პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
თამარ წკრიალაშვილი-მოსწავლე.
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-01-07
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ.გორი შალვა ხერხეულიძისN24
მობილური ტელეფონი
577180252
ელექტრონული ფოსტა
tskrialashvilitamar47@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
თამარ წკრიალაშვილი-მოსწავლე-უხელმძღვანელებს პროექტის მიმდინარეობის მთლიან პროცესს.დაგეგმავს პროექტის სხვადასხვა აქტივობებს, მოიძიებს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მასალებს, დაგეგმავს შეხვედრებს პროექტთან დაკავშირებულს სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, უხელმძღვანელებს პროექტის აქტივობებს.
ლაზარე ლაზარაშვილი-მოსწავლე-პროექტის მიმდინარეობისას უხელმძღვანელებს და ჩაატარებს საზოგადოების კვლევას.
თიკო სამხარაძე-მოსწავლე-ადგილობრივ მედიასთან და ტელევიზიასთან ითანამშრომლებს, პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.
დავით დათაშვილი-მოსწავლე-დაგეგმავს და განახორციელებს ააიპი შინაური,მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრას, მრგვალი მაგიდის ფორმატში. გააცნობს მათ თემში მხოვრები საზოგადოების მოსაზრებებს, ჩატარებული კვლევის ანალიზს, ქუჩის მიუსაფარი ცხოველების შესახებ.
მარიამ მაისურაძე-მოსწავლე-დააორგანიზებს ტრენინგს ცხოველთა უფლებების და ადამიანის უფლებათა შესახებ.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანი:სოციალური ფოტოგრაფიის საშუალებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე ამ პრობლემებით გამოწვეულ შედეგებზე.
პროექტის შედეგი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თანაგრძნობის გაზრდა მიუსაფარი ცხოველების მიმართ.სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება. ფოტოგრაფიული უნარების შეძენა მოსწავლეებში და სოციალური პრობლემის გააზრების უნარის გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტის ყურადღების მიპყრობა და ცვლილებების ინიცირება მიუსაფარი ცხიველების პრობლემების მოგვარებაზე.
მოსალოდნელი შედეგები
გრძელვადიანი შედეგი- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თანაგრძნობის გაზრდა მიუსაფარი ცხოველების მიმართ.სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება, პიროვნულ დონეზე. სამოქალაქო აქტივიზმი. და მიუსაფარი ცხოვეოების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. მუნიციპალიტეტის პოლიტიკის კორექტირება მიუსაფარი ცხოველების მიმართ.
მოკლევადიანი შედეგი-მედიის ყურადღების მიზიდვა არსებულ პრობლემაზე. გამოფენის მოწყობა. ფოტაგრაფიის უნარების შეძენა მოსწავლეებში. ადვიკატირების კამპანიის შესწავლა. მოსწავლეებში სოციალური პრობლემების კრიტიკული აზროვნების უნარების ჩამოყალიბება.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
მიუსაფარი ცხოველების და ადამიანების უფლებების დაცვა.
გორში უკონტროლოთაა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაზრდილი.გორის მოსახლეობის ნაწილი თვლის რომ, მიუსაფარი ცხოველების ქუჩაში ყოფნა, საზოგადოებას, კერძოდ კი ბავშვებს უქმნის საფრთხეს. ხშირად ამ მოტივით ძაღლების და კატების მიმართ ხორციელედება ძალადობა, რაც მიუსაფარი ცხოველების უფლებას არღვევს და ამ პრობლემას კი არ ჭრის, პირიქით აღრმავებს. მოსახლეობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ძაღლებს სჭირდებათ მზრუნველი პატრონი, ვინც იზრუნებს მათზე.მიუსაფარი ცხოველების უმეტესობა პატრონმა მიატოვა და ქუჩაში დატოვა სხვადასხვა მოტივით. ამ ადამიანების უმეტესობას არააქვთ ის პასუხისმგებლობა გააზრებული, რაც აკისრიათ საკუთარი ცხოველის მიმართ. რეალურად არ არსებობს კომპლექსური მიდგომა და სწორი პოლიტიკა, რაც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1- პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სამუშაო ჯგუფების ფორმირება, პროექტის განსახორციელებლად. მოსწავლეების შეკრება და ჯგუფებში გადანაწილება, მათი ფუნქცია მოვალეობების განსაზღვრა-თამარ წკრიალაშვილი.(თებერვალი სრული)
2-საზოგადოების კვლევა, კითხვარის შემუშავება, შემუშავებული კითხვარით, საზოგადოების გამოკითხვა, როგორც ონლაინ(სოციალურ ქსელებში, კერძოდ გორის ჯგუფებში) გავრცელება ისე ადგილზე( გორის ქუჩებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში) მოსახლეობის გამოკითხვა-ლაზარე ლაზარაშვილი.(მარტი)
3-საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზება ცხოველთა და ადამიანთა უფლებების შესახებ. შესაბამისი ტრენერის და ტრენინგის შასატარებელი ლოკაციის მოძიება.-მარიამ მაისურაძე.(მარტი-აპრილი)
4-შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ვიზიტი-მარიამ მაისურაძე.(აპრილის ბოლო კვირა)
5-ტრენინგი ფოტოგრაფიაში, მოსწავლეების ფოტოვორკშოპი.მონაწილეთა ჯგუფის წევრების ორგანიზება-ლიზა მამიტაშვილი.(მარტის თვე სრულად)
5- თემში გასვლა და ფოტოების გადაღები უსაფრთხოების წესების დაცვით-ლიზა მამიტაშვილი.(აპრილის თვე სრულად)
6-ფოტოების გამოფენის ორგანიზება, საგამოფენო სივრცის მოძიება-ლიზა მამიტაშვილი.(მაისის ბოლო10დღე)
7- ფოტო-გამოფენის პერიოდში, ადგილობრივი მედიის მოწვევა და მათი დახმარებით პროექტის შესახებ, მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოების ინფორმირება, პროექტის შესახებ სიუჟეტის მომზადება.-თიკო სამხარაძე.(23მაისი)
8-მრგვალი მაგიდის მოწყობა, დისკუსია პრობლემის გადაჭრის შესახებ.-დავით დათაშვილი.(23-30მაისი)
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
1- ტრენერი-სოციალური ფოტოგრაფიის შესწავლისთვის.
2-ტრენერი- ადგილობრივი კანონმდებლობის გაცნობა ცხოველთა და ადამიანთა უფლებების შესახებ.
3-საგამოფენო სივრცე.
4-ტრენინგებისთვის სევრცე.
5- ქსერო ასლები გამოკითხვისთვის.
6-პროექტის დახურვის ლანჩი.
7-ტრენინგის ლანჩი.
8- ფოტოების ამობეჭდვა გამოფენისთვის.
9-საბანკო გადარიცხვა.
პროექტის პარტნიორები
საზოგადოება ,,ბილიკი”- ტრენინგებისათვის დაგვითმობს ფართს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(გორის ფილიალი)-ტრენინგის ფარგლებში იურისტი გაგვაცნობს ადგილობრივ კანონმდებლობას ცხოველთა და ადამიანთა უფლებების შესახებ.
მოზაიკა. -მოამზადებენ სიუჟეტს პროექტის და გამოფენის შესახევ და გააშუქებენ.
ააიპი-შინაური მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო, შიდა ქართლი.- გვიმასპინძლებენ ცხოველთა თავშესაფარში ვიზიტის დროს და მიიღებენ მონაწილეობას მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსიაში.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სკოლის მოსწავლეები/მოზარდები რომლებიც დაინტერესებულები არიან ფოტოგრაფიით.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები-30
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
1) გამოკითხვის პროცესის დროს მოსახლეობის გულგრილობა.-ფეისბუქის ჯგუფებში აქტიურად გვრცელდება ინფორმაცია პროექტის შესახებ.
2- ძაღლების აგრესიულობამ. მოსწავლეები გაეცნობიან ფოტოგადაღების უსაფრთხოების წესებს ტრენინგების დროს.
3-მოსწავლეების მხრიდან ნაკლები ჩართულობა. პროექტის განხორციელებამდე ჩატარდება გამოკვლევა მოსწავლეებში და პროექტში ჩაერთვებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც სურთ ფოტოგრაფიის შესწავლა, ხედავენ და აწუხებთ ეს პრობლემა.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
საზოგადოების მხარდაჭერას მივიღებთ, სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება/გაძლიერება. მედია დაინტერესდება და შემდგომშიც გააშუქებს ამ პრობლემას. მუნიციპალიტეტი დაინახავს პრობლემას და მის გადაჭრას შეეცდება, უფრო ეფექტურ გზებს გამოიყენებს.სოციალურ ცვლილებებს შეუწყობს ხელს
ფოტოგრაფია, როგორც იარაღი სოციალური და კულტურული ცვლილებებისთვის,როგორც პლატფორმა მწვავე და მტკინვეული თემების გასაშიშვლებლად. მოსწავლეები საკუთარი გადაღებული ფოტოებით შეძლებენ ქუჩის მიუსაფარი ცხოველების პრობლემების აღწერას და საზოგადოების და მთლიანი თემის ყურადღებას მიაპყრობენ ამ პრობლემაზე.
ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეთა მონაწილეობა ჩანს სრულად. შეესაბამება პროგრამის მიზნებს. ბიუჯეტი არ აქვთ წარმოდგენილი შესაბამის ფორმაში, ძალიან გაურკვეველია(((((((((
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Marine
დეკემბერი 4, 2024 | 3:29 pmძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეთა მონაწილეობა ჩანს სრულად. შეესაბამება პროგრამის მიზნებს. ბიუჯეტი არ აქვთ წარმოდგენილი შესაბამის ფორმაში, ძალიან გაურკვეველია(((((((((