ელენე სანაია - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე - პროექტის ინიციატორი და ავტორი - პროექტის ზოგადი ზედამხედველობა და მართვა; ღონისძიებების კალენდრის დაგეგმვა და დროულად შესრულების უზრუნველყოფა; ანგარიშგების მომზადება გრანტის გამცემი ორგანიზაციისთვის;
ლუკა ჩხობაძე - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლე - პროექტის თანაკოორდინატორი -გუნდური მუშაობის მართვა და ჯგუფის წევრების კოორდინაცია; ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა (დისკუსიები, თამაშები, პრეზენტაციები); სამაგიდო თამაშებისა და იმიტირებული პროცესების ორგანიზება.
ღონისძიებებზე პრეზენტაციების მომზადება.
დავით მაჭავარიანი - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი -საგანმანათლებლო მასალების მომზადება ვორკშოპებისა და შეხვედრებისთვის; ექსპერტების მოწვევის ორგანიზება და მხარდაჭერა; მოსწავლეებთან სწავლებაში აქტიური ჩართულობა და დისკუსიების წარმართვა.
თამარ დარსალია - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი -საგანმანათლებლო მასალების მომზადება ვორკშოპებისა და შეხვედრებისთვის; ექსპერტების მოწვევის ორგანიზება და მხარდაჭერა; მოსწავლეებთან სწავლებაში აქტიური ჩართულობა და დისკუსიების წარმართვა.
გვანცა ციცქიშვილი - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლე - სხვადასხვა კვლევითი სამუშაოს შესრულება (ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება). საინფორმაციო მასალების მომზადება (პოსტერები, ბროშურები, ვიდეოები). სოციალური მედიის კამპანიის ორგანიზება.
ჩვენი სკოლის ახალგაზრდებსა და თემში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლება, დეზინფორმაციასთან ბრძოლის უნარების გაძლიერება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები მიიღებენ სიღრმისეულ და მართებულ ინფორმაციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
ახალგაზრდებში გაიზრდება კრიტიკული აზროვნების უნარი და დეზინფორმაციის მიმართ მედეგობა.
შეიქმნება ინტერაქტიული სასწავლო ინსტრუმენტები ( სამაგიდო თამაში), რომლებიც განათლების გემიფიკაციის ხარჯზე, მოსწავლეებს უფრო აქტიურად და ხალისიან ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის აქტივობებში.
პროექტის მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას თემში ცნობიერების გასაზრდელად.
რა, ვინ, სად და როდის:
რა:
საგანმანათლებლო აქტივობები: პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოწვეული ლექტორების მხრიდან ლექციები ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებსა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
სასკოლო სივრცეში დისკუსიების ორგანიზება ისეთ თემებზე როგორიცაა : "რატომ სჭირდება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია?" "ევროპული ღირებულებები საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში." "სარგებელი და გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე."
სამაგიდო თამაშის შექმნა: შეკითხვების შედგენა, დიზაინისა და თამაშის წესების შემუშავება. .
აქტივობების განხორციელებაზე იზრუნებენ : პროექტში მონაწილე, ინიციატორი მოსწავლეები და ფასილიტატორი მასწავლებლები.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გაიმართება სსიპ ქ.თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "არჩევანის" ოთახში; პროექტის აქტივობებს ასევე დაეთმობა სკოლის სააქტო და თეატრის დარბაზები.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მნიშვნელოვანი შემადგენელი იქნება ასევე აქტივობები ონლაინ სივრცეში.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი შედეგები :
ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობს იმ ქვეყნების ან რეგიონების მისწრაფებას, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის (EU) და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) წევრობას ან მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ პროცესის მიზანია ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამართლებრივი კავშირების გაღრმავება. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებას, რაც საბოლოოდ განაპირობებს ქვეყნის განვითარებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას.
საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ვალდებულების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ვხედავთ დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების ზრდას, რომლებიც მიმართულია ევროკავშირისა და NATO-სადმი ნდობის შერყევისკენ. ამ კამპანიების მიზანია არა მხოლოდ საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა, არამედ მოქალაქეებში ეჭვების გაჩენა ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაც მათ მეტად მოწყვლად და მართულ ჯგუფებად აქცევს.
ნიჰილიზმი, რომელიც ახალგაზრდებშიც შეინიშნება, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ევროატლანტიკური ღირებულებების აღქმაზე, არამედ დემოკრატიის, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეალებისადმი მათ ერთგულებაზეც. ევროპა და ევროკავშირი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება არ არის; ესაა ღირებულებითი სივრცე, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს.
ამ პირობებში, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ორიგინალური და ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა, ცნობიერების ამაღლებას, მედიაწიგნიერების უნარების განვითრებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერებას.
I კვირა - პროექტის ონლაინ პოპულარიზაციის მიზნით პროექტის სოციალური გვერდის ჩაშვება.
IX - X კვირა : “თვითმაქციას“ თამაშის საბოლოო რედაქციის დამზადება.
მიზანი: სამაგიდო თამაშის საბოლოო ვერსიის მომზადება.
დასაშვები ხარჯები:
სამაგიდო თამაშის კომპონენტების დამზადებისა და ბეჭვდის ხარჯზები.
ბროშურების, ბუკლეტებისა და სხვა საინფორმაციო მასალების წარმოება: პოსტერები, ფლაერები, სერთიფიკატები, ბუკლეტების დამზადება.
ეს მასალები გვჭირდება პროექტის ცნობადობის გაზრდისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის.
საკომუნიკაციო ხარჯები: სოციალური მედიის პლატფორმებზე პოსტერების, ვიდეოების და სხვა კონტენტის გავრცელება. პროექტის პოპულარიზაცია და მონაწილეობა ფართო აუდიტორიისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიური და მიზნობრივი კომუნიკაციისთვის.
პროექტის მიმდინარეობისას ვაპირებთ ევროსაბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
პირველადი ბენეფიციარები: საშუალო საფეხურის მოსწავლეები (მინიმუმ 150 - 200 მოსწავლე), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აქტივობებში, მათ შორის დისკუსიებში, პრეზენტაციებში, თამაშში და დებატებში.
პროექტში ჩართული მოსწავლეები: მინიმუმ 3-5 მოსწავლე, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი პროექტის სხვადასხვა აქტივობაზე, მათ შორის სოციალური მედიის მართვა, პრეზენტაციების მომზადება და სამაგიდო თამაშის დიზაინი.
მასწავლებლები:სკოლის 5-10 მასწავლებელი, რომლებიც პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაუწევენ მხარდაჭერას.
მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები :პროექტის ფარგლებში გავრცელებული ფლაერებისა და ბუკლეტების მიღება, სოციალური ქსელით პროექტის მთავარი გზავნილის მიტანა (დაახლოებით 200 - 250 ადამიანი).
გრძელვადიანი ბენეფიციარები: პროექტის გავლენა გაგრძელდება მისი აქტივობების დასრულების შემდეგ, რადგან შექმნილი სამაგიდო თამაში, ვიდეოები და სხვა მასალები არსებობას გააგრძელებენ დამოუკიდებლად, რესურსის სახით, რომლის გამოყენებაც განმეორებითად იქნება შესაძლებელი.
პირველადი ბენეფიციარები: საშუალო საფეხურის მოსწავლეები (მინიმუმ 150 - 200 მოსწავლე), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აქტივობებში, მათ შორის დისკუსიებში, პრეზენტაციებში, თამაშში და დებატებში.
პროექტში ჩართული მოსწავლეები: მინიმუმ 3-5 მოსწავლე, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი პროექტის სხვადასხვა აქტივობაზე, მათ შორის სოციალური მედიის მართვა, პრეზენტაციების მომზადება და სამაგიდო თამაშის დიზაინი.
მასწავლებლები:სკოლის 5-10 მასწავლებელი, რომლებიც პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაუწევენ მხარდაჭერას.
მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები :პროექტის ფარგლებში გავრცელებული ფლაერებისა და ბუკლეტების მიღება, სოციალური ქსელით პროექტის მთავარი გზავნილის მიტანა (დაახლოებით 200 - 250 ადამიანი).
გრძელვადიანი ბენეფიციარები: პროექტის გავლენა გაგრძელდება მისი აქტივობების დასრულების შემდეგ, რადგან შექმნილი სამაგიდო თამაში, ვიდეოები და სხვა მასალები არსებობას გააგრძელებენ დამოუკიდებლად, რესურსის სახით, რომლის გამოყენებაც განმეორებითად იქნება შესაძლებელი.
პროექტის მიზნები და აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ მისი დასრულების შემდეგ ინიციატივების ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს.
1. სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა:
პროექტის ფარგლებში შექმნილი სამაგიდო თამაში, ბუკლეტები, საინფორმაციო პოსტერები და ვიდეომასალა დარჩება სკოლაში და შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება მომავალშიც.
მასწავლებლები და მოსწავლეები ამ რესურსებს გაკვეთილებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის ინფორმირებულობას.
2. სამაგიდო თამაშის ტურნირის ტრადიციის გაღრმავება:
"თვითმაქცია" სამაგიდო თამაში და მისი ტურნირები შეიძლება გახდეს ყოველწლიური ღონისძიება, რომელშიც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
თამაშის კითხვა-პასუხის ბაზის განახლება მოხდება სკოლის დებატ კლუბისა და აქტიური მოსწავლეების მხარდაჭერით.
3. სოციალური მედიის პლატფორმის ფუნქციონირება:
პროექტის ფარგლებში შექმნილი სოციალური გვერდი გააგრძელებს ფუნქციონირებას და დაინტერესებული მოსწავლეები იმუშავებენ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე.
გვერდზე განთავსდება ახალი ვიდეოები, პოსტები და მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები.
4. სამოქალაქო განათლების გაძლიერება:
პროექტში ჩართული მასწავლებლები და მოსწავლეები მიიღებენ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, მომავალში დამოუკიდებლად განახორციელონ მსგავსი ინიციატივები.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, დისკუსიები და დებატები ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერებას.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროინტეგრაციის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთვებიან ინტერაქტიურ აქტივობებში, მათ შორის ლექციებში, დისკუსიებში, დებატებსა და სამაგიდო თამაშის შექმნაში, რაც მათ დაეხმარება ევროკავშირის ღირებულებების, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ ცოდნის მიღებაში.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 3, 2024 | 8:23 pmპროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროინტეგრაციის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
განხორციელების პროცესი გაწერილია ნათლად და საინტერესოდ. მოსალოდნელი შედეგები და მიღწევები მნიშვნელოვანია და პასუხობს სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს.
მთლიანობაში, პროექტი პასუხობს შეფასების კრიტერიუმებს დამაკმაყოფილებელ საფეხურზე და უნდა იყოს მხარდაჭერილი.