ლუკა ზურაბაშვილი, მოსწავლე - კვლევის მიმართულება
ირაკლი მურჯიკნელი მოსწავლე - პროფესული სასწავლებლების მიმართულებით
გიორგი კვანტრიშვილი, მოსწავლე - პროექტის აქტივობების დროსა და სივრცეში ორგანიზება
ქეთევან ტურიაშვილი, მასწავლებელი - პროექტის კურატორი
პროექტის მიზანი:
1. მშობლებისა და მოსწავლეებში პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლება
2. სხვადასხვა პროფესიის საჭიროებისა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება
3. მოსწავლეები შეძლებენ სხვადსხვა პროფესიებში უკეთ გარკვევას და სწორი არჩევანის გაკეთებას;
პროექტის შედეგები:
1. მოსწავლეები შეძლებენ პროფესიის სწორად არჩევას, მომავალის სწორად დაგეგმვას;
2. მშობლებსა და მოსწავლეებში ამაღლდება პროფესიული განათლების ცნობიერება
ამოცანები:
1. სხვადასხვა პროფესიების გაცნობა, პროფესიებზე მსჯელო პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ პროფესიებზე მსჯელბა, ანალიზი;
2. სამუშაო ბაზრის კვლევა- რომელი პროფესიებია ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანაში?
3. მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების შეფასება - რა მინდა და რა შემიძლია.
4. გავიცნოთ მოთხოვნადი და საინტერესო პროფესიები: მექანიკოსის, ელექტრიკოსის, მეთუნეობის და მებაღეობის პროფესიები;
დეტალურად იხილეთ სამოქმედო გეგმის დანართი
პროექტის შედეგები: მოკლევადიანი
1. მოსწავლეთა და მშობელთა დაინტერესება პროფესიული განათლების მხრივ;
2. მოსწავლეების მიერ საკუთარი ინტერესებისა და უნარების სწორად დანახვა და გააზრება;
3. სხვადასხვა პროფესიიდან ფინანსური სარგებლის დანახვა;
4. რამდენიმე პროფესიის უნარ-ჩვევების შესწავლა;
პროექტის შედეგი: გრძელვადიანი
1. მოსწავლეები შეძლებენ პროფესიის სწორად არჩევას, მომავალის სწორად დაგეგმვას;
2. მშობლებსა და მოსწავლეებში ამაღლდება პროფესიული განათლების ცნობიერება
დღეს საქართველოში ისევ ტრადიციულად გაიგონებთ მშობლების ნათქვამს - აბა ბავშვს გარეთ ხომ არ დავტოვებ, დიპლომი ხომ უნდა...შესაბამისად არც ბავშვები ფიქრობენ რა შუძლიათ რომ გააკეთონ და როგორ მიაღწიონ მიზანს. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც გავლენას ახდენს და დიდი ზღვარია მინდასა და დასაქმებას შორის; ამიტომ , ვფიქრობთ რომ აუცილებელია მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები და იყვნენ მოთხოვნადი საკუთარ პროფესიაში;
ფინანსური სარგებელი და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობაც, ხომ მათ სწორ არჩევანზეა დამოკიდებული;
რა ღონისძიებების გატარება აღნიშნული მიზნების შესასრულებლად;
1. სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებთან შეხვედრა - როგორია ჩემი პროფესია
2. სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებში ვიზიტების დაგეგმა და განხორციელება
3. კვლევის ჩატარება - მოთხოვნადი და 21-ე საუკუნის პროფესიები;
4. კვლევის ჩატარება მოსწავლეებში, თუ რა მიმართულებით აქვთ გარკვეული უნარები;
SWOT ანალიზის გაკეთება
5. მშობლებთან და მოსწავლეებთან სპეციალისტების შეხვედრა პროფესიული განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
6. მეთუნეობის, მებაღეობის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის პროფესების მინიმალური ცოდნის შეძენა და პრაქტიკულად განხორციელება, სასკოლის სივრცეში.
პროექტის განხორციელებისთვის გვჭირდება:
1. საკანცელარიო მასალები
2. სატრანსპორტო ხარჯები;
3. პრაქტიკული საქმიანოსბისთვის ( თიხა, თიხის საძერწი კომპლექტი, ელექტროსადენები, ელექტროზარი, მზის პანელი, აკუმულატორი, მინი სათბური და სხვა)
პროფესიული სასწავლებლები
სსიპ ქალაქ თბილისის N172 საჯარო სკოლის საბაზო ( VIII, IX) და საშუალო საფეხური ( X, XI) მოსწავლეები და მათი მშობლები ( 650 )
პედაგოგები 10, მოსწავლეები -480, მშობლები - 150
სასკოლო პროექტთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმირებულობა და გულგრილი დამოკიდებულობა;
თავიდან აცილების გზები:
1. კომუნიკაციის ყვლა საშუალების გამოყენება
2. საინტერესო და ცნობადი პროფესიონალების მოწვევა
მომდოვნე სასწავლო წელს არჩევით საგნებში ავიჩევთ მეწარმეობას და ჩვენს მიერ გახორციელებული პროექტის შედეგად მიღებული და შეძენილი რესურსებით განვაგრძობთ აქტივობებს.
ჩვენი პროექტის განხორციელებით, გვინდა მოსწავლეები და მშობლები დავაფიქროდ პროფესიული განათლების აუცილებლობაზე. ეს დაგვეხმარება შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და სწორად ავირჩიოთ პროფესია ჩვენი ინტერესის, შესაძლებლობების და ფინანსური შემოსავლის მიხედვით.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები და მშობლები, მასწავლებლები შეხვდებიან სხვადსხვა პროფესიის მქონე ადამიანებს, შეძლებენ თავად განახორციელონ რამდენიმე პრაქტიკული აქტივობა, რითაც მიხვდებიან ამ პროფესიების საჭიროებას;
კომენტარის დამატება