე ვიზიტორების დაინტერესებასა და ჩართულობას.
სოფლის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციის შედეგად გაიზრდება საზოგადოების ცნობიერება რეგიონის უნიკალურობაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.უფრო კონკრეტულად:ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის ცნობიერების ამაღლებას,ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას,კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას.
სოფლის ან ქალაქის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა დაკავშირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევასთან. რეგიონში არ არის საკმარისი ინფორმაცია ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რის გამოც სასკოლო საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სოფლის ან ქალაქის უნიკალურობასა და ტრადიციებზე. ამას ემატება ინფრასტრუქტურის დეფიციტი, რომელიც ხელს უშლის ტურისტების მოზიდვას, და ადგილობრივი მოსახლეობის არასაკმარისი ჩართულობა კულტურული ინიციატივებში.
1-კვლევა-კითხვარის მომზადება ,,ჩვენი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა''.
2.ბიზნეს სექტორთან შეხვედრა.
3-ტრენინგი მშობლებისთვის ,,მეტი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ''.
4-არლის თემში მოხალისეთა ონლაინბაზის შექმნა უნარებისა და რესურსების გათვალისწინებით ონლაინ პლათმორმის გაკეთება ,,არლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები''.
5-ბუკლეტების შექმნა და დარიგება თემში.
6-ვიზიტორთა ცენტრების, გიდის ტურების და საინფორმაციო მასალის შექმნა.
7-ადგილობრივი ხელოვნების პოპულარიზაცია : გამოფენების მოწყობა ტრადიციული ხელნაკეთობებისთვის.
8-კულტურული ფესტივალები და ღონისძიებები : ადგილობრივი ტრადიციების აღნიშვნა მუსიკის, ცეკვის, ხელოვნებისა და სამზარეულოს მეშვეობით.
9-რესპოდენტების შერჩევა და იტერვიუების მომზადება, ძველი ტრადიციების და ისტორიის შესახებ, ვიდეორგოლის მომზადება.
10-კონფერენცია- ,,სოფელი არალი როგორც ტურისტული სოფელი''.
11-ანგარიშის მომზადება.
მონთხოვნილი ნივთი-პლანშეტი,ბანერები,საკანცელარიო ნივთები.
1.პავლე ბათმანაშვილი.
2.ემზარ აფრიამაშვილი.
3.ზვიადი მათოშვილი.
სარგებელს მიიღებს სკოლის ყველა მოსწავლე,მასწავლებლები,მშობლები და თემში მცხოვრებლები.
სულ:400 ადამიანი.
პედაგოგი-20;მოსწავლე-50,მშობლები-40, სხვა-200.
ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს მასალების არქონა,რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო მასალების დასამზადებლად იქნება საჭირო,ასევე ამინდი გასვლითი ღონისძიებების დროს.
პროექტი როდესაც დასრულდება, სოფელს ბევრი ტურისტი ესტუმრება და ნახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
პლანშეტს კი მოსწავლეები შემდგომში დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში გამოიყენებენ მაგ.ინტერვიუებისათვის.
სოფელი არალი არის ერთ-ერთი ძორძველი მესხური სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, რომელიც განსაკუთრებული ისტორიით,კულტურით და ტრადიციებით გამოირჩევა.
კომენტარის დამატება