პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ნია აბულაძე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2010-12-03
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
თემქა XI მ|რ, IIკვ. კორპ-34
მობილური ტელეფონი
599986430
ელექტრონული ფოსტა
abuladze.nia7@students.gov.ge
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ნია აბულაძე თბილისის 142-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მომსწავლე.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
450
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
ქუჩის მხატვრობის ხელშეწყობა, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსწავლეებმა გამოხატონ თავისი პოზიცია ცხოვრების, სოციალური- ეკონომიკური პრობლელემების შესახებ და თავიანთი იდეები კედლებზე გადაიტანონ. გვინდა პრობლემების ფერადი და მნახველისათვის გასაგები ენით გადმოცემა. რათა შეიქმნას ურბანული გალერეა, რომლის დათვალიერებაც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მოსალოდნელი შედეგები
მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ბევრი ხელოვანი მოსწავლის აღმოჩენას, ქუჩის ხელოვნებით მეტი ადამიანის დაინტერესებას, თბილისის მასშტაბით კიდევ მრავალი გამორჩეული კედლის შექმნას და ხმის მიწვდენას საზოგადოებისთვის.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
პრობლემა თაბაშირჩამორეცხილი ნაცრისფერი ბლოკების დგას ჩვენს დასახლებაში, გვინდა ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კედლის მხატვრობით, ჩვენი შექმნილი ფოტოებით დავამტკიცოდ, რომ მოხატული კედლის დანახვა ბევრად სასიამოვნოა და ესთეტიური. გვსურს შევცვალოთ ჩვენი დასახლების იერსახე, მოვხატოთ ფერადი და თბილი ფერებით. ქუჩის მხატვრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ხელოვნების ცალკე მიმართულებად გადაიქცა, ურბანიზაციის ყველაზე საინტერესო კულტურაა, რომელიც თვალისმომჭრელი ფერებითა და ნახატებით გვესაუბრება. ასევე გვინდა აღმოვაჩინოთ მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესდება მხატვრობით და გადმოსცემს მნიშვნელოვანი სათქმელს.ჩვენი მიზანია ხელოვნების მხარდაჭერა და ჩვენი წვლილის შეტანა. ქუჩის ხელოვნებაში ყველაზე კარგი ისაა, რომ ნამუშევრის ნახვა და მისი სათქმელის მოსმენა ნებისმიერ გამვლელს შუძლია.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
ღონისძიებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში არის შენდეგი:
1. პრე ტესტი/გამოკითხვა თემატიკის შერჩევის მიზნით (სკოლა და თემი) .
2. სასკოლო კონკურსი-პოსტერების შექმნა.
3. სკოლის 1 კედლის მოხატვა.
4. ადგილობრივ გამგეობასთან(მერიასთან) თანამშრომლობა.
5. დასახლებაში თავისუფალი კედლების შერჩევა.
6. კედლების მოხატვა (თემატურად).
7. დასახლებაში არსებული სხვადასხვა სკოლების ჩართვა მიმდინარე პროცესში.
8. პოსტ ტესტი/გამოკითხვა შედეგების გაანალიზება.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ჩვენ პროექტის განსახორციელებლად გვჭირდება საღებავი სპრეის ხელსაკიდი, გრაფიტის საღებავები, ხელთათმანები და პირბადეები.
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ ადგილობრივ გამგეობასთან, მერიასთან კედლის მხატვრობის ნებართვასთან დაკავშირებით.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სკოლის საზოგადოება და თემქის დასახლება.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
სარგებელს მიიღებს 6 პედაგოგი; 30 მოსწავლე; 60 მშობელი; აქედან ეროვნული უმცირესობები 10 და თემქის დასახლების მოსახლეობა.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ყველაზე დიდი რისკი ჩვენთვის იქნება ნებართვაზე უარის მიღება, თუმცა შევეცდებით დავწეროთ სამოტივაციო წერილი და სწორად მივიტანოთ ადრესატამდე ჩვენი სათქმელი.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
დაფინანსების შემთხვევაში ჩვენ გვექნება მეტი მოტივაცია გავაგრძელოთ დაწყებული საქმე. მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა ფესტივალებსა და ქუჩის ხელოვნების მოძრაობაში და შევქმნით ქალაქის დასამახსოვრებელ იერსახეს. (შეუერთდებით თბილისის მერიის ინიციატივას).
პროექტის მიზანია მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ ჩვევების გამოვლენა. პროექტის გეგმაში გაწერილია კედლის მოხატვა, რაზეც ნებართვებია საჭირო. ამ ეტაპზე ასეთი აქტივობების გაკეთება შეუძლებელია
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 8, 2024 | 2:04 pmპროექტის მიზანია მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ ჩვევების გამოვლენა. პროექტის გეგმაში გაწერილია კედლის მოხატვა, რაზეც ნებართვებია საჭირო. ამ ეტაპზე ასეთი აქტივობების გაკეთება შეუძლებელია