პროექტის მიზანია, მუხრანას სკოლის მოსწავლეთა ინტეგრაცია ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის „განთადის“მოსწავლეებთან რადგან ერთის მხრივ აზერბაიჯანელ ბავშვებს ექნებათ ქართულ ენასთან ინტენსიური კონტაქტი,მეორეს მხრივ კი სარეაბილიტაციო ცენტრის „განთადის“მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ახალი ნაცნობები და ამასთანავე შეისწავლონ ხელსაქმე,რომელიც ასე ძალიან მოსწონთ და რომლის განსახორიელებლადაც საჭიროა პატარა ქოთნების გუაშების და საყვავილეების შესყიდვა რათა მათ ჰქონდეთ სამუშაო ნედლეული და შეძლონ ქოტნებისა და თიხის მოხატვა და ასევე თიხისაგან კულონებისა და სხვა საინტერესო ნივთების გაკეთება. ..ვფიქრობთ ეს პროექტი როგორც ერთ ისე მეორე მხარეს აგრძნობინებს რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და მათაც შეუძლიათ ბევრი სიკეთის გაკეთება..ამის მისაღწევად გაიმართება კვირაში ორჯერ ტრენინგები.სადაც ორივე სკოლის აღსაზრდელები შეისწავლიან ხელსაქმეს და გამოიყენებენ მას პრაქტიკაში.მუხრანას სკოლის შშმ და X კლასის მოსწავლეები სკოლის შიდა ეზოში მოაწყობენ სკვერს ყვავილნარით და მოხატავენ კედლებს.რათა შშმ ბავშვებისათვის შეიქმნას მყუდრო და სასიამოვნო გარემო..ასევე უზრუნველყოფენ რომ პანდუსი რაც შეიძლება მალე იქნას გაკეთებული. რადგან სწორედ მათი ადვოკატირებით ჩვენი სკოლის ერთ-ერთ შშმ მოსწავლეს(გუსეინოვ თურანს) შეუძინეს ეტლი.ანუ მოსწავლე სკოლამდე კი მოდის მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე სკოლაში მისი მოხვედრა შეუძლებელია. ხოლო XI კლასისი მოსწავლეები კი იმუშავებენ „განთიადის“ბენეფიციარებთან ერთად სარეაბილიტაიო ცენტრშივე რადგან „განთიადის“ბენეფიციარებს უჭირთ უცხო გარემოში ადაპტაცია ამიტომ ჩვენი სკოლის აღსაზრდელები თვითონ ეწვევიან ცენტრს და იქვე მოხდება ხელნაკეთი ნივთების გამზადება გამოფნა-გაყიდვისათვის.კულიმინაცია კი იქნება სიკეთის კეთების სწავლება.ისინი თავისი ხელით შექმნილი ნაკეთობებით მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას და კინო ჩვენებას სადაც ნაჩვენები იქნება მათი გარჯა.შშმპირთა სურვილები,მისწრაფებები.შემოსული თანხა კი მთლიანად გადაეცემა სარეაბილიტაციო ცნტრს.გამოფენა გაყიდვა მოეწყობა 14 ივნისს.შშმ პირთა დღეს.ჩვენს რაიონში ეს ღონისძიება არც თუ ისე კარგად იცის საზოგადოებამ.ამით ხალხი უფრო მეტს გაიგებს მათ შესახებ და ამ დღის დანიშნულებაზე.მითუმეტეს რომ ეს ღონისძიება გაშუქებული იქნება მედიაში და ასევე ატვირთული იქნება ინტერნეტ პორტალზე.ეს შესაძლებლობა კი ერთი ორად ზრდის მეტი ინფორმაციის გაზიარების შანსს.