მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემში ძლიერი, განვითარებული და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.
შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდები თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება.
მოსალოდნელი შედეგები
ამაღლდება ახალგზრდების ცნობიერების დონე ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში ხელს შეუწყობს სოციალურ პასუხისმგებლობას გარემოზე ზრუნვის, ცხოვრების წესის მოწესრიგების და ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით.
მოსალოდნელი შედეგი-ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გზით ვუზრუნველყოთ არა მხოლოდ ახალგაზრდების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას, არამედ დავეხმაროთ მათ გახდნენ უფრო პროდუქტიული, პასუხისმგებლიანი და ბედნიერი ადამიანები
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
ჩვენი სოფელი ივერია — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, დაბა ასპინძის თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.
სოფელი დასახლებულია, როგორც ძირძველი მესხი ასევე ეკომიგრანტებით. სოფელი მაღალმთიანია და მრავალი პრობლემა აქვს. როდესაც პრიორიტეტების განხილვა ხდება ძირითადად განხილვის საგანია სასმელი და სარწყავი წყალი, გზის და სხვა სახის პრობლემები. სამწუხაროდ ვერასდროს ვერ ვახერხებთ ჩვენი ახალგაზრდების პრობლემების წინა ხაზზე გადმოწევას.
სოფელს აქვს სპორტული მოედანი და სივრცე მაგრამ არ არის არანაირად აღჭურვილი.საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ არ გვაქვს საშუალება შევიკრიბოთ და ვითამაშოთ. აღარ ვსაუბრობთ თამაშების მრავალფეროვნებაზე. ის რაც სხვაგან ჩვენი თაობის ახალგაზრდებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენთვის მიუწვდომელია.
ჩვენ ვისწავლეთ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა მნიშვნელოვანია და ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ სპორტული აქტივობები არ არის. შესაბამისად გვინდა ჩვენს თემს და თანატოლებს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია: რადგან ამ ასაკში ჩამოყალიბებული ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ვისწავლეთ, რომ რეგულარული სპორტი და ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს განწყობას, ამცირებს სტრესს და დეპრესიის რისკს. რაც სამწუხაროდ ჩვენს თაობაში ძალიან დიდი პრობლემაა გაზრდილი თვითმკვლელობების სტატისტიკის გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენს თანატოლებს ინფორმაცია მავნე ჩვევების ჩამოყალიბების მნიშვნელობასტან დაკავშირებით ახალგაზრდობის ასაკში ჩამოყალიბებული ჯანსაღი ჩვევები, როგორიცაა სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში, დასვენების და ძილის რეჟიმის დაცვა, სიცოცხლის მანძილზე შენარჩუნების ალბათობას ზრდის.-ეს პრობლემები სამწუხაროდ ჩვენს თაობაში აქტუალურია.
მავნე ჩვევების პრევენცია (ალკოჰოლის, თამბაქოს ან ნარკოტიკების მოხმარება) მარტივია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის გზით.
ცნობილი რომ ჩვენს თაობაში ,ტექნოლოგიების ეპოქაში ახალგაზრდები ნაკლებად აქტიურები ხდებიან ფიზიკურად და დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ეხმარება ამ ტენდენციის შემცირებაში .
გვსურს ეთის მხრივ ეს ინფორმაცია დეტალურად გავავრცელოთ თემში ხოლო მეორეს მხრივ შევქმნათ შესაბამისი გარემო . რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაზდეს ჩვენი თანამოაზრე.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის დავგეგმავთ აქტივობებს, რომლებიც იქნება ინტერაქტიული, საგანმანათლებლო და პრაქტიკული.
1. ჩატარდება თემში გამოკითხვა ცხოვრობენ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესით და ფლობენ თუ არა ინფორმაციას
2. ტრენინგები ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის, წყლის მნიშვნელობისა და მავნე ჩვევების ზიანის შესახებ.
4. ფილმებისა და ვიდეორგოლების ჩვენება საგანმანათლებლო ვიდეოები ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობებზე და ცხოვრების მავნე ჩვევების შედეგებზე.
5. ჯანსაღი ცხოვრების შესახებ კონკურსი ესეების კონკურსი, ნახატების შექმნა და პრეზენტაციების მომზადება ჯანსაღი ცხოვრების თემაზე.
5. სპორტული ღონისძიებები ფეხბურთი, ფრენბურთი, ტენისი
6. ჯანსაღი კვების წახალისება ჯანსაღი კვების სემინარები სწორი კვების წესების გაცნობა მოსწავლეების მიერ სახლში მომზადებული ჯანსაღი საჭმლის გამოფენები. შაქრიანი სასმელების შემცირება საინფორმაციო კამპანია შაქრიანი სასმელების ზიანზე და წყლის სასარგებლო თვისებებზე.
7. მავნე ჩვევების პრევენცია საინფორმაციო კამპანიები პრეზენტაციები და დისკუსიები თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ. ინტერაქტიული თამაშები, რომლებიც ასახავს მავნე ჩვევების შედეგებს.
8. მომზადდება ბროშურები და გავრცელდება თემში
9. კლუბის სოციალური მედიის გვერდზე განთავსდება პროექტის განხორციელების შესახებ და ასევე სხვა საჭირო ინფორმაციას.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
სპორტული ინვენტარი:
1,მაგიდის ჩოგნის მაგიდა
2,ფრებნურთის ბადე
3,ფეხბურთის 2 ბურთი
4,ფრენბურთის 2ბურთი
5,კალათბურთის 2 ბურთი
პროექტის პარტნიორები
სასკოლო საზოგადოება, მშობლები, თემი, ექიმი, სპორტსმენი, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
თემი
მშობლები
მოსწავლეები
მასწავლებლები
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
თემი-324
მშობლები-5
მოსწავლეები-63
მასწავლებლები-5
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
მკაცრი კლიმატი-აქტივობებს ჩავატარებთ ალტერნატიულ ფართში
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
1. მოხდება განხორციელებული პროექტის სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრირება პროექტი გახდება სასწავლო პროგრამის ნაწილი (მაგ., ჯანსაღი კვების გაკვეთილები, მავნე ჩვევები.
2. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ჩვევების ფორმირებას ადრეულ ასაკში და მოხდება მისი გაგრძელება უფროსკლასელებსა და სტუდენტებში.
3. პროექტის დასრულების შემდეგაც მოხდება ერთობლივად მშობლების, თემის წარმომადგენლების და მასწავლებლების ჩართულობით ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება რადგან უკვე შექმნილი იქნება თანამშრომლობის ფაქტი. ეს კი აძლიერებს პროექტის გავლენას, მოსწავლეებს თავდაჯერებას მატებს.
4. შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდები თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება.გარემოს ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა ფიზიკური აქტივობის წახალისების მნიშვნელოვანი წინაპირობაა
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემში ძლიერი, განვითარებული და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.
შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდები თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება.
ივერიის საჯარო სკოლა არისასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელის მცირებიუჯეტიანი სკოლა. მსგავსი სახის პროექტების დაფინანსება და განხორციელება მნიშვნელოვანია მოსწავლეების და სოფლის თემის მომავალი განვიტარებისთვის.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Marine Sudadze
დეკემბერი 5, 2024 | 10:32 pmპროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემში ძლიერი, განვითარებული და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.
შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდები თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება.
ივერიის საჯარო სკოლა არისასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელის მცირებიუჯეტიანი სკოლა. მსგავსი სახის პროექტების დაფინანსება და განხორციელება მნიშვნელოვანია მოსწავლეების და სოფლის თემის მომავალი განვიტარებისთვის.