პროექტის ფასილიტატორი: ნაზი ბახტურიძე
პროექტის ხელმძღვანელი: ელენე თოფურია
პარტნიორებთან ურთიერთობების კოორდინატორი: ბარბარე კუბლაშვილი
სოციალური მედიის კოორდინატორი: ქეთი ხაჭიპერიძე
საგანმანათლებლო ღირებულება: მოსწავლეები გაეცნობიან ისტორიულ ფიგურებს და გაიღრმავებენ საქართველოს ლიბერალური ტრადიციების გაგებას.
კულტურული ცნობიერება: პროექტი გლობალურ აუდიტორიას წარუდგენს ქართულ საზოგადოებაში თავისუფლების ისტორიულ ფესვებს.
ახალგაზრდების თვითგანვითარება: მიიღებენ ღირებულ გამოცდილებას ვიდეოწარმოების, კვლევისა და საჯარო გამოსვლის სფეროში.
გლობალური ქსელი: პროექტს შეუძლია შთააგონოს მსგავსი ინიციატივები USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ქსელში, ხელი შეუწყოს საერთაშორისო დიალოგს ლიბერალურ ღირებულებებზე.
კულტურული და საზოგადოებრივი ცნობიერების გაღრმავება:
• ისტორიული ფიგურების პოპულარიზაცია: პროექტი გააცნობს ფართო საზოგადოებას ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, რომელთა წვლილი ეროვნული ინტერესების დაცვასა და ლიბერალური ღირებულებების განვითარებაში ნაკლებად არის ცნობილი.
• ეროვნული იდენტობის განმტკიცება: პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ქართული კულტურისა და ისტორიის ღრმა გააზრებას და მისი მნიშვნელობის აღქმას გლობალურ კონტექსტში.
გლობალური და საერთაშორისო შედეგები:
• ქართულ-გლობალური დიალოგის გაღრმავება: პროექტი წარადგენს საქართველოს ისტორიასა და ლიბერალური ღირებულებების ტრადიციებს საერთაშორისო აუდიტორიას, რაც ხელს შეუწყობს კულტურულ გაცვლასა და დიალოგს.
• ინსპირაცია სხვა ქვეყნებისთვის: პროექტი შეიძლება გახდეს სამაგალითო მოდელი სხვა ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს გლობალურ ქსელში ლიბერალური ღირებულებების პოპულარიზაციას.
• საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება: მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის USAID-ის ქსელთან, თანამშრომლობას და დიალოგს.
ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა და ხელმისაწვდომობა: პროექტის მასალები, დოკუმენტური ფილმები და სტატია გახდება საჯარო და გამოყენებული იქნება მომავალ თაობებში.
სასწავლო რესურსების შექმნა: პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას სკოლებში როგორც დამატებითი სასწავლო რესურსი.
ახალგაზრდების უნარების განვითარება:
• კვლევითი უნარების გაძლიერება: მონაწილეები შეისწავლიან ისტორიულ წყაროებს, ჩაატარებენ ანალიტიკურ კვლევებს და შეძლებენ მონაცემების სიღრმისეულად დამუშავებას.
• საჯარო გამოსვლის უნარები: პროექტში მონაწილეობა მათ განუვითარებს კომუნიკაციისა და პრეზენტირების უნარებს, რაც მათ გამოადგებათ როგორც პროფესიულ, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
• მულტიმედიური კომპეტენციების განვითარება: ვიდეოწარმოების და მულტიმედიური მასალის შექმნის პროცესში ახალგაზრდები შეიძენენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას.
მიუხედავად მრავალი საინფორმაციო კამპანიის თუ სკოლებში არსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მათი წვლილის შესახებ, თავისუფლების, კლასიკური ლიბერალიზმის გააზრების, და ზოგადად ეროვნული ინტერესების კუთხით. არსებობენ დამსახურებული ქართველი მოღვაწეები, რომელთა არსებობის, მოღვაწეობის და წვლილის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის.
ყოველივე აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ უფრო ახლოს გავაცნოთ საზოგადოებას, ქართველი საზოგადო მოღვაწეების მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელიც მიზანმიმართულად იქნა ამოღებული ან დამახინჯებული საზოგადოების ცნობიერების რეგრესიისათვის.
სწორედ აქედან გამომდინარეობს პროექტის სახელწოდებაც „აღმოაჩნე, გაიხსენე, გაავრცელე’’.
თბილისის რეგიონის მასშტაბით 50 მონაწილე მონაწილოებას მიიღებს ქართველი ისტორიული მოღვაწეების ბიოგრაფიის და ლიბერალური იდეალების ამსახველი ციტატების მოსაძიებლად. ისინი დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და შესაბამისად შეიქმნება ხუთი ინდივიდვალური ვიდეო და პოსტერი ინგლისურ ენაზე, რომლებიც წარმოაჩენს ამ ციტატებს. ვიდეო და პოსტერები აიტვირთება ფეისბუქის გვერდზე და გავრცელდება სკოლებს, პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვადასხვა არასასკოლო კლუბებს შორის.
გამოწვევის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე გუნდი მოწვეული იქნება ეროვნულ კონფერენციაზე. თითოეული გუნდი წარადგენს თავის ვიდეოებს და პოსტერებს. ჯილდოები გადაეცემა საუკეთესო ვიდეოს/პოსტერს (1-ლი, მე-2, მე-3 ადგილი) გავრცელების და ხილვადობის, მოწონებებისა და კონფერენციაზე ხმების რაოდენობის კომბინაციით.
მაისურები, კალენდრები და სანიშნები, რომლებზეც გამოსახული იქნება გამარჯვებული ციტატები და პლაკატების დიზაინი, დაიბეჭდება ფართო გამოფენისთვის. ეს მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას არასასკოლო კლუბების და მისი პარტნიორების სამომავლო საქმიანობაშიც. პროექტის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან სანდო მედია არხებს, რომ მათ პრაიმ-თაიმის სატელევიზიო შოუში გაშუქდეს პროექტის შედეგები. ტელეწამყვანები ჩაიცვამენ პროექტის მიერ შექმნილ მაისურების, ხოლო მონაწილე გუნდების წარმომადგენლები მოწვეულნი იქნებიან ინტერვიუზე.
მაისურები, კალმები, პლაკატები, კალენდრები, სანიშნები და პრიზები გამარჯვებული გუნდებისთვის.
სასკოლო კლუბების ასოციაცია “სკა”
მონაწილე პირები, მოსწავლეები, მასწავლებლები (მიიღებენ ახალი საგანმანათლებლო მასალას და რესურსებს, რომლებიც გაკვეთილებზე გამოიყენებენ.), საერთაშორისო აუდიტორია (გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას და ლიბერალურ ტრადიციებს და მიეცემათ მოტივაცია თავიანთი კულტურა გააცნონ სხვა ქვეყნებს.)
მოსალოდნელი საერთო რაოდენობა: 600 ადამიანი.
მონაწილე პირები, რაოდენობა: 50 ადამიანი
მოსწავლეები, მოსალოდნელი რაოდენობა: 300 ადამიანი
მასწავლებლები, მოსალოდნელი რაოდენობა: 50 ადამიანი
საერთაშორისო აუდიტორია, მოსალოდნელი რაოდენობა: 200 ადამიანი.
ტექნიკური პრობლემები: ვიდეოწარმოების ან ონლაინ პლატფორმების ტექნიკური ხარვეზები შეიძლება შეაფერხოს პროექტის მიმდინარეობა.
თავიდან აცილების გზები: პროფესიონალი ტექნიკური პერსონალის ჩართვა.რეზერვული ტექნიკის და სერვერების მომზადება.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობები
რისკი: პროექტის თემატიკამ შესაძლოა გარკვეულ ჯგუფებში გაუგებრობა ან პოლიტიკური დაპირისპირება გამოიწვიოს.
თავიდან აცილების გზები: ნეიტრალური და პროფესიული მიდგომის შენარჩუნება. საზოგადოებრივი კომუნიკაციის სტრატეგიის წინასწარ დამუშავება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის წარმოება და მხარდაჭერის მოპოვება.
აქტიური მოქალაქეობის სტიმულირება: უფროს თაობაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში გაიზრდება პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ პროცესებში და მხარი დაუჭირონ ლიბერალურ ღირებულებებს.
პროექტი გააძლიერებს განათლებასა და კულტურულ ცნობიერებას და ახალგაზრდებს მისცემს საჭირო უნარებსა და მოტივაციას, რომ აქტიურად შეუწყონ ხელი ქვეყნის განვითარებას.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები ეროვნულ კონფერენციაზე გამოწვევას გაუკეთებენ კახეთის USAID სამოქალაქო განათლების რეგიონალური ოფისის მოსწავლეებს ისინიც იგივე ფორმით გააკეთებენ იგივე პროექტს და ,,აღმოაჩინე ,გაიხსენე , გაავრცელე’’ გააგრძელებს არსებობას.
აღმოაჩინე, შეიტყვე და გაუზიარე საზოგადოებას ინფორმაცია დამსახურებული ქართველი მოღვაწეებისა და მათი ღვაწლის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის განვითარების გზაზე XX საუკუნის დასაწყისში.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 3, 2024 | 9:45 pmპროექტი მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. მათი ბრძნული გამონათქვამების მოძიებას და გაციფრულებას. განმახორციელებელი მოსწავლეები თანამშრომლობენ უნივერსიტეტებთან და სხვა სკოლის მოსწავლეებთან. შეიქმნება რესურსი და გაზიარდება საზოგადოებაში.
პროექტი უნდა იყოს მხარდაჭერილი