ანა უღრელიძე - მოსწავლე - პროექტის ავტორი;
ქეთევან გოლიაძე - მოსწავლე - ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
თაკო რომანაძე - მოსწავლე - სიმულაციური სწავლების დაგეგმვის ხელშეწყობა;
ქეთი მაისურაძე - მოსწავლე - ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
დიმიტრი ცენტერაძე - მოსწავლე - სკოლაში ინფორმაციის გავრცელება; ტრანსპორტირების საკითხების მოგვარება;
მანანა დათუნაშვილი - სკოლის დირექტორის მოადგილე- სასწავლო ცხრილების მორგება მოწვეულ სპეციალისტების შეხვედრების გასამართავად;
თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა რთული სიტუაციების დროს დროული და ეფექტური გამოსავლის პოვნა; სწორი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი და სხვების სიცოცხლის და უსაფრთხოების შენარჩუნება. პროექტის მიზანია მოსწავლეებში, სათემო საზოგადოებაში საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო უნარების განვითარება;
პროექტის განხორციელებისას დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; ასევე დაგეგმილია მოსწავლეთა ერთობლივი ვიზიტები შესაბამის დაწესებულებებში; წითელი ჯვრის რეგიონალურ ორგანიზაციაში, სადაც ადგილზე გასვლით მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება საგანგებო სიტუაციებში საჭირო დროული ქმედებებისთვის; პროექტი ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა , მშობელთა და ზოგადად თემის ჩართულობას ამ მეტად მნიშვნელოვან აქტივობებში; დაგეგმილია სიმულაციების და წვრთნების მოკლე პრაქტიკული კურსის ჩატარება.
პროექტის დასასრულსმოსწავლეები, საზოგადოება იქნება აღჭურვილი საჭირო ცოდნითა და უნარებით რთულ სიტუაციებში დროული და აუცილებელი ქმედებების განსახორციელებლად.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ რთულ და დაუგეგმავ სიტუაციებში გონივრული და აუცილებელი ქმედებების უნარ-ჩვევები, მათ ექნებათ სრული ინფორმაცია თუ რა პირველადი ნაბიჯები უნდა გადადგას ასეთ სიტუაციებში ადამიანმა, რომ იზრუნოს საკუთარ და სხვათა უსაფრთხოებაზე; მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ისინი გაუზიარებენ თანატოლებს და საკუთარი თემის წარმომადგენლებს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები.
საგანგებო სიტუაცია დაუგეგმავი და მოულოდნელი მოვლენაა, რომელიც ნებისმიერ დროს და გარემოში შეიძლება განვითარდეს. მაგ. მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა. განსაკუთრებით საშიშ და საფრთხისშემცველი ვითარება იქმნება. საგანგებო სიტუაციაში შესაძლოა მოულოდნელად ერთი არასრულწლოვანი ან მათი ჯგუფი აღმოჩნდნეს და მათმა სწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ქცევამ შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იხსნას. მოსწავლეებსა და თემში ჩატარებული კვლევა და გამოკითხვები ადასტურებს, რომ ადამიანებს არ აქვთ სრულლყოფილი ინფორმაცია რთულ სიტუაციებში საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად ან ვერ ახერხებენ სრულად და დროულად ადაპტაციას, რომ მართონ საკუთარი და სხვათა ქცევა. ეს კი იწვევს დაბნეულობას, შიშს, პანიკას. ამდენად პროექტის აქტივობები ამ საკითხებზეა ორიენტირებული.
1. ჩატარდება დღის ბანაკი სადაც ჩაგვიტარდება ტრენინგი პირველადი გადაუდებელი დამხარების შესახებმ ბანაკის ფარგლებში ვეწვევბით წითელი ჯვრის რეგიონალურ ორგანიზაციას რომელიც პრაქტიკულად გვაჩევენბს თუ როგორ უნდ ავიმოქმდოთ გადაუდებელი სიტუაცების დროს, როგორ აღმოვუჩინოთ ადამიანს პირველადი დამხარება.
2. თანასწორგანმანათლებლები ჩავატარებთ სიანფორმაციო შეხვერდებს მოსწვალეებსა და თემში
3.მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მოსწავლეებისა სათემო საზოგადოებისთვის გაზიარების მიზნით დაიბეჭდება და გავრცელდება საინფომაციო ფლაერები, აღნიშნულ პროცესში მოსწავლეებს დაეხმარებათ რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია.
4. მოვამზადეთ ონლაინ საინფორმაციო პოსტერებს და განვათავსებთ ფეისბუქ გვერდზე
მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის საჭირო იქნება სატრანსპორტო ხარჯები;
ინფორმაციის გასავრცელებლად მოსწავლეებში საჭირო იქნება საინფორმაციო ფლაერების დამზადება და დაბეჭდვა;
დღიუს ბანაკის ფარგლებში მოსწვალეების კვება
მოსწვალეთა ტრანსპორტირებას ქობულეთიდან ბათუმში წითელი ჯვრის ოფისში ვიზიტის მიზნით
წითელი ჯვარი
სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები; მშობლები; სწავლება ჩაუტარდება IX-X კლასის მოსწავლეებს (ჯამში 50 მოსწავლე) და 10 მშობელი
50 მოსწავლე
10 მშობელი
თეორიული სასწავლო კურსის ჩატარების შემდეგ შესაძლოა გაგვიჭირდეს სასწავლო პრაქტიკული სიმულაციური კურსის ჩასატარებლად საჭირო ნივთების პოვნა.
ასეთ შემთხვევაში დაგვეხმარება შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მოსწავლეთა მშობლები.. პროექტის მსვლელობისას მოხდება შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება და შესაბამის სასწავლო ინფორმაციასთან ერთად დაიბეჭდება საინფორმაციო ფლაერების სახით. მოხდება სკოლის მოსწავლეებისთვის მათი დარიგება. მოსწავლეები დაბალ კლასებშიც ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას.
პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოსწავლეები გაუზიარებენ თანატოლებს, დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს, მოაწყობენ პროექტის შემაჯამებელ საინფორმაციო შეხვედრას და პრეზენტაციას.
ჩვენს ირგვლივ ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს გაუთვალისწინებელი ბუნებისგან ან დაუდევრობით წარმოქმნილი რთული სიტუაციები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სწორი მოქმედებებით ასეთ სიტუაციებში იხსნას საკუთრი და სხვათ უსაფრთხოება და სიცოცხლე. პროექტი სწორედ ასეთი ჩვევების და ცოდნის გავრცელებაზეა ორიენტირებული.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში და სათემო საზოგადოებაში საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო უნარების განვითარება; პროექტის განხორციელებისას დაგეგმილია თანამშრომლობა წითელი ჯვრის წარმომადგენელთან.
კომენტარის დამატება