ქრისტინე ჯანელიძე მოსწავლე
ანა სოფრომაძე მოსწავლე
მარიამ სანთელაძე მოსწავლე
პროექტის მიზანია მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორად შერჩევა და მიღებული განათლების რეალიზების ხელშეწყობა.
პროექტის შედეგად მოსწავლე დამოუკიდებლად შეძლებს მისთვის მისაღები პროფესიის არჩევას.
მოსწავლეები ამ პროექტის საფუძველზე გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიებს და უკეთესად გაიაზრებენ თავიანთ შესაძლებლობებს . მოსწავლეები დაიწყებენ აქტიურად ჩართვას პროფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში როგორიცაა სამუშაო ბაზრის კვლევა, სხვადასხვა პროფესიული კვალიფიკაციების გაცნობა და სხვა. მოსწავლეები უფრო მეტად იმუშავებენ თავიანთ პროფესიულ გეგმებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული ორიენტაციის პროგრამის გავლით მოსწავლეები უკეთესად გააცნობიერებენ მათ ინტერესებს ,ძლიერ მხარეებს და შესაძლებლობებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია ან განათლების გზა. პროფესიული ორიენტაცია დაეხმარება მათ შეარჩიონ ის სფეროები რომლებიც მათ პირად ინტერესებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება. რაც გაზრდის კარიერის განხორციელების შესაძლებლობებს და კმაყოფილების ხარისხს მომავალში. პროექტის წარმატებით განხორციელება დაეხმარება მათ , რომ სწავლა და პროფესიული განვითარება უფრო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული რეალურ სამუშაო ბაზართან.
მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირს პროფესიის არჩევა, ისინი ხშირად ოჯახის წევრის რჩევებს ითვალისწინებენ ან ირჩევენ პროფესიას, რომელიც ყველაზე მეტად მოდურია საზოგადოებაში, ჩვენს თანატოლებში. მოსწავლეებს არა აქვთ სრული ინფორმაცია ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. ისინი ადვილად ექცევიან საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების ქვეშ. არასწორად შერჩეულმა პროფესიამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროფესიონალიზმი და ვერ დასაქმდეს საკუთარი პროფესიით შრომის ბაზარზე.
1.მოსწავლეები დაიყოფიან სამ სამუშაო ჯგუფად (პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ე.წ. „მოდური“ პროფესიების შესახებ; მეორე ჯგუფი-შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე; მესამე ჯგუფი-უცნობი პროფესიების შესახებ) სადაც ისინი მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიებზე, მათ კონკრეტულ მოთხოვნებზე, აუცილებელ უნარებზე და შესაძლებლობებზე.
2.ბენეფიციარები მოიწვევენ მოთხოვნადი, მოდური და ნაკლებად ცნობილი პროფესიის წარმომადგენლებს.
3. ბენეფიციარები შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და მათთან გაატარებენ სამუშაო დღეს.
4.მოსწავლეები მოაწყობენ პროფესიულ/როლურ თამაშებს, სადაც ისინი ითამაშებენ კონკრეტული პროფესიის როლში.
5.ადგილობრივ კომპანიებთან ან ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნება დროებით სტაჟირების პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს საქმეში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
1. A4 ფორმატის ფურცლები
2. მარკერები
3.ფლიფჩარტი
4.ჩასანიშნი, წებოვანი ფერადი ქაღალდები
5.დაფის მარკერი
6.სახაზავი ქაღალდი A1(ვატმანი)
7.ტრანსპორტირება
.
თემში არსებული მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.
მოსწავლეები-60; მშობლები-40
• მოსწავლეების არასაკმარისი ინტერესის გამოვლენა.
• მშობლების ნაკლები ჩართულობა.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები შეაგროვებენ ყველა ინფორმაციას, შედეგებსა და გამოკვლევებს, რომელიც პროექტმა გამოავლინა. ეს დაგვეხმარება მომავალში უფრო მკაფიოდ გავიგოთ, რა იყო წარმატებული და რა განხორციელდა არასწორად. პროექტის მდგრადობისთვის აუცილებელია, რომ პარტნიორებთან(კომპანიები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები) დაკავშირება გარგძელდეს.უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები სამუშაო ბაზრის წარმომადგენლებთან, რათა მოსწავლეებს მუდმივად ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა პროფესიულ შესაძლებლობებზე.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პროფესიული ცნობიერების ამაღლებას, მათთვის პროფესიული არჩევანის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობას და შესაბამისი უნარების განვითარებას. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებს, რათა უკეთ გაიგონ სხვადასხვა პროფესიის მოთხოვნილებები და შესაძლებლობები, შეიმუშაონ პიროვნული და პროფესიული მიზნები და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და უნარებს. პროგრამაში ჩართული აქტივობები მოიცავს პროფესიული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მენტორობას, ექსპერტების და პრაქტიკოსების შეხვედრას.
კომენტარის დამატება