Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    “ახალი გზები ახალი გამოცდილებებისკენ“

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 2
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ანანო მახარაძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ანანო მახარაძე, სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2010-08-15
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      მცხეთა, სოფ.პატარა ქანდა
    • მობილური ტელეფონი
      598978705
    • ელექტრონული ფოსტა
      gvanca.nadirashvili1@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ანანო მახარაძე- მოსწავლე,პროექტის ხელმძღვანელი

      სალომე სუხაშვილი- მოსწავლე,პროექტის მონაწილე

      სალომე ხიზანიშვილი- მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      ანანო ნებუნიშვილი-მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      მზიკო ვარძიაშვილი-მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      მარიამ გოგელია-მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      ლიზი მახარაძე-მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      ნიკა ხულელიძე-მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      თიკა ბერუაშვილი-მოსწავლე, პროექტის მონაწილე

      გვანცა ნადირაშვილი - პედაგოგი

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      მოზანი - ტურიზმის პოპულარიზაცით ულტურული მემკვიდრეობის დაცვადა, ახალი  ტურისტული პროდუქტის შექმნა  და კულტურის გამდიდრება

      პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტურიზმით დაინტერესდნენ მას შემდეგ , რაც სკოლაში შეიქმნა „მოგზაურთა კლუბი“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს კუთხეებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს. კლუბის შექმნას მოსწავლეთა დიდი ინტერესის გამო ჩაეყარა საფუძველი და მათ სკოლის სპონსორი- ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი აფინანსებს. მიღებული შთაბეჭდილებების თანასოფლელებთან  გაზიარებისას  მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ სოფლის მოსახლეობის კრიტიკულად მცირე პროცენტს ჰქონდა წარმოდგენა საქართველოს კუთხეების შესახებ. პროექტის ერთ-ერთ მიზნად კი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავსახეთ. პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ თემში გაიზრდება ტურიზმით დაინტერესება.

    • მოსალოდნელი შედეგები

      ტურიზმით დაინტერესება მოსახლეობას  უფრო აქტიურს გახდის, გაიზრდება მათი ინტერესები, ამაღლდება ცნობიერება, გაუჩნდებათ სურვილი, რომ ლოკალური მდებარეობა ტურისტულად საინტერესო გახადონ. შესაბამისად- დაიწყებენ ფიქრს , თუ რა ადგილობრივი ნაწარმი შექმნან, რათა ტურისტულად მიმზიდველი გახდეს  სოფელი- პატარა ქანდა. ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას და კულტურულ გამდიდრებას;

      გარდა ამისა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს ახალგაზრდების მიგრაცია.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      სოფლის - პატარა ქანდის - ცხოვრება დღესდღეობით რუტინულია. ბავშვები განიცდიან, რომ მათ გარშემო სიახლეების სიმცირეა, კულტურული ღონისძიებები არ იმართება, ტრადიციები იკარგება, აინტერესებთ ბევრი რამ, მაგრამ ინტერესს ვერ იკმაყოფილებენ. ინტერესის ერთ-ერთი მთავარი სფერო ტურიზმია, საქართველოს უკეთ შეცნობა - სწორედ ეს გახდა მამოტივირებელი იმისა, რომ  მათ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობის მიღება.     გაუჩნდათ სურვილი, რომ მოიძიონ ლოკალური ტრადიციები, ღირსშესანისნაობები, რათა ტურიზმი საკუთარ სოფელში განავითარონ. პროექტის ფარგლებში  ყველა აქტივობაში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მოსწავლეები, ახალგაზრდები, არამედ ყველა თაობის წარმომადგენლები, რათა ერთობლივად დაათვალიერონ, შეისწავლონ საქართველოს ტურისტული ცენტრები და იფიქრონ, რისი განვითარება შეუძლიათ თავიანთ სოფელში.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1.  საინიციატივო ჯგუფის შექმნა პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შექმნილი „მოგზაურთა კლუბი“-ის ბაზაზე, საქმიანობების გადანაწილება.

      2."მოგზაურთა კლუბის" მიერ ყველა ჩატარებული   დეტალური პრეზენტაცია და გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეებისათვის

      3.. 2 საიფორმაციო ვიზიტი  -  რომელშიც არა მხოლოდ მოსწავლეები ჩაერთვებიან, არამედ ადგილობრივი ახალგაზრდები, თემი, რომელთა შერჩევა მათივე დაინტერესების საფუძველზე მოხდება, შემდგომ მიღებულ ინფორმაციას, გამოცდილებას თავად გაუზიარებენ თანატოლებს, თანასოფლელებს.

      პრეზენტაციას აკეთებენ სკოლის მოსწავლეებისთვის, შედეგად ასტიმულირებენ სკოლის სივრცეში  ტურიზმის კუთხით ინტერესის გაზრდას.

      პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შექმნილი „მოგზაურთა კლუბი“  აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში

      4.  შეხვედრა სტუმართან –მოგზაური “Soso around the world” სოს ნებიერიძესთან.

      არსებული პრობლემის მოსაგვარებლად გვსურს  სკოლაში მოვიწვიოთ მოგზაური “Soso around the world” სოსო ნებიერიძე , ის პატარა ქანდის დაინტერესებულ მოსახლეობას გააცნობს მოგზაურობის დეტალებს, მოუყვება გამოცდილებას, ისაუბრებს, თუ რას ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის გაცნობა და როგორ შეიძლება ტურიზმი განვავითაროთ საკუთარ სოფელში. ღონისძიების დეტალებს ადგილობრივ მოსახლეობას პროექტში ჩართული მოსწავლეები მიაწვდიან.

      5. კვლევა პატარა ქანდი თემში - სოფლის ტრადიციების, წესჩვეულებების, ლეგენდების და სხვა მოსაპოვებლად. პროექტში ჩართული მოსწავლეები სოფლის უხუცესი მაცხოვრებლებისგან მოაგროვებენ ინფორმაციას, თუ რა ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, კულტურული ძეგლებით, ლეგენდებით და გასტრონომიით იყო მდიდარი სოფელი პატარა ქანდა. შემდეგ საფეხურზე, პირველ რიგში, ფართო საზოგადოებისთვის ( მოსახლეობის უმრავლესობისთვის) მოაწყობენ პრეზენტაციას, რათა საკუთარი სოფლის შესახებ მეტად ინფორმირებულები, დაინტერესებულები იყვნენ ისინი.

      6. საინფორმაციო სემინარი  სოფლის ტურიზმის აქტუალურიბაზე მსოფლიში. გავეცნოთ სხვადასხვა სოფლის კულტურას, ბუნებას, ტრადიციებს, სამზარეულოს. ტურიზმის განვითარებაში გამოცდილებას.

      7. კვლევის შედეგების შეჯამება, პრეზენტაციისათვის მომზადება. შედეგების განთავსება სოციალურ გერძე.

      8. შეიქმნება სოციალური გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ყველა არსებული ნარატივი, სიახლე , რათა სოფლის ცნობადობა გაიზარდოს და ტურისტულად საინტერესო გახდეს. ინფორმაციას სოფლის შესახებ განვათავსებთ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

      9. დაიბეჭდება ბანერები, პოსტერები, საინფორმაციო  ფლაერები სოფელ პატარა ქანდის ისტორიულ ძეგლებზე, საინტერესო ინფორმაციებითა და ფოტო-სურათებით. მოცემულ ბანერებს სოფელში განვათავსებთ, ხოლო პოსტერებს დავურიგებთ ექსკურსიების დროს ტურისტებს, რათა ხელი შევუწყოთ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კულტურული ინფორმაციის გაცვლას. ინფორმაცია იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის.

      10. მოვიწვევთ თემის უხუცეს  და ახალგაზრდა მაცხოვრებლებს და ვისაუბრებთ სოფლის ისტორიაზე, არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე. დავსახავთ გეგმას სოფელში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, სამომავლო გეგმებზე.

      11. პროექტის შემაჯამებელი ღონისძება.

       

      ყველა ღონისძიებას უმასპინძლებს პატარა ქანდის საჯარო სკოლა - „სკოლა-სამყარო“

       

       

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1.ცნობილი მოგზაურის მოწვევა სკოლაში;

      2.მინიმუმ 2 სასწავლო ვიზიტის დაფინანსება;

      3.სოციალური გვერდის გამართვისთვის გარაფიკული დიზაინერის მომსახურება;

      4.ბანერებისა და პოსტერების დაბეჭდვა;

      5. საკანცელარიო ნივთები.

    • პროექტის პარტნიორები

      1.პროექტის მხარდამჭერი არის პატარა ქანდის საჯარო სკოლის სპონსორი, ბავშვების განვითარების მხარდამჭერი/ბიზნესმენი  ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი;

      2. მშობლები

      3. სასკოლო საზოგადოება

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      მოსწავლეები, მშობლები, სასკოლო საზოგადოება, ახალგაზრდები,  სოფლის მოსახლეობის თითქმის 40%, რადგან პროექტის მიზანია სოფლის ცხოვრებაში ტურიზმის გაფართოება.

      საერთო რაოდენობა -290

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      1.მოსწავლეები- 150

      2.მშობლები-30

      3.მასწავლებლები – 20

      4.ახალგაზრდები 30

      3. 45 წლიდან 70 წლამდე ასაკის წარმომადგენლები- 60

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      ყოველი ღონისძიების განხორციელებას, ცხადია, თან ახლავ რისკთა ჯგუფი, ამინდის გაუარესება,  სამიზნე- ტურისტული ცენტრის შეფერხებით მუშაობა- ეს ყოველი პრობლემა წინასწარ, დეტალურ გადამოწმებას საჭიროებს.

      გარდა ამისა, პროექტის განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია დენის, ინტერნეტის წყაროს შეუფერხებლად მიწოდება, მოცემული ხარვეზი თავიდან უნდა ავიცილოთ პასუხისმგებელ ორგანოებთან კონტაქტით.

       

      გუნდის წევრთა გამოთიშვა-  პროექტში ჩართულ ნებისმიერი პირველ თუ მეორეხარისხოვან მონაწილეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რომ პროექტმა დასრულებული სახე ვერ მიიღოს.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდგომ გვჯერა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდების, მოსახლეობის ჩართულობა და ინტერესი შენარჩუნდება,  რაც ხელს შეუწყობს  ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას. ტრადიციად ვაქცევთ კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იქნება ჩართული, ამ ყველაფერს კი პოპულარიზაციას გაუწევს სოციალური ქსელი, რომელიც იქნება საინტერესო ინფორმაციებით დატვირთული და მუდმივად განახლებადი.

      პროექტის განხორციელებაის შემდეგ ხელი შეუწყობა თემის ახალგაზრდების, მოსახლეობის განვითარებას, კულტურულ გამდიდრებას და სოციალური ურთიერთობების გაღრმავებას.   რაც განმაპირობებელია იმისა, რომ სოფელი გააქტიურდება,  პატარა ქანდა ტურისტულ რუკაზე მოინიშნება, როგორც ევროპული, თანამედროვე ღირებულებების მქონე სოფელი.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-9.xlsx
    • რეგიონი
      მცხეთა-მთიანეთი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტის მიზანია - ტურიზმის პოპულარიზაცით კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ახალი  ტურისტული პროდუქტის შექმნა  და კულტურის გამდიდრება

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • თამარ მაისურაძე
      დეკემბერი 6, 2024 | 4:53 pm

      რეკომენდაციას ვუწევთ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    • Tamar Pruidze
      დეკემბერი 18, 2024 | 4:28 pm

      პროექტის მიზანი და გათავლისწინებული აქტივობები მისაღებია შეხვედრას ჩაატარებენ სკოლის სივრცეში? მოსაძებნია ალტერნატიული სივრცე. ბანერი რომლის დამზადებასაც აპირებენ სავარაუდოდ სკოლის სივრცეში უნდა დაიდგას?

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ,,ჩვენი ტრადიცია, ჩვენი მომავალია"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    პროექტი:სოფლის/ქალაქის ისტორიის,ტრადიციების,კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    "ერთობა მრავალფეროვნებაშია"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...