მირანდა ბოლქვაძე - მოსწავლე (ზედამხედველი სოფელ საყდრიონის მონაწილე ახალგაზრდების)
ნია შავაძე - მოსწავლე (ზედამხედველი უშუალოდ წალკის რაიონის მონაწილე ახალგაზრდების)
მარიამ მუშარბაძე - მოსწავლე (ზედამხედველი სოფელ ბეშთაშენის მონაწილე ახალგაზრდების)
ნია დეკანაძე - მოსწავლე (ზედამხედველი უშუალოდ წალკის რაიონის მონაწილე ახალგაზრდების)
სოფიკო თავართქილაძე- ა(ა)იპ წალკის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი,ის გაუწევს განსახორციელებელ ღონისძიებებს ზედამხედველობას.
სოფიკო ქარცივაძე- სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. (მოსწავლეებს გზადაგზა გააცნობს ყველა იმ მოვალეობა-ვალდებულებას და უსაფრთხოების წესებს რაც პროექტის განმავლობაში იქნება საჭირო)
მერიემ ჭელიძე- ა(ა)იპ წალკის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი (დაგვეხმარება ტრენერის მოძიებაში)
თამთა შველიძე- მასწავლებელი (დასკვნითი ღონისძების ორგანიზატორი)
ნინო არძენაძე- ხელოვნებათმცოდნე
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ამავდროულად იმ საქმიანობების პოპულარიზაცია,რომლებიც მეტნაკლებად გამოყენებადია დღესდღეობით,კერძოდ ხელით ქარგვა,ქსოვა,კერვა და მეორადი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა. ასევე მოსწავლეების ინფორმირება მეწარმებაზე და იმაზე თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს პიროვნება მეწარმედ.
მოცემული მიზნის მისაღწევად მოსწავლეები დაამზადებენ ხელით ნაქარგ,ნაქსოვ და შეკერილ ნივთებს,ასევე, ძველ ნივთებს შესძენენ ახალ სიცოცხლეს. გვსურს ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნივთები იყოს გამოსადეგი შემეცნებისთვისაც,რაც გულისმობს ხელნაკეთ ნივთებთან ერთად დავამზადოთ შემეცნებითი რესურსიც,მაგ: ადამიანის აგებულება,მზის სისტემა,მცენარის აგებულება და ა.შ ამ ყველაფერს ჩვენვე შევკერავთ.ასევე დავამზადებთ ხელნაკეთ წიგნის სანიშნეებს,ჩანთებს,ფანქრებისა და ფუნჯების ჩასალაგებლებს,თმის სამაგრებს,მოვქსოვთ და დავქარგავთ სხვადასხვა ნივთებს და სხვა.
მოცემული პროექტისთვის დაგვჭირდება სივრცე,რომელსაც უსასყიდლოდ დაგვითმობს ,,ა(ა)იპ წალკის განვითარების ცენტრი'' და წალკის პარკი,სადაც მოვაწყობთ ნივთების გამოფენა-გაყიდვას.
პროექტის განხორციელებას დავიწყებთ საგრანტო პროექტში გამარჯვებისთანავე და გაგრძელდება შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში.
შედეგად კი მივიღებთ მეწარმეობის დარგში გათვითცნობიერებულ ახალგაზრდებს და გვჯერა მათში ძალიან ბევრი უნარი გამოიჩენს თავს ,რასაც სამომავლოდაც გამოიყენებენ.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის დასრულების შემდეგ ახალგარზდებს ექნებათ შეძენილი გარკვეული უნარები,კერძოდ სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარები.
ისინი შეძლებენ საკუთარი იდეების რეალიზებას,ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას ან სრულიად ახლის შესწავლას.
ახალგაზრდები დაეუფლებიან პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზების,საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ფინანსური მენეჯმენტის უნარებს.
შეძენილ უნარებს კი სამომავლოდაც გამოიყენებენ და განაგრძობენ მსგავსი პროდუქციის დამზადებას.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების დეფიციტი და მივიწყებული ხელსაქმეები,როგორიც არის ხელით ქარგვა,ქსოვა და კერვა გახდა ინსპირაცია მოცემული პროექტის განხორციელებისა.
ხშირად ახალგაზრდები ვერ ახერხებენ თავიანთი იდეების რეალიზებას სამეწარმეო დარგში და რჩებიან იმედგაცრუებულები,რაც მათ თვითშეფასებასაც ადაბლებს. ჩვენ კი მოცემული პროექტით ახალგაზრდებს დავანახებთ,რომ მათი იდეების რეალიზება შესაძლებელია და აუცილებელია სჯეროდეთ საკუთარი თავის.
ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოფლისა და სკოლის ახალგაზრდების გაერთიანება საერთო საქმისთვის, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის. შესაბამისად ვიმოქმედებთ მოცემული პრობლემის გადასაჭრელადაც.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1.პირველ რიგში შევქმნით Facebook, Tik-Tok, Instagram გვერდებს ჩვენი პროექტისთვის ,სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ ავტვირთავთ ყველა განხორციელებულ ღონისძიებას.
2.მოვიწვევთ მოხალისეს,რომელიც ჩაგვიატრებს ტრენინგს მეწარმეობაზე,თემატიკით რა არის მეწარმეობა და პროცედურები სჭირდება მეწარმეს ოფიციალურ სტატუსამდე.
3.მოვიწვევთ მოხალისეს ,რომელიც ჩაგვიტარებს მასტერკლასს ხელით ქსოვის შესახებ და შემდეგ ახალგაზრდები დამოუკიდებლად შექმნიან ნაქსოვ პროდუქციას.
4. .მოვიწვევთ მოხალისეს ,რომელიც ჩაგვიტარებს მასტერკლასს ხელით ქარგვის შესახებ და შემდეგ ახალგაზრდები დამოუკიდებლად შექმნიან ნაქარგ როდუქციას.
5.მოვიწვევთ მოხალისეს ,რომელიც ჩაგვიტარებს მასტერკლასს კერვის თემატიკით შემდეგაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად შეკერავენ გარკვეულ ნივთებს.
6. საბოლოოდ მოვაწყობთ ჩვენ მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვას და მათ ავტვირთავთ სოციალურ პლატფორმებზეც.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
პროექტის განხორციელებისთვის გვჭირდება გარკვეული მასალები.
საკერავი მანქანა
ქსოვილები და ფურნიტურა
საკანცელარიო ნივთები
პროექტის პარტნიორები
პროექტის პარტნიორია ა(ა)იპ წალკის განვითარების ცენტრი, რომელიც უსასყიდლოდ დაგვითმობს თავის სივრცეს,სადაც ჩაგვიტარდება ტრენინგი და მასტერკლასები და რეალურად მთელი პროექტის პროცესში ვიქნებით ორგანიზაციის სივრცეში.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან წალკელი ახალგაზრდები,რომლებიც თავის სასურველ დარგში დაესწრებიან მასტერკლასს და ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ მოცემულ პროექტის განმავლობაში. ხოლო გამოფენა -გაყიდვისას ისარგებლებენ წალკის მოქალაქეები შეუზღუდავად ასაკისა და სქესისა.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები - 80
ეროვნული უმცირესობა -20
მშობლები -50
სხვა მოქალაქეები 50 და მეტი
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
წალკის კლიმატიდან გამომდინარე შესაძლოა გამოფენა-გაყიდვის ღონისძიების განხორციელებაში ხელი შეგვიშალოს ამინდმა.მოცემული რისკის თავიდან აცილების მიზნით წინასწარ გადავამოწმებთ ამინდის პროგნოზს. ასევე მოცემული რისკისგან თავის დაზღვევის მიზნით,გვაქვს ალტერნატიული ვარიანტი ,ისევ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის სივრცე.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის მდგრადობა იმაში მდგომარეობს, რომ გამოფენა-გაყიდვისას შეგროვებული ფინანსებით ვაპირებთ რომ კვლავ შევიძინოთ მასალები და ისევ შევქმნათ ახალი ნაწარმი, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი პროექტი არ იქნება ერთჯერადი და შეძენილ ინვენტარსაც გამოვიყენებთ სამომავლოდ.
მოცემული პროექტი მიზნად ისახავს წალკელ ახალგაზრდებში სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას , მივიწყებული ხელსაქმის პოპულარიზაციას,( ხელით ქარგვა,ქსოვა და კერვა), ხელნაკეთი ნივთების დამზადებას და გამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები და ტრენინგი თემატიკით: ,,იდეების გენერირებიდან საბოლოო პროდუქტამდე''.პროექტის ხანგრძლივობა არის ოთხი თვე,მოცემული ოთხი თვის განმავლობაში ახალგაზრდებისთვის თავშეყრის მთავარი ადგილი იქნება,, ა(ა)იპ წალკის განვითარების ცენტრის'' სივრცე,რითიც ვისარგებლებთ შეუზღუდავად.
გარად აიმისა, რომ პროექტი რეალურად შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს და თანამშრომლობენ ადგილობრივ NGO სექტორთან და სხვა სკოლის მოსწავლეებთან, გნდიც არის საოცრად მოტივირებული და მობილიზებული.
ვთვლი, რომ პროექტი იმსახურებს დაფინანსებას.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ცირა თ
დეკემბერი 2, 2024 | 10:43 amგარად აიმისა, რომ პროექტი რეალურად შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს და თანამშრომლობენ ადგილობრივ NGO სექტორთან და სხვა სკოლის მოსწავლეებთან, გნდიც არის საოცრად მოტივირებული და მობილიზებული.
ვთვლი, რომ პროექტი იმსახურებს დაფინანსებას.