ლიზი ლეჟავა- სკოლის მოსწავლე. ევალება პროექტის კოორდინირება, საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ფორუმ თეატრისთვის სცენარის დაწერა, საინფორმაციო ბუკლეტზე დასატანი ინფორმაციის მოძიება, ვიდეორგოლისთვის მოხალისეების მოძიება და ბუკლეტების დარიგება.
თამუნა სუქნიძე- სკოლის მოსწავლე. ევალება ლოჯისტიკა, სააპლიკაციო ფორმების გამზადება, ბუკლეტების დიზაინზე მუშაობა, მონაწილეების გადარჩევა, ვიდეორგოლისთვის მოხალისეების მოძიება, პროექტის წარმართვა და ბუკლეტების დარიგება.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებსა და დასაქმებულ პირებში ცნობიერების ამაღლებას შრომითი უფლებებისა და ექსპლუატაციის შესახებ, გაზარდოს მათი სამოქალაქო ჩართულობა და შეძლონ რეაგირების მოხდენა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, გაეცნონ კონსტიტუციას შრომითი უფლებების შესახებ და შემდგომში თავის სასიკეთოდ გამოიყენონ აღნიშნული, რათა თავად არ გახდნენ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი.
პროექტს განახორციელებენ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დილიკაურის სათემო ცენტრთთან თანამშრომლობით, ამავე ცენტრის სივრცეში და განხორციელდება დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში.
მოკლევადიანი შედეგები:
1. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა პირისპირ შეხვდნენ იურიდიულ საკითხებში კომპეტენტურ პირს, მოისმინონ ინფორმაცია და დაუსვან მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკითხვები
2. ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებსა და სხვა ახალგაზრდებს, საშუალება მიეცემათ ჩაერთონ ფორუმ თეატრში და თავად გახდნენ იმ შეგრძნებებისა და ემოციების მოზიარეები, რომლებსაც მოქალაქეები ყოველდღიურად განიცდიან შრომითი ექსპლუატაციის პირობებში
გრძელვადიანი შედეგები:
1. გაიზრდება ცნობიერება, დილიკაურში მცხოვრებ ადამიანებში, შრომითი უფლებებისა და ექსპლუატაციის შესახებ
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზიარდება ინფორმაცია ვიდეორგოლებისა და ბუკლეტების საშუალებით ზემოთხსენებულ თემაზე
3. გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობის ხარისხი
შრომითი უფლებები საქართველოში მწვავე საკითხს წარმოადგენს, რადგან ხშირად ვხვდებით შრომით ექსპლუატაციას, განსაკუთრებით სტუდენტების შემთხვევაში, როდესაც მათ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ უმძიმესი სამუშაოების შესრულება.
ამ აზრის განსამტკიცებლად, დილიკაურის სკოლის მოსწავლეებმა ჩავატარეთ კვლევა Google form-ის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 14+ ასაკის 35-მა რესპოდენტმა.
გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:
რესპოდენტების 46% პასუხობს, რომ ისინი არ იცნობენ კანონებს შრომითი უფლებების შესახებ. ასევე რესპოდენტების 63% აფიქსირებს აზრს, რომ არსებული კანონები საქართველოში არც ისე ეფექტურია. 40% ფიქრობს, რომ თუ ინფორმაცია ექნებათ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლისა და ფაქტების შესახებ, არ იციან ვის მიმართონ, ხოლო დანარჩენი 60%-ის მოსაზრება ნაწილდება პოლიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შრომითი ინსპექციის სამსახურზე. გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია კითხვის შესახებ „რამდენად ხშირად გსმენიათ შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების შესახებ?“. 73% აღნიშნავს, რომ დიახ, სმენიათ და რესპოდენტების 50% აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები.
კითხვა, რომელიც ყველაზე ყურადსაღებია აღნიშნული პროექტის ჩატარების მნიშვნელობის განმტკიცებისთვის, იყო შემდეგნაირი:„მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ისეთ სამუშაო შეხვედრასა და ფორუმ თეატრში, რომლებიც მოიცავდა შრომითი უფლებებისა და ექსპლუატაციის თემატიკას?“ - ამ კითხვაზე რესპოდენტების 66%-მა უპასუხა, რომ დიახ, მიიღებდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დაინტერესება და ჩართულობა იქნება მაღალი.
გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ კვლევა ჩატარდა სოციალური ქსელების მეშვეობით და სოფლებში იტერნეტზე წვდომა ახალგაზრდების უმეტესობას არ აქვს, რის გამოც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბევრად დიდი დაინტერესება შეიძლება მოყვეს პროექტს ინფორმაციის სხვა გზებით გავრცელების შემდეგ.
პირველ რიგში ჩატარდება შეხვედრა დილიკაურის სკოლის მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომელსაც წარმართავს იურისტი. შეხვედრაზე იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებიც, რომელსაც წარმართავს ტრენერი და მიზანმიმართული იქნება აუდიტორიის კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე შრომითი უფლებების ირგვლივ.
მეორე რიგში, ჩატარდება ფორუმ თეატრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფელ დილიკაურში მცხოვრები ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები. დამსწრე აუდიტორიიდან ყველას მიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს ფორუმ თეატრში. როგორც წესია, პირველ სცენას წარმართავენ მომზადებული მსახიობები, შემდეგ სცენებში კი მსახიობები ჩანაცვლდება აუდიტორიიდან.
მესამე რიგში, ჩავწერთ საინფორმაციო ვიდეორგოლებს, შევქმნით Facebook გვერდს და განვათავსებთ პერიოდულად მსგავს სამოქალაქო თემატიკაზე ჩაწერილ ვიდეორგოლებს.
და ბოლოს, დავბეჭდავთ ბუკლეტებს, სადაც დატანილი იქნება ძირითადი კანონები აღნიშნული უფლებების შესახებ და დავარიგებთ ზესტაფონში.
იურისტი- საინფორმაციო სესია
ტრენერი - პრაქტიკული ნაწილი
ფლიპჩართი- პრაქტიკულ ნაწილში სამუშაოდ
სადგომიანი თეთრი დაფა - საინფორმაციო სესიასა და პრაქტიკულ ნაწილში სამუშაოდ
ბროშურები- მოსახლეობისთვის დასარიგებლად
მიკროავტობუსი - აუდიტორიის შორი უბნებიდან ტრანსპორტირებისთვის
იურისტის ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული ხარჯი
პროექტის პარტნიორია "დილიკაურის სათემო ცენტრი". დახმარებას გაგვიწევენ პროექტის მიმდინარეობისას ნებისმიერ საკითხში, რაშიც დაგვჭირდება, დაგვითმობენ სივრცესა და რესურსებს ორივე შეხვედრისთვის, დაგვეხმარებიან დაინტერესებული მხარეების მოძიებასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებში.
დილიკაურის სკოლის მოსწავლეები და დილიკაურში მცხოვრები დასაქმებული ახალგაზრდები. სულ 80 ადამიანი.
სკოლის მოსწავლეები- 60
სხვა ახალგაზრდები- 20
ელექტროენერგიის ამორთვა უამინდობის გამო. შევეცდებით ავირჩოთ ისეთკი დღე, როდესაც კარგი ამინდი იქნება.
პროექტი იქნება მდგრადი, რადგან ვფიქრობთ, რომ ფორუმ თეატრი გამოიწვევს დაინტერესებას და შემდგომშიც განვახორციელებთ რამდენიმეჯერ. გარდა ამისა, ვინაიდან ვქმნით Facebook გვერდს და ვაპირებთ ვიდეორგოლებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის ატვირთვას, ამას ექნება რეგულარული ხასიათი და მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას სამოქალაქო საკითხების შესახებ.
პროექტი მოიცავს სამ ფაზას:
კომენტარის დამატება