პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ნინო გოხელაშვილი-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2001-04-17
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი 9გ კორპუსი
მობილური ტელეფონი
598751855
ელექტრონული ფოსტა
gokhelashvilin@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ნინო გოხელაშვილი-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელიც დააკვირდება პროექტის განხორციელებას და მონიტორინგს გაუწევს პროცესს
სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
448
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
ინტერნეტი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მნიშნელობაზე;
სკოლის მოსწავლეებში საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების პოპულარიზება;
პროექტის განხორციელების პროცესში და შემდგომში სკოლის ათობით მოსწავლე მიიღებს ინფორმაციას, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ეტაპების შესახებ.
პროექტის განხორციელების პროცესში და შემდგომ მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიულ და დასავლურ განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის განხორციელების შემდეგ მოკლე ვადაში სკოლის მოსწავლეებში ამაღლდება ცნობიერება საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებში გაწევრიავრიანებისა და მისგან მიღებული სარგებელის შესახებ. ასევე სკოლის მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რატომააა მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაცვა და რა პერსპექტივას მოუტანს ქვეყანას იგი. გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად კი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სოციალურ კამპანიებსა და სამოქალაქო აქტივობებში, რასაც მიეცემა მასშტაბური სახე და მოიცავს მთელ საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტურ გზაზე.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
აღნიშნული პროექტი ეხმაურება ინფორმაციის ნაკლებობას სკოლის მოსწავლეებში ევროკავშირის მნიშვნელობასა და როლზე საქართველოს განვითარებაში, ასევე იგი მიემართება იმ პროპაგანდასთან საბრძოლველად, რომელიც აზიანებს ევროსტრუქტურების მიზნებსა და გეგმებს საქართველოსთან დაკავშირებით, რაც მძიმედ აისახება საქართველოს მომავალზე.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის მიზნის მისაღწევად დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტურად განხორციელებას.
ჩატარდება საინფორმაციო ტრენინგი სკოლის მოსწავლეთათვის, რომელსაც წარუძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და სამოქალაქო განათლების ფორუმის წევრი მასწავლებელი
ასევე ჩატარდება არაერთი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც დეტალურად გააცნობენ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროატლანტიკურ მიზნებთან და მიღწევებთან დაკავშირებით
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მოამზადებენ საინფორმაციო პოსტერებსა და ფლაერებს, რომლებსაც გაავრცდლებ საზოგადოებაში, ასევე ჩაატარებენ ინტერვიებსა და გამოკითხვებს თბილისის მასშტაბით
მოსწავლეები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და წარმართვაში, რისთვისაც ისინი შექმნიან სოციალურ ქსელებს და გადაიღებენ ვიდეო რგოლებს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე, რომელსაც წარუდგენენ ფართო აუდიტორიას
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთები უშუალოდ ესაჭიროებათ პროექტის მონაწილეებს, რათა დაგეგმონ და წარმატებით განახორციელონ პროექტი.
ძირითადი საჭიროებები უკავშირდება საკანცელარიო ნივთებს, ფართის ქირავნობას ტრენინგის ჩასატარებლად, ასევე ტრენერის მოწვევასა და იმ ნივთების შეძენას, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებაა პროექტის განხორციელებისას.
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გვეყოლებიან მოწვეული ლექტორები ტრენინგის ჩასატარებლად
ასევე ვითანამშრომლებთ თბილისში არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
ასევე ვითანამშრომლებთ არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, ჩემი ხმა ევროკავშირს და სხვა.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან თბილისის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები, რომელთა რაოდენობაც 100-150 ადამიანამდე იქნება.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
სკოლის მოსწავლე 80
მასწავლებელი 20
მშობელი 20
სკოლის ადმინისტრაცია 20
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკი მოტივაციის ნაკლებობა და არაორგანიზებულობა იქნება, თუმცა მოგვარების არაერთი გზა არსებობს
ასევე შესაძლოა ვერ მოხერხდეს ბენეფიციარების სრულად ჩართვა პროცესში, თუმცა მოძიებული გვექნება ალტერნატიული მექანიზმები ბენეფიციარების მოსაძიებლად
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის მიზანი გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე, შესაბამისად მასში ჩართული თითოეული მხარე ვალდებულებას აიღებს პროექტის მდგრადობაზე. პროექტის მონაწილეები შეისწავლიან და აითვისებენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ისინი მომავალში აქტიურად დაიცავენ მათ უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფოს წინაშე. ასევე, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ესმით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაცვის მნიშვნელობა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას საქართველოში ევროპული ღირებულებების შექმნასა და განვითარებაში.
პროექტი „ევროპის გული კავკასიაში“ გახლავთ მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაცვა და განვითარებაა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეიმუშავეს და დაგეგმეს არაერთი აქტივობა.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 7, 2024 | 12:24 pmპროექტის ხელმძღვანელი პედაგოგო ვერ იქნება, თუ შესაძლებელია ცვლილება შეგვიძლია განვიხილოთ