პროექტის მიზანია მუსლიმთა თემის, ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის (ხის მეჩეთების) უკეთ გაცნობა, აჭარის მუსლიმური თემის მიმართ არსებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა, მოსწავლეებში ქვეყნის კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია. აღნიშნული მიზანი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების მიმართ მეტი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას.
ხის მეჩეთები, როგორც ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნაწილია, წარმოადგენს იმ ისტორიულ და არქიტექტურულ მნიშვნელობას, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. მათი კვლევა და პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს როგორც თემის იდენტობის შენარჩუნებას, ისე კულტურული ტურიზმის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურული და რელიგიური სივრცის უკეთ გაცნობიერება. ამას თან ახლავს სტერეოტიპების დაძლევა, რაც ხშირად კულტურული განსხვავებების არასწორი აღქმის ან ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია.
მოსწავლეებში მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია მოიცავს საგანმანათლებლო და ინტერაქტიულ აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება მათ არა მხოლოდ სხვა კულტურების გაცნობაში, არამედ თავიანთი ქვეყნის კულტურული სიმდიდრის დაფასებაში. პროექტი მიზნად ისახავს კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის შიგნით საზოგადოების გამტკიცების აუცილებელი წინაპირობაა.
აჭარის მუსლიმური თემის შესახებ არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ თემის უკეთ გაცნობა საზოგადოებას საშუალებას მისცემს, აღიქვას ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება, როგორც ღირებულება და არა როგორც გამოწვევა.
არაფორმალური განათლების განვითარება: მოსწავლეები შეძლებენ შემდეგში დაგეგმონ სასწავლო ვიზიტები აჭარასა და ქვეყნის სხვა რეგიონებში თანატოლების უკეთ გასაცნობად და ქვეყნის კულტურული, რელიგიური მრავალფეროვნების შესაცნობად.
კულტურული თანასწორობა და ტოლერანტობა: ისლამური კულტურის უკეთ გაცნობა და ღია კომუნიკაცია ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მეტი ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას.
დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელება: მოსწავლეები შეძლებენ შემდეგში დამოუკიდებლად მოიძიონ და მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება საკლასო, სასკოლო, თემის პროექტების განსახორციელებლად
პროექტი ეხმაურება პრობლემას, რომელიც უკავშირდება კულტურულ მრავალფეროვნებაზე მწირი ინფორმაციის ქონას და რელიგიური ტოლერანტობის დაბალ დონეს ახალგაზრდა თაობაში, განსაკუთრებით მუსლიმურ თემთან მიმართებაში. რეგიონებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება იზრდება, ხშირად წარმოიშობა სტერეოტიპული წარმოდგენები, რომლებიც განპირობებულია მიკერძოებული და მცდარი შეხედულებებით. მაგალითად, მუსლიმური თემის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები და წინასწარი მოლოდინები ხშირად ქმნიან საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაუცხოებას. ამგვარი პრობლემების არსებობა ხელს უშლის ხალხებს შორის ჰარმონიულ და მშვიდობიან თანაცხოვრებას. პროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამ სტერეოტიპების და არასწორი წარმოდგენების გადალახვას, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ გაიგოს მუსლიმური კულტურა, ტრადიციები და რელიგია. შედეგად, პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას, ურთიერთსამართლიანობასა და ტოლერანტობას.
ჩვენ ვგეგმავთ ღორჯომის თემის პირადად სოფელ გორგაძეების სკოლის მოსწავლეებს წიგნებისა და სხვა საჭირო მასალების გადაცემას, “სელიფ ხიმშიაშვილის მუზეუმში”, მას შემდეგ რაც გამოვკითხავთ რა წიგნები სურთ. ასევე სოფელ ღორჯომისა და ქედის სოფელ ზვარეს ხის მეჩეთების მონახულებას, რაც დაეხმარება ბავშვებს მუსლიმური თემის ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობაში. ვიზიტის ფარგლებში გადავიღებთ ფოტოებს, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება ფოტო გამოფენის მოსაწყობად ბათუმის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში . გარდა ამისა, “სკოლა ევრო 2000”-ის 10 გ კლასი ვესტუმრებით მასწავლებელთან ერთად ბათუმის “რელიგიის მუზეუმს”, ამის შედეგად უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ რელიგიაზე და ჩვენინ ცოდნაც გაღრმავდება.
1. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობაზე „სელიფ ხიმშიაშვილის მუზეუმში“
2. კულტურული მრავალფეროვნების ძეგლების მონახულება მაღალმთიან აჭარაში
3. ფოტოების კონკურსი და გამოფენა “კულტურული მრავალფეროვნება” ბათუმის ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში.
4. 10 გ კლასის ვიზიტი ბათუმის “რელიგიის მუზეუმში”
რვეულები, რადგან ხშირად მოსწავეელბი აწარმოებენ დღიურებს ან გამოიყენებენ სკოლისთვის საკლასო-საშინაო დავალებებისთვის. მარკერები, კალმები და სხვა რა მასალები;
ფოტოების დიდ ფორმატში ბეჭდვა;
დროის მენეჯმენტის სირთულეები
რისკი: რეგიონის მიუწვდომელობა ცუდი ამინდის პირობებში ან სხვა მოულოდნელი ფაქტორები
გადაჭრის გზა: პროექტის გეგმაში დამატებითი დროის ჩადება მოულოდნელ შეყოვნებებზე რეაგირებისთვის და მჭიდრო მონიტორინგი/ადაპტირება საჭიროებისამებრ
გადაადგილების პრობლემა მაღალმთიან აჭარაში
რისკი: რთული გეოგრაფიული პირობები, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და არახელსაყრელი ამინდის პირობებში გადაადგილების პრობლემა.
გადაჭრის გზა: წინასწარ დაგეგმვა, ტრანსპორტირების მარშრუტების დეტალური კვლევა, ალტერნატიული გზების განსზღვრა და ადგილობრივი გიდების ან ორგანიზაციების დახმარების გამოყენება. ასევე, ინფორმაციის მიღება ამინდზე და მისი რეგულარული მონიტორინგი.
პარტნიორობის გაღრმავება: პროექტის განმავლობაში დამყარებული კავშირები ადგილობრივ თემთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოყენებული იქნება მომავალი ინიციატივებისთვის.
ფოტო გამოფენები და კამპანიები: პროექტის ფარგლებში გადაღებული მასალები გამოყენებული იქნება სამომავლო კამპანიებში, რომლების მიზნად ისახავს თემის ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის შედეგების გავრცელება ხელს შეუწყობს დამატებითი ფინანსური და საზოგადოებრივი რესურსების მოზიდვას.
პროექტის მიზანია მუსლიმთა თემის, ქართული ისლამური კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ ხის მეჩეთების, უკეთ გაცნობა, ამ უნიკალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის ხაზგასმა და მისი ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა. პროექტი ასევე ისახავს მიზნად აჭარის მუსლიმური თემის მიმართ არსებული სტერეოტიპების დაძლევას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოსწავლეებში ქვეყნის კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაციაზე, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტული და ჰარმონიული გარემოს შექმნას.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 4:04 pmპროექტი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა როგორც მოსწვალეებისთვსი ასევე თემისთვის, ვინაიდან აჭარის რეგიონშ ცხოვრობს მრავალ ეთნიკური და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ხალხი და როგორ მსოწევალეები აღნიშნანევ მათ სკოლასა და თემში მკვეთრად აღინიშნება. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწვალეებისა და საზოგადოებისთვის ტოლერანტულ გარემოს გაუმჯობესებას. განსაკუთრებით აღსანიშნავაია, რომ ამ პროექტს სკოლის ადმინსიტარცია ფინანსურადაც უწევს დამხარებას. ასევე მსოწევალეები საკუთარი ინიციატივების საფუძველზე საკუთარი რესურსებით ცდილობენ თანატოლების დამხარებას. პროექტის გათვლისწინებულია თანამშრომლობა არასამთვრობო ორგანიზაციებთან