ელენე ნასარაია
საბა გიგატაძე
ელენე კვაჭაძე
ბარბარე დავითაძე
ანა თოიძე
ყველა მოსწავლე ჩართული იქნება პროექტის განხორციელების სრულ პროცესში
არასრულწლოვანთა შრომის პრობლემა გლობალურად და ადგილობრივად აქტუალურია, რადგან ეს გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე და განვითარებაზე. შრომა, რომელიც არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმებს, ხშირად იწვევს სერიოზულ ზიანს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე, ხელს უშლის მათ სწავლის პროცესში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამართლებრივი ჩარჩოები, ბავშვის შრომის პრობლემების გადაწყვეტა ჯერ კიდევ საჭიროებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ეფექტიან კონტროლს.
პროექტი მიზნად ისახავს:
პროექტი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, მოიცავს თემატურ შეხვედრებს და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს.
მოკლევადიან ეტაპზე პროექტის დასრულების შემდეგ გაზრდილი იქნება მოსწავლეებისა და ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა შრომის საფრთხეების შესახებ. მოზარდები უკეთ გაიგებენ ბავშვთა უფლებებსა და შრომის უსაფრთხოებას, რაც დადებითად იმოქმედებს მათ ქცევაზე და შრომის პირობების შეფასებაზე.
გრძელვადიანი ეტაპზე ბავშვთა შრომის უსაფრთხო პირობები გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების უკეთ დაცვას და სოციალურმა გარემომ უფრო მხარდაჭერილი გახდება.
არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. კვლევების თანახმად, ბავშვთა შრომის საზიანო ფორმები კვლავაც გავრცელებულია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურისტულ თუ სარესტორნო ბიზნესში. 2021 წლის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ბავშვთა შრომაში ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური სირთულეებით და განათლების შეზღუდული ხელმისაწვდომობით.
სამუშაო პირობები ხშირად არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ საჭიროებებს, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია შრომის ასაკობრივი შეზღუდვები, მაგრამ მათი დაცვა ხშირად სირთულეებს აწყდება. მნიშვნელოვანი პრობლემაა საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა ბავშვთა უფლებების შესახებ, რაც ხელს უშლის შრომის საზიანო ფორმების აღმოფხვრას (წყარო: UNIСEF დაGEOSTATS)
ბავშვთა შრომა აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე ხშირია არასრულწლოვანთა დასამქება მათ შორის მიგრაცია თურქეთში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებმა იცოდნენ მათი შრომითი უფლებები.
პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ამ პრობლემის გაანალიზებაზე, ბავშვების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა შრომის საზიანო პრაქტიკის შემცირებას.
პროექტი მიზნად ისახავს ბავშვთა შრომის საზიანო ფორმების იდენტიფიცირებას, მათი პრევენციის გზების შემუშავებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვას და შრომის რისკების პრევენციას თემში.
გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ციფრული კამერა გამოყენებული იქნება აქტივობების გადასაღევად და მისი პოპულარიზაციისთის სოციალურ ქსელებში და პროექტის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
ასევე ბეჭდვითი რესურსი გვესაჭიროება საინფორმაციო მასალის დასაბეჭდად.
პროექტის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, მშობლები და დამსაქმებლები, საერთო რაოდენობით 800 ადამიანი. ისინი მიიღებენ ცოდნას ბავშვთა შრომის რისკებზე და მათი უფლებების დაცვაზე. არაპირდაპირი სარგებელს მიიღებს 300-მდე ადგილობრივი თემის წევრი, რომლებიც მონაწილეობენ საინფორმაციო კამპანიებში.
500 მოსწავლე
300 ადგილობრივი თემის წამომადგენლები
პროექტის მიზნების წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე. თუ მოსწავლეები ან მშობლები არ გამოიჩენენ ინტერესს, პროექტი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს.
ამ რისკისგან თავის დასაზღვევად ჩვენ ჩავატარებ
რეგულარული შეხვედრებს და აქტივობებს, რათა მონაწილეები დაინტერესდნენ.
პროექტის ფარგლებში პერიოდულად მოსწვალეებს და თემს მივაწოდებთ ინფორმაიცებს შრომითი უფლებებისა შესახებ
ინიციატივა რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესებას და საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას. პროექტი მოიცავს კვლევებს, საინფორმაციო კამპანიებს, სათემო აქტივობებს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა შრომის პრობლემებზე და მათი პრევენციის მექანიზმებზე.
Batumi, Autonomous Republic of Adjara, Georgia
კომენტარის დამატება