პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ელენე ნასარაია
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2010-08-03
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს 61
მობილური ტელეფონი
577167004
ელექტრონული ფოსტა
elen.nasaraia@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ელენე ნასარაია
საბა გიგატაძე
ელენე კვაჭაძე
ბარბარე დავითაძე
ანა თოიძე
ყველა მოსწავლე ჩართული იქნება პროექტის განხორციელების სრულ პროცესში
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
არასრულწლოვანთა შრომის პრობლემა გლობალურად და ადგილობრივად აქტუალურია, რადგან ეს გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და განვითარებაზე. შრომა, რომელიც არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს, ხშირად იწვევს სერიოზულ ზიანს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე, ხელს უშლის მათ სწავლის პროცესში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამართლებრივი ჩარჩოები, ბავშვის შრომის პრობლემების გადაწყვეტა ჯერ კიდევ საჭიროებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ეფექტიან კონტროლს.
პროექტი მიზნად ისახავს:
იმ სამუშაო გარემოს იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბავშვთა ჯანმრთელობას და განვითარებას.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
რეკომენდაციების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ბავშვის ასაკთან შესაბამისი შრომის პირობების უზრუნველყოფას.
ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ არსებული სამართლებრივი ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერას.
პროექტი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, მოიცავს თემატურ შეხვედრებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიან ეტაპზე პროექტის დასრულების შემდეგ გაზრდილი იქნება მოსწავლეებისა და ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა შრომის საფრთხეების შესახებ. მოზარდები უკეთ გაიგებენ ბავშვთა უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებას, რაც დადებითად იმოქმედებს მათ ქცევაზე და შრომის პირობების შეფასებაზე.
გრძელვადიანი ეტაპზე ბავშვთა შრომის უსაფრთხო პირობები გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვას და სოციალურმა გარემომ უფრო მხარდაჭერილი გახდება.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. კვლევების თანახმად, ბავშვთა შრომის საზიანო ფორმები კვლავაც გავრცელებულია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურისტულ თუ სარესტორნო ბიზნესში. 2021 წლის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ბავშვთა შრომაში ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური სირთულეებით და განათლების შეზღუდული ხელმისაწვდომობით.
სამუშაო პირობები ხშირად არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ საჭიროებებს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია შრომის ასაკობრივი შეზღუდვები, მაგრამ მათი დაცვა ხშირად სირთულეებს აწყდება. მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც ხელს უშლის შრომის საზიანო ფორმების აღმოფხვრას (წყარო: UNIСEF დაGEOSTATS)
ბავშვთა შრომა აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ხშირია არასრულწლოვანთა დასამქება მათ შორის მიგრაცია თურქეთში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებმა იცოდნენ მათი შრომითი უფლებები.
პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ამ პრობლემის გაანალიზებაზე, ბავშვების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა შრომის საზიანო პრაქტიკის შემცირებას.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვთა შრომის საზიანო ფორმების იდენტიფიცირებას, მათი პრევენციის გზების შემუშავებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში ჩავატარებთ თემში კვლევას იმის დასადგენად თუ რა იციან შრომითი უფლებების და უსაფრთხო შრომის შესახებ
შევხვდებით აჭარის პროფკავშირების წარმოამდგენლებს უსაფრთხო შრომის შესაებ ინფორმაიცის მირების მიზნით
შევხვდებით ორგანიზაცია საიას ინფორმაციის მიღების მიზნით
მოვამზადებთ საინფორმაციო პრეზენტაციებს, შევქმნით პოსტერებს და ვიდეორგოლებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით
ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას და შრომის რისკების პრევენციას თემში.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ციფრული კამერა გამოყენებული იქნება აქტივობების გადასაღევად და მისი პოპულარიზაციისთის სოციალურ ქსელებში და პროექტის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
ასევე ბეჭდვითი რესურსი გვესაჭიროება საინფორმაციო მასალის დასაბეჭდად.
პროექტის პარტნიორები
საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია):
მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა შრომის სამართლებრივ ასპექტებს, უფლებებს და პრევენციის მექანიზმებს.
ბათუმის პროფესიული კოლეჯი:
პროფესიული განათლების სივრცეში ჩატარდება დისკუსიები ბავშვთა შრომის თემაზე, სადაც განიხილება შრომითი გამოცდილებისა და განათლების ურთიერთკავშირი.
ბათუმის ტექნოპარკი:
ტექნოპარკში მოსწავლეები წარადგენენ ბავშვთა შრომის თემაზე მომზადებულ პრეზენტაციებს. აქცენტი გაკეთდება კვლევით მიგნებებზე, შრომითი უფლებების დაცვასა და კანონმდებლობაზე.
პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანება:
პროფესიული კავშირების სივრცეში გაიმართება დებატები თემაზე: "ბავშვობის საუკეთესო გზაა განათლება თუ შრომითი გამოცდილება?" დისკუსია ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას და თემის სამართლებრივი და სოციალური ასპექტების გააზრებას.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, მშობლები და დამსაქმებლები, საერთო რაოდენობით 800 ადამიანი. ისინი მიიღებენ ცოდნას ბავშვთა შრომის რისკებზე და მათი უფლებების დაცვაზე. არაპირდაპირი სარგებელს მიიღებს 300-მდე ადგილობრივი თემის წევრი, რომლებიც მონაწილეობენ საინფორმაციო კამპანიებში.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
500 მოსწავლე
300 ადგილობრივი თემის წამომადგენლები
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
პროექტის მიზნების წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე. თუ მოსწავლეები ან მშობლები არ გამოიჩენენ ინტერესს, პროექტი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს.
ამ რისკისგან თავის დასაზღვევად ჩვენ ჩავატარებ
რეგულარული შეხვედრებს და აქტივობებს, რათა მონაწილეები დაინტერესდნენ.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის ფარგლებში პერიოდულად მოსწვალეებს და თემს მივაწოდებთ ინფორმაიცებს შრომითი უფლებებისა შესახებ
ინიციატივა რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებას და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას. პროექტი მოიცავს კვლევებს, საინფორმაციო კამპანიებს, სათემო აქტივობებს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა შრომის პრობლემებზე და მათი პრევენციის მექანიზმებზე.
პროექტის მიზანი შეესაბება საკონკურსო ტემებს, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აჭარის რეგიონსითვის ვინაიდან სეზონურად ძალიან ხშირია არასრულწლოვანთა დასაქმება მათ შორის მიგრაცია მეზობელ ქვეყანაში სადაც შეიძლება დაირღვეს მათი შრომითი უფლებები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივოებები ასევე მიზნობრივად ჰყავთ პარტნიორები მოძიებული. ბიუჯეტი მორგებულია პროექტის საჭიროებებს .
მოსწვალე არის აქტიური და შეძლებს პროექტის წარმატებით განხორციელბას.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 3:22 pmპროექტის მიზანი შეესაბება საკონკურსო ტემებს, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აჭარის რეგიონსითვის ვინაიდან სეზონურად ძალიან ხშირია არასრულწლოვანთა დასაქმება მათ შორის მიგრაცია მეზობელ ქვეყანაში სადაც შეიძლება დაირღვეს მათი შრომითი უფლებები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივოებები ასევე მიზნობრივად ჰყავთ პარტნიორები მოძიებული. ბიუჯეტი მორგებულია პროექტის საჭიროებებს .
მოსწვალე არის აქტიური და შეძლებს პროექტის წარმატებით განხორციელბას.