თინათინ იმნაძე, მარიამ კვიტაიშვილი, ელისა ჩხაიძე და ხათუნა ჩხაიძე - პროექტზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
პროექტის მთავარი მიზანია დეზინფორმაციის გავრცელების შემცირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების აუცილებლობის შესახებ.
მოსალოდნელი შედეგები:
1.საზოგადოების განათლება: მონაწილეები შეძლებენ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებას, განასხვავებენ სანდო და არასანდო ინფორმაციას და შეიძენენ კრიტიკული ანალიზის უნარებს.
2.ციფრული მიდგომების გაუმჯობესება:
მოსახლეობის ციფრული სიფხიზლე გაიზრდება, რაც დაეხმარება მათ დეზინფორმაციული კამპანიების გავლენის შემცირებაში.
3.ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდება:
შეიქმნება მასალები (ბუკლეტები), ტრენინგ პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების პროცესს.
4.გავრცელების პრევენცია:
ინფორმაციის სანდოობის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ და სწორი კომუნიკაციის პრაქტიკამ შეიძლება შეამციროს დეზინფორმაციის გავრცელების ტემპი.
პირველი ეტაპი: გამოკითხვა ხალხში
მეორე ეტაპი: ტრენინგები და სახალისო თამაშები
მესამე ეტაპი: ბუკლეტების და სტიკერების შექმნა
ცნობიერების ამაღლება:
პროექტის მონაწილეები (ტრენინგებისა და თამაშების მეშვეობით) უკეთ შეიტყობენ დეზინფორმაციის არსს, მის გავლენებს და მასთან ბრძოლის მეთოდებს.
2. ინფორმაციის გავრცელება:
გავრცელდება ბუკლეტები და სტიკერები, რომლებიც საზოგადოებას მიაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას დეზინფორმაციის ამოცნობის ინსტრუმენტებზე და მისი გავრცელების პრევენციაზე.
3. საზოგადოებრივი ჩართულობა:
გამოკითხვებისა და ინტერაქტიული აქტივობების შედეგად გაიზრდება საზოგადოების ჩართულობა დეზინფორმაციის პრობლემის განხილვაში.
4. კრიტიკული აზროვნების გაძლიერება:
პროექტში მონაწილე ადამიანები შეძლებენ უკეთ გააანალიზონ ინფორმაცია და განასხვაონ სანდო და არასანდო წყაროები.
5. დეზინფორმაციის გავრცელების შემცირება:
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შედეგად შემცირდება დეზინფორმაციის გადაცემის სისწრაფე და მასშტაბი.
6. მედიაგანათლების გაძლიერება:
პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები (ბუკლეტები, სტიკერები, ტრენინგების მასალები) გამოყენებული იქნება მომავალი ინიციატივებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მედია განათლების სისტემატიურ განვითარებას.
7. საზოგადოებრივი მედეგობა:
დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მდგრადობა გაიზრდება, რაც მისცემს შესაძლებლობას უკეთ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ონლაინ პლატფორმებზე და სოციალური მედიის სივრცეში ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადის პირობებში, მოქალაქეებს ხშირად უჭირთ განასხვაონ სანდო წყაროები და არასწორი ინფორმაცია.
პრობლემის ძირითადი ასპექტები:
ცნობიერების ნაკლებობა:
საზოგადოების ფართო ფენებს არ აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განასხვავონ ნამდვილი ინფორმაცია და დეზინფორმაცია. ბევრი ადამიანი არ იყენებს ან არ იცნობს სანდოობის გადამოწმების მეთოდებს.
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს დეზინფორმაციას, სწრაფად გავრცელდეს მასობრივად და გავლენა მოახდინოს დიდ აუდიტორიაზე.
საჭიროებები:
ბენეფიციარების ციფრული სიფხიზლის გაუმჯობესება და ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტების გაცნობა.
ინტერაქტიული განათლების მეთოდებით (ტრენინგები, თამაშები) ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. რესურსების შექმნა, როგორიცაა ბუკლეტები და სტიკერები, რაც ხელმისაწვდომი იქნება ფართო აუდიტორიისთვის.
პროექტი პირდაპირ ეხმიანება აღნიშნულ გამოწვევებს და მიზნად ისახავს საზოგადოების განათლებას, დეზინფორმაციის აღქმის გაუმჯობესებას და მისი გავრცელების პრევენციას
1. გამოკითხვა და ინფორმაციის ანალიზი
ვინ: პროექტის გუნდის წევრები და მოხალისეები.
რას: ჩატარდება ონლაინ და პირისპირ გამოკითხვები, რომლითაც განისაზღვრება დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბი და საზოგადოების ცოდნის დონე. გამოიხატება ძირითადი საჭიროებები და დაიგეგმება შემდგომი აქტივობები.
2. საინფორმაციო სესიები
ვინ: გუნდის წევრები.
რას: ჩატარდება სესიები თემებზე: დეზინფორმაციის ამოცნობა. ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტები. კრიტიკული აზროვნების განვითარება. ინტერაქტიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები პრაქტიკულად განიხილავენ რეალურ მაგალითებს.
3. ინტერაქტიული თამაშების ორგანიზება
ვინ: გუნდის წევრები.
რას: მომზადდება ინტერაქტიული თამაშები, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს პრაქტიკულად გაიაზრონ დეზინფორმაციის საფრთხეები. თამაშები ჩატარდება ტრენინგების დროს.
4. ინფორმაციული მასალების შექმნა და გავრცელება
ვინ: გუნდის წევრები
რას: შეიქმნება ბუკლეტები და სტიკერები, რომელთა გავრცელება მოხდება ტრენინგებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში. მასალები განთავსდება სოციალურ ქსელებში.
5. სოციალური მედიის კამპანია
ვინ: გუნდის წევრები.
რას: რეგულარულად გავრცელდება პოსტები, ვიდეოები და ინფოგრაფიკები დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე.
სად: Facebook, Instagram, TikTok და YouTube.
6. შედეგების შეფასება და რეპორტის მომზადება
ვინ: მონიტორინგისა და შეფასების ჯგუფი.
რას: ჩატარდება საბოლოო გამოკითხვა. შედგება პროექტის შედეგების რეპორტი და დასკვნები.
1. საკანცელარიო ნივთები: ფურცლები, კალმები, მარკერები, ფლიპჩარტები და დაფები ტრენინგებისა და სემინარებისთვის.350ლ
2. ბუკლეტები და სტიკერები - დიზაინის შექმნა, ბეჭდვა და გავრცელება, რათა ინფორმაციის ვიზუალური გავრცელება ეფექტიანი იყოს. 250ლ
3. საჩუქრები ინტერაქტიული თამაშებისა და ტრენინგების მონაწილეებისთვის მოტივაციის გასაზრდელად და ჩართულობის უზრუნველსაყოფად. 330ლ
4. ფართის/ტექნიკური მოწყობილობების დაქირავება ან გამოყენება სემინარების ეფექტურად ჩასატარებლად. 250ლ
5. გაადადგილება 100ლ
ადგილობრივი თემი, ახალგაზრდები, მშობლები
ახალგაზრდები
მშობლები
ადგილობრივი თემის წარმომადგენლები
ონლაინ აუდიტორია
მოსწავლები - 50
ონლაინ აუდიტორია - 80
ადგილობრივები 50
პროექტის განხორციელებას შეიძლება ხელს
შეუშალოს შემდეგი რისკები:
1. დეზინფორმაციის უარყოფა ან ინტერესის
არარსებობა
რისკი: პროექტის აუდიტორია შესაძლოა არ
დაინტერესდეს დეზინფორმაციის საკითხით ან
არ მიაქციოს ყურადღება ტრეინინგებსა და
მასალებს.
გასავლელი გზა: გამოვიყენებთ ინტერაქტიულ და
გართობის ელემენტებს (თამაში, სემინარები),
რათა მონაწილეები დაინტერესდნენ თემით.
პროექტში დამატებით გამოვიყენებთ
პრაქტიკულ, ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოსაყენებელ მაგალითებს, რათა
აუდიტორიამ უკეთ დაინახოს დეზინფორმაციის
საფრთხე.
2. ტექნიკური პრობლემები
რისკი: ტრენინგების დროს ტექნიკური
მოწყობილობების (პროექტორები, აუდიო
სისტემა) გაუმართაობა, რაც შეაჩერებს
ღონისძიების მიმდინარეობას.
გასავლელი გზა: წინასწარ შევამოწმებთ ყველა
ტექნიკურ აღჭურვილობას და ავაწყობთ
სარეზერვო გეგმას ტექნიკური შეფერხებების
შემთხვევაში (მაგალითად, ხელმისაწვდომი
ვარიანტები, ალტერნატიული მოწყობილობები).
3. წარმოების ან განაწილების შეფერხება
(ბუკლეტები, სტიკერები)
რისკი: ბუკლეტების, სტიკერების და სხვა
პრეზენტაციული მასალების დაგვიანებული
ბეჭდვა ან არასაკმარისი რაოდენობა.
გასავლელი გზა: მასალების პრინტინგი დავიწყოთ
ადრეულ ეტაპზე, რათა დავასრულოთ და
გავანაწილოთ დროულად.
4. პროექტის შესახებ ინფორმაციის არასაკმარისი
გავრცელება
რისკი: საზოგადოება არ იქნება
ინფორმირებული პროექტის შესახებ, რის გამოც
ნაკლები ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
გასავლელი გზა: სოციალური მედიის
პლატფორმების აქტიური გამოყენება,
5. მონაწილეების დაბალი ჩართულობა და
ინტერესი
რისკი: მონაწილეები ვერ ჩაერთვებიან
აქტივობებში ან ტრენინგებზე დასწრება დაბალი იქნება.
გასავლელი გზა: შევქმენათ მოტივაციური
მექანიზმები (მაგალითად, საჩუქრები ან
სერთიფიკატები) და ჩავრთოთ აქტივობები,
რომლებიც მეტ ინტერესს გამოიწვევს.
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, მისი
მდგრადობა და საქმიანობის გაგრძელება მიიღებს
შემდეგი ფორმების სახით:
1. საზოგადოებრივი ცნობიერების შენარჩუნება და გაძლიერება:
2. ინფორმაცია დარჩება ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმებზე (Facebook, Instagram, YouTube), რაც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას და პრობლემის გააზრებას.
პროექტი მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას და მოსახლეობაში კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერებას. ინიციატივა მოიცავს საგანმანათლებლო კამპანიებს, დეზინფორმაციის ამოცნობის ინსტრუმენტების მიწოდებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების აუცილებლობის შესახებ.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
ქეთი გობრონიძე
დეკემბერი 4, 2024 | 8:57 pmპროექტის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელების შემცირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პროექტი დეტალურად არის გაწერილი და განმახორციელებელ ჯგუფს მნიშვნელოვანი მიზნები აქვთ დასახული.