პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას მე, ანა კილასონია ვიღებ. ასევე მეყოლება ამავე სკოლის მოსწავლე დამხმარე ასისტენტი. ასევე ზედამხედველობას მასწავლებელი მარიამ ყაულაშვილი გამიწევს.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურის, ტრადიციების, სიმღერებისა და ცეკვების პოპულარიზაციას და მათ შენარჩუნებას. პროექტი შეისწავლის და წარმოადგენს კონკრეტული რეგიონის კულტურას და ტრადიციას,რომელიც უძველესი დროიდან მოდის და ამ ტრადიციების როლს თანამედროვე ცხოვრებაში.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა ადგილობრივი კულტურის დაცვასა და განვითარებაში. აგრეთვე პროექტი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთთან დაახლოებას, გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარებას. ხოლო პროექტის საბოლოო შედეგი კი იქნება ტრადიციების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მეტად დაინტერესება და ჩართულობა.
როგორც უკვე ვახსენე პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები და არამარტო ახალგაზრდები მეტად იქნებიან დაინტერესებული ქვეყნის/ რეგიონის ტრადიციებით, ისინი შეისწავლიან კულტურას და უძველეს ტრადიციებს, გაიაზრებენ მათ როლს ჩვენს მომავალზე და შეეცდებიან მის პოპულარიზაციას რათა დავიწყებას არ მიეცეს, ყველაფერი ის რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს.
დროთა განმავლობაში ქართული სიმღერები, ცეკვები, ტრადიციები, და წეს ჩვეულებები ნელ ნელა დავიწყების საშიშროების წინაშე დგანან. ჩემი, როგორც ქართული ხალხური სიმღერების დამწყები მომღერლის მიზანია შევქმნა პროექტი რომელიც საზოგადოებას შეახსენებს ჩვენი წინაპრების დანატოვარ იმ უდიდეს საგანძურს რაც ჩვენს ქვეყანას სიამაყეს და განსაკუთრებულობას სძენს, რათა არ მიეცეს დავიწყებას ჩვენი უდიდესი ისტორია.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები საშუალებას მოგცემს დავუახლოვდეთ ქვეყნისა და რეგიონის კულტურას.
კულტურული გამოფენა საჭიროებს ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებს (ფანდური, გიტარა), აგრეთვე ქალის და მამაკაცის ეროვნული სამოსი.
საკვებისა და სასმელის გამოფენისთვის კი სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი ღვინო და კერძები.
საკანცელარიო ნივთები და ერთჯერადი ჭურჭელი.
პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას ვაპირებ სხვადასხვა ანსამბლებთან (ტრადიციული სიმღერის და ცეკვის), აგრეთვე ადგილობრივ მცირე მეწარმეებთან რომლებიც დამეხმარებიან მეტი და მეტი ინფორმაციის და გამოცდილების მიღებაში, ასევე ერთ ერთი აქტივობისთვის ადგილობრივი ძველი და ახალი თაობა საინტერესო დისკურსიებისთვის.
პროექტით სარგებლის მიღება შეუძლიათ სკოლის და არამარტო სკოლის საზოგადოებას არამედ მთელი დაბის მოსახლეობას რადგანაც პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრ ადგილობრივს უწევს ჩვენი დახმარება რის შედეგადაც ისინი იღებენ გარკვეულ ცოდნას და ახალ თაობასთან და აუდიტორიასთან შეხების გამოცდილებას.
პედაგოგების რაოდენობა: 20
მოსწავლეების რაოდენობა: 60
მშობლების: 40
ადგილობრივების: 50
მოწვეული სტუმრების: 30
მე როგორც პროექტის ხელმძღვანელი მაქსიმალურად ვეცდები ჩემი პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი არაფერმა შეუშალოს და თუ იქნება ამისი სასიშროება მალევე თავიდან ავიცილო.
პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად განვაგრძობ წამოწყებულ საქმიანობას. მექნება შეძლებისდაგვარად (გააჩნია გამომსვლელებს) ღონისძიებები, ტრენინგები, აქტივობები, კონკურსები, და ასე შემდეგ.
პროექტის წყალობით ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია, და საზოგადოების დაინტერესება ჩვენი წარსულით.
კომენტარის დამატება