პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ანასტასია მდინარაძე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-11-11
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ჯვარცხმა,ჩოხატაური,გურია
მობილური ტელეფონი
595041174
ელექტრონული ფოსტა
tasomdinaradze@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ანასტასია მდინარაძე-ხელმძღვანელი, მოსწავლე
ანამარია სანიკიძე-მოსწავლე, განმხორციელებელი, ბენეფიციარებთან ურთიერთობა
ელენე მეფარიშვილი-მოსწავლე, აქტივობათა ორგანიზატორი
ნინო მიქაშავიძე-მოსწავლე, პარტნიორებთან ურთიერთობა, ორგანიზება
ლიზი ბერაძე-მოსწავლე, საჭირო ნივთების აღჭურვა
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია 14-18 წლის მოზარდთა შორის პირველადი დახმარების უნარების განვითარება და საგანგებო სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების სწავლება. აღნიშული მიზნად ისახავს მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია, როგორც ინდივიდუალური უსაფრთხოებისთვის, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პროექტის მეშვეობით მოზარდები შეიძენენ საჭირო უნარებს, რათა საგანგებო სიტუაციების დროს მოახდინონ რეაგირება. ჩანაფიქრი უზრუნველყოფს მოზარდებისთვის, როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარების მიცემას იმ საკითხებზე, როგორ უნდა მოიქცნენ საფრთხის შემთხვევაში, როგორ მოახდინონ პირველადი დახმარება და როგორ ჰქონდეთ დროული რეაგირება, რათა მინიმალურად შეამცირონ საფრთხე მათ გარშემო.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი შედეგები:
1.პირველადი დახმარების უნარების განვითარების გაზრდა და მონაწილეთა მზაობა საგანგებო სიტუაციებში: პროექტის განხორციელების შემდეგ, 14-18 წლის მონაწილეები მიიღებენ საჭირო ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, თუ როგორ შეძლონ საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი და ეფექტური მოქმედება და საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (როგორიცაა ჭრილობის დამუშავება, ცეცხლმაქრის გამოყენება, მკურნალობა მოტეხილობებზე და სხვა.)
2.ჯგუფური თანამშრომლობისა და კრეატიულობის გაძლიერება: თამაში „უპასუხე გამოწვევებს“ და სხვა აქტივობები ხელს შეუწყობს მონაწილეების გუნდურ მუშაობას, რაც მათ საშუალებას მისცემს რეალურ საგანგებო სიტუაციებში უკეთესად ითანამშრომლონ გუნდთან და მიიღონ დროული გადაწყვეტილებები.
3.გუნდური შეფასება და პრიზების გადაცემის შედეგები:
პროექტის დასასრულს მონაწილეები მიიღებენ პრიზებს და მოტივაციას, რაც გააძლიერებს მათ დაინტერესებასა და პირველადი დახმარების სწავლის სურვილს.
მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები (გუნდურობა, დროულობა და ცოდნის გამოყენება) დაგვანახებს, რამდენად წარმატებით გაიარა პროექტმა თავისი მიზნები.
გრძელვადიანი შედეგები:
1.საგანგებო სიტუაციებში შემდგომი რეაგირების უნარების გაუმჯობესება
2. ლიდერული უნარების განვითარება: პროექტის მონაწილეები, რომლებიც შეიძენენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, შეძლებენ გაავრცელონ სწორი ინფორმაცია თანატოლებში და საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ, რაც გააძლიერებს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ აქტივობებში და რაც გაზრდის მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
3.გენდერული თანასწორობა; ასევე ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობას, რადგან მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბიჭები, ისე გოგონები რაც გაზრდის მათ საზოგადოებრივ ცნობიერებას.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
გურიაში არსებობს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების ნაკლებად განვითარებულ ცოდნას. დიდი ნაწილი მოსახლეობის, განსაკუთრებით 14-18 წლის ახალგაზრდები, არ ფლობენ საჭირო უნარებს, რომ ეფექტურად მოახდინონ რეაგირება საგანგებო შემთხვევებში. ეს ზრდის რისკებს და საფთხის ქვეშ აგდებს საზოგადოებრივ უსაფთხოებას. პირველადი დახმარების საფუძვლები კი ბევრისთვის უცნობია, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს უარყოფითი შედეგები. გარდა ამისა, არსებობს მონაწილეთა აქტიური და ეფექტური სწავლების ნაკლებობა, რაც აუცილებელია ამ ასაკობრივ ჯგუფში. პროექტი, რომლის მიზანია პირველადი დახმარების და საგანგებო სიტუაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ პრობლემას მოაგვარებს თავისი ინტერაქტიული ფორმატით შეძლებს ახალგაზრდებში საჭირო უნარების განვითარებას.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
2. საინფორმაციო კამპანია-პოსტერების შექმნა და გავრცელება სოციალური ქსელის საშუალებით.
3. ინტერაქტიული ტრენინგი-თემაზე „პირველადი დახმარების საფუძვლები და საგანგებო სიტუაციებში რეაგირება“-ტრენინგს ჩაატარებს მოწვეული ტრენერი ვახტანგ ოსეფაიშვილი (საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტი).
4. ექიმის მოწვევა, რომელიც ჩაატარებს ტრენინგსა და სიმულაციას, საგანგებო სიტუაციებში, თუ როგორ შეიძლება დროულმა სამედიცინო დახმარებამ და სწორმა ქმედებებმა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. აღნიშნულ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ პრაქტიკაში.
5. გასვლითი ვიზიტი ბუნებაში, დაცულ ტერიტორიაზე ადგილობრივ თემში, სადაც მოხდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აქტივობები; თამაში: „უპასუხე გამოწვევებს“ მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ ტრენინგზე შესწავლილი სამედიცინო და სამაშველო ცოდნა. ადაპტირება ბუნებაში (კარავის აწყობა, საკვების მოპოვება და სხვა)
მონაწილეები შეფასდებიან სხვადასხვა კრიტერიუმებით და მოგებულ გუნდს გადაეცემა სიმბოლური პრიზები. პროცესში ჩართული იქნება მოხალისე პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. პედაგოგთა ჩართვა მოხდება არასამუშაო საათებში.
6. მონიტორინგი-პოსტ კვლევა
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
1.საგანმანათლებლო და საგანგებო სიტუაციების მართვის მასალები: მულაჟი და სხვა აღჭურვილობა (ცეცხლმაქრი, კარავი) აუცილებელია, რათა ბავშვებს პრაქტიკული უნარები და ცოდნა მიეცეთ საგანგებო სიტუაციებში რეაგირების და პირველადი დახმარების შესახებ. ფლიპჩარტები, მარკერები, ფურცლები: საჭირო იქნება ტრენინგების დროს მონაწილეების ცნობიერების ამაღლების და მასალების დასაწერად.
2. თამაშები და აქტივობები:
ჯგუფური თამაშები (პრიზები, აქტივობები): განაპირობებს მოტივაციას და გუნდურ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში ეფექტური და სწრაფი რეაგირებისთვის.
3. კვება და სასმელები:
წყალი, ხილი, სნექი საჭიროა, რომ მონაწილეები მიიღონ ენერგია
პროექტის პარტნიორები
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ სამედიცინო სფეროს მუშაკთან (ექიმი) და საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტთან.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან-14-18 წლის მოზარდები
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პროექტისა და მისი აქტივობების განხორციელებისთვის საჭიროა სულ მცირე 60 მონაწილე (მოვიაზრებთ უფრო მეტ ახალგაზრდასაც, დაინტერესებიდან გამომდინარე).
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ახალგაზრდების ჩართვა აღნიშნულ პროცესში;
განსაზღვრულ ვადებში პროექტის სისრულეში მოყვანა, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ამინდის, სივრცის პოვნისა და სხვა რისკის გათვალისწინებით
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის მდგრადობა პირველ რიგში გულისხმობს გადაუდებელ სიტუაციაში რეაგირებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას, რომელსაც მოსწავლე მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებს. საინფორმაციო კამპანიის ეტაპზე შექმნილი რესურსების პარალელურად შეიქმნება საგანმანათლებლო რესურსები აღნიშნული მიმართულებით (ძირითადად ციფრული კონტენტი). შესაბამისად საზოგადოების ცოდნა და მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციებში იქნება შესაბამისი. შესაძლებელია განმახორციელებელმა ჯგუფმა პროექტის დასრულების შემდეგ გაუზიაროს მიღებული ცოდნა სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდების ჯგუფებს.
პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანატოლებს დავეხმაროთ პირველადი დახმარებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებასა და საგანგებო სიტუაციებში სწრაფი, ეფექტური რეაგირების სწავლებაში. სწავლება იქნება, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული.
პროექტის მიზანია პირველადი დახმარების უნარების განვითარების გაზრდა და მონაწილეთა მზაობა საგანგებო სიტუაციებში: იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს და პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს, დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორთან.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ქეთი გობრონიძე
დეკემბერი 6, 2024 | 7:13 pmპროექტის მიზანია პირველადი დახმარების უნარების განვითარების გაზრდა და მონაწილეთა მზაობა საგანგებო სიტუაციებში: იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს და პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს, დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორთან.