პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ანანო ინაშვილი, XI კლასის მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-04-08
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ. რუსთავი, მე-17 მკრ. კორ.18, ბინა 41
მობილური ტელეფონი
577508826
ელექტრონული ფოსტა
ananoananochaina@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
1. ანანო ინაშვილი, XI კლასის მოსწავლე: ხელმძღვანელობს პროექტის განხორციელებას, ორგანიზებას უწევს პროექტზე მუშაობას, ამასთან ის პასუხისმგებელია პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის დიზაინის შექმნასა და კონტენტის შემუშავებაზე, დასკვნითი პრეზენტაციისა და ვიდეორგოლის მომზადებაზე.
2. ანანო ჩალაძე, XI კლასის მოსწავლე: პასუხისმგებელია პროექტის პროდუქტების კონტენტის შექმნაზე, უზრუნველყოფს ამ პროდუქციის დაკაბადონებას, დასკვნითი პრეზენტაციისა და ვიდეორგოლის მომზადებაზე.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია ქ. რუსთავის სტუმრებს, აგრეთვე რუსთავის მკვიდრთაც, გაუადვილოს ქალაქის ისტორიის, კულტურული თუ სხვა ღირსშესანიშნაობების მონახულება და შემეცნება. თანამედროვე რუსთავი, მართალია, ახალგაზრდა ქალაქია, მაგრამ მას დიდი და საინტერესო წარსული აქვს. ქალაქში ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც არა მარტო ჩამოსულთათვის იქნება საინტერესო, არამედ თავად რუსთაველებისათვისაც, ვინაიდან ბევრი ფაქტი მათთვის შესაძლოა არ იყოს მათთვის ცნობილი.
ასევე, ვფიქრობთ, ჩვენი ქალაქის სტუმრებისათვის სასიამოვნო იქნება გაეცნონ ქართული სამზარეულოს ნიმუშებს, თავად მიიღონ მონაწილეობა ქართული კერძების შექმნაში.
პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება რუსთავის ღირსშესანიშნაობათა რუკა (გზამკვლევი), ასევე ფლაერები და ბუკლეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ სტუმარი თუ ადგილობრივი მკვიდრი სწორ ადგილას მოხვდეს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტზე, რომლებიც რუსთავის როგორც შორეულ წარსულს, ისე თანამედროვეობასაც შეეხება.
პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა პრეზენტაცია, ასევე ვიდეორგოლის ჩვენება, რომელსაც პროექტის მიმდინარეობისას გადავიღებთ.
საბოლოოდ, პროექტი უზრუნველყოფს რუსთავის შესახებ კომპლექსური ტურისტული გზამკვლევის შექმნას.
პროექტის სხვადასხვა ფაზაზე მონაწილეებს მოუწევთ შეხვედრა დარგის პროფესიონალებთან, რუსთავის უხუცეს მკვიდრებთან, ისტორიკოსებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან. შეხვედრები აღიბეჭდება ფირზე, რომელსაც შემდგომ ვიდეორგოლისათვის გამოიყენებენ.
პროექტის მონაწილეებს მოუწევთ მუშაობა მუზეუმსა და არქივში პროექტის ბეჭვდითი პროდუქციის კონტენტის შესაქმნელად.
ვინაიდან პროექტს ახორციელებს XI კლასის ორი მოსწავლე, სამუშაოს ისინი შეასრულებენ ურთიერთშეთანხმებულად მათი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მოკლევადიანი შედეგი, უპირველესად, აღწერილი პროდუქციის შექმნაა, რომელიც თავდაპირველად წარედგინება შპს სკოლა მილენიუმის სასკოლო საზოგადოებას მათი ინფორმირებისა და პროექტის პროდუქციის დახვეწის მიზნით.
გრძელვადიანი შედეგი იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ქალაქის მასშტაბით გასაჯაროება, უპირველესად, ჩვენს პარტნიორ სკოლებში. დადებითი შეფასებების შემთხვევაში ვიზრუნებთ ჩვენს მიერ შექმნილი გზამკვლევის ტირაჟირებაზე. მიგვაჩნია, რომ ის სერიოზულ დახმარებას გაუწევს რუსთაველებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
პრობლემა ის გახლავთ, რომ ფაქტობრივად რუსთავს არ გააჩნია იმ ტიპის გზამკვლევი, რომლის შექმნასაც ჩვენი პროექტი ითვალისწინებს. მართალია, არის სხვადასხვა წყაროში გაბნეული ინფორმაცია, მაგრამ ისინი არაა შექმნილი სპეციალურად ტურისტული მიზნებისათვის.
ბოლო დროს, როცა ქალაქში, რომელსაც დიდი ისტორიული წარსული და არანაკლებ საინტერესო აღორძინების ისტორია აქვს, დამატებით კიდევ ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა, რომელტაგანაც ბევრი საერთაშორისო მნიშვნელობისაა (მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, თეატალური, ფოლკლორული თუ პოპულარული მუსიკის ფესტივალი) აუცილებლად მიგვაჩნია მ პრობლემის აღმოფხვრა და აღწერილი პროექტის განხორციელება.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
მიზნის მისაღწევად დაიგეგმება შემდეგი ღონისძიებები: შეიქმნება რუსთავის ტურისტული გზამკვლევარი, საინფორმაციო ფლაერები და ბუკლეტები, რომელიც გაუადვილებს ჩვენი ქალაქის სტუმრებს, რომ გაეცნონ რუსთავის ისტორიულ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, აგრეთვე პოპულარიზაციას გავუწევთ ქართულ სამზარეულოს თავად მიიღებენ მონაწილეობას ქართული კერძების მომზადებაში. პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყობა პრეზენტაცია და ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელსაც პროექტის მიმდინარეობისას გადავიღებთ. ეს ღონისძიებები დაიგეგმება რუსთსვის სხვადასხვა საინტერესო ადგილებში. პროექტს უხელმძღვანელებენ ანანო ჩალაძე და ანანო ინაშვილი.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
გრანტის ფარგლებში საჭიროა მოხდეს საკანცელარიო ნივთების შეძენა; საჭირო იქნება პროექტორი, რითაც გაშუქდება პრეზენტაცია და ვიდეო რგოლი.
პროექტის პარტნიორები
შპს სკოლა მილენიუმი, რომელიც პროექტს დაეხმარება კომპიუტერული ტექნიკით, ვიდეოგადაღებისათვის საჭირო მოწყობილობებით.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
ამ პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ტურისტები, ასევე რუსთავის ადგილობრივი მცხოვრებლები. რუსთავში ჩასული ტურისტები ისარგებლებენ ინფორმაციული ბროშურებითა და რუკებით, რომლებიც მათ ქალაქის მთავარ კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს გააცნობენ. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის ჩვენებით, პროექტი მიზნად ისახავს მეტი ტურისტის მოზიდვას და ტურიზმის პოპულარიზაციას. ტურისტების გარდა ადგილობრივო მაცხოვრებლებიც ნახავენ სარგებელს. მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ ამ პროექტში და წარმოაჩინონ თავიანთი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, საქართველოსთვის დამახასიათებელი სამზარეულო, რაც ჩვენი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასთანაც იქნება დაკავშირებული.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
შესაძლო რისკებს შორისაა ტურისტების არასაკმარისი რაოდენობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ხელს შევუწყობთ პროექტის სოციალური მედიის განვითარებას, შევქმნით სოციალურ გვერდებს, რომელთა მეშვეობითაც შევეცდებით მივაწვდინოთ ხმა საზოგდოებას.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
ამ პროექტის მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების გრძელვადიანი ჩართულობითა და პარტნიორობით. პირველადი დაფინანსების დასრულების შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ რუსთავის ტურიზმის პოპულარიზაცია ადგილობრივი ბიზნესებისა და ტურისტული ქსელების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ბროშურებისა და რუკების წარმოებას და გავრცელებას. გარდა ამისა, ჩვენ დავამყარებთ ურთიერთობას ადგილობრივ რესტორნებთან და შეფ-მზარეულებთან, რათა მოვაწყოთ ქართული კერძების დეგუსტაცია, როგორც კულტურული ღონისძიება. ჩვენ ასევე შევქმნით მოხალისეობრივ პროგრამას, რათა ჩავრთოთ მაცხოვრებლები პროექტის შენარჩუნებასა და განახლებაში, რაც უზრუნველყოფს პროექტის ზრდას მომავალი წლების განმავლობაში.
რუსთავის ტურისტული გზამკვლევის, საინფორმაციო ფლაერებისა და ბუკლეტების შექმნა, რომელიც გაუადვილებს ჩვენი ქალაქის სტუმარს გაეცნოს რუსთავის ისტორიულ, კულტურულ, მხარეთმცოდნეობით და სხვა ღირსშესანიშნაობებს, აგრეთვე პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ სამზარეულოს.
კარგი იქნებოდა, რომ პროექტით გათვალისწინებული პროდუქტები (გზამკვლევი, ვიდეო რგოლი) გაევრცელებინათ ტურიზმით დაინტერესბულ სტრუქტურებში ან მინიმუმ ონლაინ მაინც გაეხადათ მეტი მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ამას გულისხმობდნენ და აპლიკაციაშ ვერ გადაიტანეს, რადგან ეს კერძო სკოლა პირველად იღებს მონაწილეობას კონკურსში
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ცირა თ
დეკემბერი 4, 2024 | 1:43 pmკარგი იქნებოდა, რომ პროექტით გათვალისწინებული პროდუქტები (გზამკვლევი, ვიდეო რგოლი) გაევრცელებინათ ტურიზმით დაინტერესბულ სტრუქტურებში ან მინიმუმ ონლაინ მაინც გაეხადათ მეტი მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ამას გულისხმობდნენ და აპლიკაციაშ ვერ გადაიტანეს, რადგან ეს კერძო სკოლა პირველად იღებს მონაწილეობას კონკურსში