პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის სოფელის ტერიტორიაზე მდებარე მატერიალური კულტურული ძეგლების - ჭონჭყოს საწნახელისა და მერეს საწნახელის დასფუთავება, ძეგლთან მისასვლელი ბილიკის მოწესრიგება, ძეგლების პოპულარიზაცია და საზოგადოების დაინტერესება. ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში მოხდება ფოტოების და სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღება, მოსწავლეები მოიძიებენ ძეგლების ისტორიისა და ტრადიციების ამსახველ მასალებს, შეხვდებიან ადგილობრივი მუზეუმის ხელმძღვანელობას, შეიქმნება გვერდი სოციალურ ქსელში და საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მოცემული იქნება ძეგლის სურათები და მოკლე ისტორია. დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება მაჭახლის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ღონისძიებას დაესწრება მოსწავლეები, სოფლის მოსახლეობა, მაჭახლის ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმის და სოფლის გამგეობის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოხდება განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია, სურათების გამოფენა, სარეკლამო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, ბროშურების გავრცელება.