პროექტის მიზანია თითოეულმა მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ის საზოგადოების აქტიური წევრია, ჰქონდეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია კრიტიკულ სიტუაციებში, იზრუნოს იმისათვის, რომ საკუთარ სკოლასა და სოფელს მოუტანოს სარგებელი . შესძლოს თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება. პროექტის ფარგლებში მოხდება სამოქალაქო განათლების ოთახისა და სკვერის მოწყობა სკოლის ეზოში, სადაც მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, გაიმართება დიალოგები, დისკუსიები, კონკურსები. სამოქალაქო განათლების ოთახში პროექტის დამთავრების შემდეგ მოეწყობა ფილმების ჩვენება-განხილვა ისეთ თემებზე, სადაც საუბარი იქნება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებაში. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს დავეხმაროთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, რაც ძალზედ დაბალია, რათა მომავალში ისინი მოგვევლინონ პასუხისმგებლიან სამოქალაქო პირებად.
მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას სამოქალაქო საზოგადოების როლზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის,განუვითარდებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები,ინდივიდვალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის უნარი,მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეების კეთილდღეობის გაუნჯობესებაში.
ასევე მოხდება მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში,გაიზრდება მათი როლი,როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრის.