1. ანი ბუკია - სკოლის დირექტორი, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა
2.ლიზა ფარულავა - პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობების და სამუშაოების ფასილიტაცია, ხელმძღვანელობა
3.ლიზი ტურავა - აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება
4.ანასტასია მიქავა - ინფორმაციის გავრცელება, კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან
5.ნინი ბუკია - მონაწილეების მობილიზება
6.მეგი ქირია- ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფა
ჩვენი პროექტის მიზანია ახალგაზრდებში- ხეთის საჯარო სკოლის მე-7 - მე-12 კლასის მოსწავლეებში ადამიანის უფლებების პოპულარიზება. პროექტის განხროციელების შემდეგ ხეთის საჯარო სკოლის დაახლოებით 120 მოსწავლესა და 30 მასწავლებელს აუმაღლდება ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ, მოსწავლეებს ექნებათ ფაქტობრივი ცოდნა, ექნებათ გამოცდილება სხვადასხვა სახის აქტივობაში მონაწილეობის და ასევე, შექმნილი იქნება ორი ვიდეო რგოლი ადამიანის უფლებების ისტორიისა და უფლებების დარღვევის შესახებ.
პროექტს განახორციელებს ხეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, პროექტის განხორციელება დაიწყება გამარჯვების შემთხვევაში შემდეგი კვირიდან.
პროექტის მოკლევადიანი შედეგი: ცნობიერების ამაღლების აქტივობები, ვიდეო რგოლები, ლექციები.
პროექტის გრძელვადიანი მოსწავლეებს ექნებათ ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ, ასევე, თუ რა სახის ადამიანის უფლებების დარღვევევბი არსებობს და როგორ უნდა აღვკვეთოთ დარღვევები, ვის უნდა მივმართოთ და როგორ მოვიქცეთ.
XXI საუკუნეში ახალგაზრდებში ხშირია ადამიანის და ბავშვთა უფლებების უგულებელყოფა, რის შედეგადაც ხშირია ისეთი ფაქტები, როდესაც ადამიანებს პატივს არ სცემენ მათგან განსხვავებული შეხედულების, გარეგნობის და ცხოვრების სტილის გამო. ეს ყველაფერი კი აყალიბებს არაჯანსაღ გარემოს, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები და ინდივიდებს არ აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი თავი და ისარგებლონ მრავალფეროვანი გარემოთი.
სასკოლო თემშიც ზემოთ აღნიშნული სტერეოტიპების გამო ხშირია ბულინგის შემთხვევები, რაც საბოლოოდ ქმნის ძალადობრივ გარემოს. ხშირად მოსწავლეები ერთმანეთს ჩაგრავენ განსხვავებული ჩაცმის სტილის, შეხედულების და თუნდაც გარეგნობის გამო (ფრეადი თმები და ა.შ)
მიზინის მისაღწევად ჩატარდება ლექცია სემინარები თემაზე: ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, ბულინგი და მისი სახეობები.
ასევე, ფილმის ჩვენება და განხილვა, ვიდეო ჩვენება და განხილვა.
ჩატარდება კონკურსი , რომელიც მოიცავს ანიმაციის/კომიქსის შემნას ადამიანის უფლებების შესახებ.
მომზადდება საინფორმაციო ბუკლეტები.
შევიძენთ ფერად პრინტერს, რომელსაც გამოვიყენებთ ბუკლეტების და სხვა საჭირო მასალის დასამზადებლად. შევიძენთ საკანცელარიო ნივთებს, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის განსახორციელებლად.
პროექტის პარტნიორი იქნება ა(ა)იპ განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური. აღნიშნული ორგანიზაციის ახალგაზრდული მუშაკი დაგვეხმარება ლექცია სემინარების გამართვაში, ასევე ორგანიზაცია დასკვნითი ღონისძიების გასამართად დაგვითობს ფართს.
ხეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, საერთო რაოდენობა 200.
მოსწავლლები-120
მასწავლებლები-30
მშობელი-50
რისკი - ახლაგაზრდების ნაკლები ჩართულობა. გადაჭრის გზა: დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათი ინიციატივების გათვალისწინება.
ანიმაციის კონკურსის ჩაშლა- ტექნიკური უზრუნველყოფა, სკოლის ადმინისტრაცია დაუთმობს სივრცეს და საჭირო ტექნიკას მოსწავლეებს.
პროექტის მდგრადობა გამოიხატება იმაში, რომ პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები არიან სკოლის თვითმმართველობის წევრები და ქმნიან კლუბს, რომელიც აქტიურად იმუშავებს ადამიანის უფლებების პოპულარიზაციის მიმართულებით და მთელი წლის მანძილზე განახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. ასევე, მოეწყობა სკოლის კედელზე სტენსილი, მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატი ადამიანის უფელების შესახებ და აღნიშნულ სტენსილზე განთავსდება დონორი ორგანიზაციის ლოგო.
პროექტი ეხება ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას ხეთის საჯარო სკოლაში.
კომენტარის დამატება