ანანო მახარაძე- მოსწავლე,პროექტის ხელმძღვანელი
სალომე სუხაშვილი- მოსწავლე,პროექტის მონაწილე
სალომე ხიზანიშვილი- მოსწავლე, პროექტის მონაწილე
ანანო ნებუნიშვილი-მოსწავლე, პროექტის მონაწილე
მზიკო ვარძიაშვილი-მოსწავლე, პროექტის მონაწილე
მარიამ გოგელია-მოსწავლე, პროექტის მონაწილე
ლიზი მახარაძე-მოსწავლე, პროექტის მონაწილე
ნიკა ხულელიძე-მოსწავლე, პროექტის მონაწილე
თიკა ბერუაშვილი-მოსწავლე, პროექტის მონაწილე
გვანცა ნადირაშვილი - პედაგოგი
მოზანი - ტურიზმის პოპულარიზაცით ულტურული მემკვიდრეობის დაცვადა, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა და კულტურის გამდიდრება
პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტურიზმით დაინტერესდნენ მას შემდეგ , რაც სკოლაში შეიქმნა „მოგზაურთა კლუბი“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს კუთხეებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს. კლუბის შექმნას მოსწავლეთა დიდი ინტერესის გამო ჩაეყარა საფუძველი და მათ სკოლის სპონსორი- ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი აფინანსებს. მიღებული შთაბეჭდილებების თანასოფლელებთან გაზიარებისას მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ სოფლის მოსახლეობის კრიტიკულად მცირე პროცენტს ჰქონდა წარმოდგენა საქართველოს კუთხეების შესახებ. პროექტის ერთ-ერთ მიზნად კი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავსახეთ. პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ თემში გაიზრდება ტურიზმით დაინტერესება.
ტურიზმით დაინტერესება მოსახლეობას უფრო აქტიურს გახდის, გაიზრდება მათი ინტერესები, ამაღლდება ცნობიერება, გაუჩნდებათ სურვილი, რომ ლოკალური მდებარეობა ტურისტულად საინტერესო გახადონ. შესაბამისად- დაიწყებენ ფიქრს , თუ რა ადგილობრივი ნაწარმი შექმნან, რათა ტურისტულად მიმზიდველი გახდეს სოფელი- პატარა ქანდა. ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას და კულტურულ გამდიდრებას;
გარდა ამისა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს ახალგაზრდების მიგრაცია.
სოფლის - პატარა ქანდის - ცხოვრება დღესდღეობით რუტინულია. ბავშვები განიცდიან, რომ მათ გარშემო სიახლეების სიმცირეა, კულტურული ღონისძიებები არ იმართება, ტრადიციები იკარგება, აინტერესებთ ბევრი რამ, მაგრამ ინტერესს ვერ იკმაყოფილებენ. ინტერესის ერთ-ერთი მთავარი სფერო ტურიზმია, საქართველოს უკეთ შეცნობა - სწორედ ეს გახდა მამოტივირებელი იმისა, რომ მათ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობის მიღება. გაუჩნდათ სურვილი, რომ მოიძიონ ლოკალური ტრადიციები, ღირსშესანისნაობები, რათა ტურიზმი საკუთარ სოფელში განავითარონ. პროექტის ფარგლებში ყველა აქტივობაში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მოსწავლეები, ახალგაზრდები, არამედ ყველა თაობის წარმომადგენლები, რათა ერთობლივად დაათვალიერონ, შეისწავლონ საქართველოს ტურისტული ცენტრები და იფიქრონ, რისი განვითარება შეუძლიათ თავიანთ სოფელში.
1. საინიციატივო ჯგუფის შექმნა პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შექმნილი „მოგზაურთა კლუბი“-ის ბაზაზე, საქმიანობების გადანაწილება.
2."მოგზაურთა კლუბის" მიერ ყველა ჩატარებული დეტალური პრეზენტაცია და გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეებისათვის
3.. 2 საიფორმაციო ვიზიტი - რომელშიც არა მხოლოდ მოსწავლეები ჩაერთვებიან, არამედ ადგილობრივი ახალგაზრდები, თემი, რომელთა შერჩევა მათივე დაინტერესების საფუძველზე მოხდება, შემდგომ მიღებულ ინფორმაციას, გამოცდილებას თავად გაუზიარებენ თანატოლებს, თანასოფლელებს.
პრეზენტაციას აკეთებენ სკოლის მოსწავლეებისთვის, შედეგად ასტიმულირებენ სკოლის სივრცეში ტურიზმის კუთხით ინტერესის გაზრდას.
პატარა ქანდის საჯარო სკოლაში შექმნილი „მოგზაურთა კლუბი“ აქტიურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში
4. შეხვედრა სტუმართან –მოგზაური “Soso around the world” სოს ნებიერიძესთან.
არსებული პრობლემის მოსაგვარებლად გვსურს სკოლაში მოვიწვიოთ მოგზაური “Soso around the world” სოსო ნებიერიძე , ის პატარა ქანდის დაინტერესებულ მოსახლეობას გააცნობს მოგზაურობის დეტალებს, მოუყვება გამოცდილებას, ისაუბრებს, თუ რას ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის გაცნობა და როგორ შეიძლება ტურიზმი განვავითაროთ საკუთარ სოფელში. ღონისძიების დეტალებს ადგილობრივ მოსახლეობას პროექტში ჩართული მოსწავლეები მიაწვდიან.
5. კვლევა პატარა ქანდი თემში - სოფლის ტრადიციების, წესჩვეულებების, ლეგენდების და სხვა მოსაპოვებლად. პროექტში ჩართული მოსწავლეები სოფლის უხუცესი მაცხოვრებლებისგან მოაგროვებენ ინფორმაციას, თუ რა ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, კულტურული ძეგლებით, ლეგენდებით და გასტრონომიით იყო მდიდარი სოფელი პატარა ქანდა. შემდეგ საფეხურზე, პირველ რიგში, ფართო საზოგადოებისთვის ( მოსახლეობის უმრავლესობისთვის) მოაწყობენ პრეზენტაციას, რათა საკუთარი სოფლის შესახებ მეტად ინფორმირებულები, დაინტერესებულები იყვნენ ისინი.
6. საინფორმაციო სემინარი სოფლის ტურიზმის აქტუალურიბაზე მსოფლიში. გავეცნოთ სხვადასხვა სოფლის კულტურას, ბუნებას, ტრადიციებს, სამზარეულოს. ტურიზმის განვითარებაში გამოცდილებას.
7. კვლევის შედეგების შეჯამება, პრეზენტაციისათვის მომზადება. შედეგების განთავსება სოციალურ გერძე.
8. შეიქმნება სოციალური გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ყველა არსებული ნარატივი, სიახლე , რათა სოფლის ცნობადობა გაიზარდოს და ტურისტულად საინტერესო გახდეს. ინფორმაციას სოფლის შესახებ განვათავსებთ ქართულ და ინგლისურ ენებზე.
9. დაიბეჭდება ბანერები, პოსტერები, საინფორმაციო ფლაერები სოფელ პატარა ქანდის ისტორიულ ძეგლებზე, საინტერესო ინფორმაციებითა და ფოტო-სურათებით. მოცემულ ბანერებს სოფელში განვათავსებთ, ხოლო პოსტერებს დავურიგებთ ექსკურსიების დროს ტურისტებს, რათა ხელი შევუწყოთ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კულტურული ინფორმაციის გაცვლას. ინფორმაცია იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის.
10. მოვიწვევთ თემის უხუცეს და ახალგაზრდა მაცხოვრებლებს და ვისაუბრებთ სოფლის ისტორიაზე, არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე. დავსახავთ გეგმას სოფელში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, სამომავლო გეგმებზე.
11. პროექტის შემაჯამებელი ღონისძება.
ყველა ღონისძიებას უმასპინძლებს პატარა ქანდის საჯარო სკოლა - „სკოლა-სამყარო“
1.ცნობილი მოგზაურის მოწვევა სკოლაში;
2.მინიმუმ 2 სასწავლო ვიზიტის დაფინანსება;
3.სოციალური გვერდის გამართვისთვის გარაფიკული დიზაინერის მომსახურება;
4.ბანერებისა და პოსტერების დაბეჭდვა;
5. საკანცელარიო ნივთები.
1.პროექტის მხარდამჭერი არის პატარა ქანდის საჯარო სკოლის სპონსორი, ბავშვების განვითარების მხარდამჭერი/ბიზნესმენი ბატონი ვაჟა უსანეთაშვილი;
2. მშობლები
3. სასკოლო საზოგადოება
მოსწავლეები, მშობლები, სასკოლო საზოგადოება, ახალგაზრდები, სოფლის მოსახლეობის თითქმის 40%, რადგან პროექტის მიზანია სოფლის ცხოვრებაში ტურიზმის გაფართოება.
საერთო რაოდენობა -290
1.მოსწავლეები- 150
2.მშობლები-30
3.მასწავლებლები – 20
4.ახალგაზრდები 30
3. 45 წლიდან 70 წლამდე ასაკის წარმომადგენლები- 60
ყოველი ღონისძიების განხორციელებას, ცხადია, თან ახლავ რისკთა ჯგუფი, ამინდის გაუარესება, სამიზნე- ტურისტული ცენტრის შეფერხებით მუშაობა- ეს ყოველი პრობლემა წინასწარ, დეტალურ გადამოწმებას საჭიროებს.
გარდა ამისა, პროექტის განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია დენის, ინტერნეტის წყაროს შეუფერხებლად მიწოდება, მოცემული ხარვეზი თავიდან უნდა ავიცილოთ პასუხისმგებელ ორგანოებთან კონტაქტით.
გუნდის წევრთა გამოთიშვა- პროექტში ჩართულ ნებისმიერი პირველ თუ მეორეხარისხოვან მონაწილეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რომ პროექტმა დასრულებული სახე ვერ მიიღოს.
პროექტის დასრულების შემდგომ გვჯერა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდების, მოსახლეობის ჩართულობა და ინტერესი შენარჩუნდება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის პოპულარიზაციას და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას. ტრადიციად ვაქცევთ კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იქნება ჩართული, ამ ყველაფერს კი პოპულარიზაციას გაუწევს სოციალური ქსელი, რომელიც იქნება საინტერესო ინფორმაციებით დატვირთული და მუდმივად განახლებადი.
პროექტის განხორციელებაის შემდეგ ხელი შეუწყობა თემის ახალგაზრდების, მოსახლეობის განვითარებას, კულტურულ გამდიდრებას და სოციალური ურთიერთობების გაღრმავებას. რაც განმაპირობებელია იმისა, რომ სოფელი გააქტიურდება, პატარა ქანდა ტურისტულ რუკაზე მოინიშნება, როგორც ევროპული, თანამედროვე ღირებულებების მქონე სოფელი.
პროექტის მიზანია - ტურიზმის პოპულარიზაცით კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა და კულტურის გამდიდრება
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 6, 2024 | 4:53 pmრეკომენდაციას ვუწევთ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას.
Tamar Pruidze
დეკემბერი 18, 2024 | 4:28 pmპროექტის მიზანი და გათავლისწინებული აქტივობები მისაღებია შეხვედრას ჩაატარებენ სკოლის სივრცეში? მოსაძებნია ალტერნატიული სივრცე. ბანერი რომლის დამზადებასაც აპირებენ სავარაუდოდ სკოლის სივრცეში უნდა დაიდგას?