1. ვებ-გვერდის შექმნა. ამ ვებ-გვერდზე პასუხისმგებელი არის მარიამ ყაჭეიშვილი, ბექა გურასაშვილი, მარიამ ტუხაშვილი და თაია ლობჯანიძე, 9 კლასის მოსწავლეები.
2. ტრენინგების ჩატარება. პასუხისმგებელი პირები: ნანუკა გოგიაშვილი, 9 კლასის მოსწავლე ლელა კაპანაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
1. მიზანი: პროექტის მიზანია, ავამაღლოთ რუსთავის მოსწავლეების (8-12 კლასი) ცნობიერება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. მათთვის ისეთი უნარების გამომუშავება, რითიც შეძლებენ საკუთარ და სხვის უფლებების დაცვას.
2. შედეგი: ამაღლდება უფროსკლასელების ცნობიერება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. გამოუმუშავდებათ ისეთი უნარები, რით შეძლებენ საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას.
1. მოკლევადიანი: ტრენინგებზე მიიღებენ გამოცდილებას და ცოდნას, მიიღებენ აქტივობებში მონაწილეობას, რაც დაეხმარებათ უნარების გამომუშავებაში.
2. გრძელვადიანი: ტრენინგების დამთავრების შემდეგაც, მუდმივად გამოადგებათ მიღებული ცოდნა, უპირველეს ყოვლისა საკუთარი და ახლობლების უფლებების დასაცავად.
ხშირია შემთხვევა ჩვენს ირგვლივ, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები და არ მოყვება არანაირი რეაგირება. უმეტეს წილად არის შემთხვევები, როდესაც ირღვევა ადამიანის უფლება, ხოლო თვითონ ამას ვერც კი ხვდებიან, თუ ხვდებიან, არ იციან თუ როგორ დაიცვან თავი.
1. შეიქმნება ვებ-გვერდი სოციალურ ქსელეში. სადაც აიტვირთება მომავალი ტრენინგების ჩატარების განრიგები. (ტრენინგის თემატიკა, ადგილი, დრო, რეგისტრაცია) აიტვირთება ტრენინგებიდან ფოტო და ვიდეო მასალა. აიტვირთება მასალა სატრენინგო და/ან სხვა მსგავს თემებზე.
2. ჩატარდება 4 ტრენინგი სხვადასხვა თემაზე. (ადამიანის უფლებების შესახებ). თითო ტრენინგს დაესწრება მინ. 15 ადამიანი.
მოთხოვნილი ნივთი: ლეპტოპი, რათა შევძლოთ ვებ-გვერდის შექმნა და ადმინისტრირება. საკანცელარიო მასალა - ტრენინგებისთვის.
ვაპირებთ ვითანამშომრომლოთ “სიქასთან”. მათი მხარდაჭერა გამოხატული იქნება ლექციების ჩასატარებლად გამოყოფილი ფართით და საჭირო მასალით. (ეს იქნება ტელევიზორი, საკანცელარიო მასალა და ა.შ.)
ბენეფიციარები: რუსთავის უფროსკლასელები.
უფროსკლასელები - 100.
შესაძლო რისკი: ტრენინგზე დასწრების მსურველებს არ ჰქონდეთ საკმარისი დრო მოსასვლელად.
გადაჭრის გზა: შეხვედრა ჩატარდება შაბათ-კვირას.
პროექტის დასრულების შემდეგაც, შეგვეძლება გავაგრძელოთ ვებ-გვერდის ადმინისტრირება და გაგრძელდეს საინტერესო შეხვედრები.
შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც განთავსდება ტრენინგის ჩატარების განრიგი, შემდგომ ტრენინგების ფოტო და ვიდეო მასალა.
კომენტარის დამატება