Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "ისწავლე დროული რეაგირება!"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ნინი ბაუჟაძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ნინი ბაუჟაძე, მოსწავლე
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-07-22
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ლეღვა
    • მობილური ტელეფონი
      557534344
    • ელექტრონული ფოსტა
      ninibauzhadze@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ნინი ბაუჟაძე-მოსწავლე, ღონისძიებების ორგანიზება, დადეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      450
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      სხვა
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება და გაიზარდოს ჩართულობა ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება დახმარებას, უსაფრთხოებას, პირველადი დახმარების მნიშვნელობას და ა.შ. ასევე მიზნებში შედის ისიც, რომ ვისწავლოთ დროული რეაგირება და დახმარებისთვის მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში. რადგანაც დღეისთვის ბევრი ისეთი შემთხვევა ხდება, რომლის დროსაც ამ ყველაფრის ცოდნა გვჭირდება, უნდა განვვითარდეთ არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც. უმთავრესია ასევე ისიც, რომ პროექტი არ იქნება ერთჯერადი და განსახორციელებელი ღონისძიებებით მივიღებთ მდგრადი სახის პროექტს, რომელიც არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილისთვის. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან, როგორც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ასევე სპეციალური პროფესიის მქონე პირები, რომლებთანაც გავივლით პრაქტიკას პირველადი დახმარების შესახებ და ვისწავლით, როგორ შევქმნათ უსაფრთხო გარემო საგანგებო სიტუაციების დროს. ე.ი. პირველადი დახმარების უნარების და საგანგებო სიტუაციების მართვის ცოდნის განვითარება, რათა  შევძლოთ სწრაფი და ეფექტური რეაგირება სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში.ეს ყველაფერი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ:

      1.თემში/ საზოგადოებაში პირველადი დახმარების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
      2. საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირების უნარის განვითარება.
      3.  პირველადი დახმარების აღმოჩენის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარების პრაქტიკული სწავლება.
      4.  უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა საგანგებო შემთხვევებში და სხვა.

       

    • მოსალოდნელი შედეგები

      ვფიქრობ, პროექტის განხორციელების შედეგად მივიღებთ გამოცდილებასა და ცოდნას, რომლის გამოყენებაც შეგვეძლება საჭირო მომენტში. გაიზრდება ცნობიერება თემში და ადამიანები გაიაზრებენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ქმედებებს რთულ მომენტებში. პროქტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ღონისძიებების შედეგად მივიღებთ გრძელვადიან, მდგრად პროექტს, რომელიც მოსახლეობას მისცემს ინფორმაციას ამ საკითხების შესახებ. პროექტი ხელს შეუწყობს თემების უსაფრთხო გარემოს შექმნას და საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის ამაღლებას.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      რეალურად, ყოველთვის რთულია რეაგირება ისეთ მომენტებში, როცა ხედავ, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა დაეხმარო და ამისთვის არც ცოდნა გაგაჩნია და არც პრაქტიკული გამოცდილება და არც არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ მსგავსი შემთხვევა ნებისმიერ მომენტში არ შეიძლება მოხდეს,  შესაბამისად, ამ დროს თითოეული წუთი უმნიშვნელოვანესია. მზადყოფნა პირველადი დახმარების ან რაღაც სამსახურის გაწევის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა, თუმცა როგორ შეიძლება მოიქცე, როცა არც აღჭურვილობა გაქვს და არც საჭირო ნივთები  ამის გასაკეთებლად? სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ საზოგადოებაში მსგავსი საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ეს არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ თეორიული ცოდნით, არამედ ამ საკითხში განვვითარდეთ პრაქტიკულადაც. პროექტის ემსახურება იმ მიზანს, რომ ვისწავლოთ როგორ მოვიქცეთ რთულ და საპასუხისმგებლო მომენტებში.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      მიზნის მისაღწევად რამდენიმე ღონისძიების განხორციელებას ვგეგმავთ:

      პირველადი დახმარების ტრენინგები,

      საგანგებო სიტუაციების სიმულაციები( ანუ  აჩვენებენ, როგორ უნდა იმოქმედონ ამ სიტუაციებში, როგორ მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები, როგორ გამოიყენონ უსაფრთხოების საშუალებები და ა.შ.)

      ასევე დაიგეგმება მოსწავლეთა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ოფისში.

       

      საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის თამაში( მოსწავლეები წარუდგებიან სიმულირებულ სიტუაციებს, სადაც მათ დაევალებათ საგანგებო სიტუაციების მართვა ჯგუფურად. მიზანი იქნება მოსწავლეების გადამზადება იმ სიტუაციებში, სადაც საჭიროა სწრაფი და ეფექტური გუნდი.)

      პროექტის ფარგლებში შევძლებთ სპეციალური პროფესიის მქონე პირებთან პრაქტიკის გავლას გადაუდებელი დახმარების შესახებ და ვისწავლით, როგორ უნდა მოვიქცეთ საჭიროების შემთხვევაში,

      ასევე თავად მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის ცოდნა, ჩვენს თემს პრეზენტაციის სახით გააცნობენ სხვადასხვა საკითხს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როცა საგანგებო სიტუაციაა და აუცილებელია დროული რეაგირება.

      დამზადდება პოსტერები და ბუკლეტები, რომლებსაც დავარიგებთ და პარალელურად მოკლედ გავაცნობთ საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების მნიშვნელობას.

      პირველადი დახმარების აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა ( განთავსდება სპეციალური პირველადი დახმარების ყუთები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო აღჭურვილობას).

       

      შეიქმნება სპეციალური გვერდი, რომელზეც განთავსებული იქნება ინფორმაცია ტექსტის, ფოტო თუ ვიდეომასალისა და ლინკების სახით. სწორედ, ამიტომაც პროექტი იქნება მდგრადი და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ინფორმაცია მიიღოს ამ სახით, არამარტო ჩვენს სოფელში, არამედ ნებისმიერი ადგილიდან.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      პროექტისთვის საჭირო რესურსები:

      პირველადი დახმარების აღჭურვილობა ( რომელიც განთავსდება თემში არსებულ ამბულატორიაში), საგანგებო სიტუაციების სიმულატორები ( როგორიცაა დავუშვათ წითელი ხაზი, დაშავებული პირის ფიგურები და სხვა აღჭურვილობა).

      დამატებითი მასალები:

      ვიდეო რესურსები, სახელმძღვანელოები, ბუკლეტები, რომლებიც აღწერენ პირველადი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის პრინციპებს.

      ტრანსპორტირება

    • პროექტის პარტნიორები

      USAID- სამოქალაქო განათლების პროგრამა

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის განხორციელებით სარგებელს მიიღებენ როგორც მოსწავლეები, ისე მთლიანად თემი და ზოგადად ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის შესახებ ინფორმაციით.  პროექტის  განხორციელების საფუძველზე ვისწავლით, როგორ ვმართოთ კრიტიკული სიტუაცია და ამით გავზრდით უსაფრთხოების დონეს თემში.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      პედაგოგები- 20, მოსწავლეები-300, მშობლები-100-200, თემის მოსახლეობა და ა.შ.

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1. პროექტის თანამშრომლების ნაკლებობა ან არასაკმარისი გამოცდილება

      თავიდან აცილების გზა: პარტნიორობა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან, სასწრაფო დახმარების სამსახურთან ან ექიმებთან, რომლებიც მზად იქნებიან ტრენინგებში მონაწილეობისთვის.

      2. მოტივაციის და აქტივობის ნაკლებობა

      თავიდან აცილების გზა: მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება: მაგალითად, გუნდური მუშაობა, ვიქტორინები, სიმულაციები და კონკურსები.

      3. არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა

      თავიდან აცილების გზა: განათლებისა და სამედიცინო სფეროების სფეროებში დაკავშირებული ორგანიზაციებისაგან დახმარება.

      4. ნაკლები მონაწილეობის და ჩართულობის დონე საზოგადოების მხრიდან

      თავიდან აცილების გზა: სკოლის დირექტორისა და პედაგოგების ჩართულობის სტიმულირება, რათა ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელებაში.
      სკოლის მასშტაბით ცნობიერების ამაღლება (ბუკლეტებით, პოსტერებით, საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან და მოსწავლეებთან).
      პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რათა რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება.

      5. პროექტის დროულად განხორციელების პრობლემა (ხანგრძლივი მომზადება)

      თავიდან აცილების გზა: დროის მკაცრი დაგეგმვა და ეტაპობრივი შეფასება.
      ყველა აქტივობისთვის დეტალური გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს სამუშაოს განაწილებას და კონკრეტულ ვადებს.
      საჭირო რესურსების, აღჭურვილობის და მონაწილეთა შერჩევის წინასწარი დაგეგმვა.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტი მიზნად ისახავს  ინფორმირებულობის ამაღლებას, რათა ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის. ის ხელს შეუწყობს მომავალი თაობის უფრო პასუხისმგებლიან და გაწონასწორებულ ლიდერებად აღზრდას, რომლებიც შეძლებენ უპრობლემოდ მართონ კრიზისული სიტუაციები, შესაბამისად, მივიღებთ მდგრადი სახის პროექტს,რასაც ხელს შეუწყობს ის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება და ეს მოიცავს არამარტო სკოლებსა და თემს, არამედ მთლიანად საზოგადოებას.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti.pdf1_.pdf
    • რეგიონი
      აჭარა
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტი განხორციელდება იმ მიზნით, რომ ვისწავლოთ როგორ ვმართოთ საგანგებო სიტუაციები და შევძლოთ დროული რეაგირება საჭირო მომენტში, პროექტი მოიცავს მთლიანად თემის ჩართულობას და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    მდებარეობა რუკაზე
    • Kobuleti Municipality, Autonomous Republic of Adjara, 6200, Georgia

      მიმართულება
    • მარიამ ტარიელაძე
      დეკემბერი 4, 2024 | 3:47 pm

      პროექტის ფარგლებში გათვალსიწინებული აქტივოვებები პასუხობს პროექტის მიზანს, პროექტი პასუხობს საკონკურსო თემას, აქტივობები მრავალფეროვანია. პროექტის ფარგელბში გათვალსიწინებულია თანამშრომლობა წითელ ჯვართან თუმცა პროექტის განაცხადში მოსწვლეს აღნიშვნა გამორჩა. მოსწავლე არის აქტიური და შეძლებს პროექტის წარმატებით განხორციელებას

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - თეორია და პრაქტიკა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს!

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    გამოუვალი მდგომარეობა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...