ანასტასია მდინარაძე-ხელმძღვანელი,მოსწავლე
ანამარია სანიკიძე-მოსწავლე,განმხორციელებელი,ბენეფიციარებთან ურთიერთობა
ელენე მეფარიშვილი-მოსწავლე,აქტივობათა ორგანიზატორი
ნინო მიქაშავიძე-მოსწავლე,პარტნიორებთან ურთიერთობა,ორგანიზება
ლიზი ბერაძე-მოსწავლე,საჭირო ნივთების აღჭურვა
ანანო სიხარულიძე-მოსწავლე,აქტივობათა ორგანიზატორი
პროექტის მიზანია 14-18 წლის მოზარდებში პირველადი დახმარებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება და საგანგებო სიტუაციებში სწრაფი, ეფექტური რეაგირების სწავლება. მიზნად გვაქვს ხელი შევუწყოთ მოცემულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
მოკლევადიანი შედეგები:
1.პირველადი დახმარების უნარების განვითარების გაზრდა და მონაწილეთა მზაობა საგანგებო სიტუაციებში: პროექტის განხორციელების შემდეგ, 14-18 წლის მონაწილეები მიიღებენ საჭირო ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, თუ როგორ შეძლონ საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი და ეფექტური მოქმედება და საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (როგორიცაა ჭრილობის დამუშავება, ცეცხლმაქრის გამოყენება, მკურნალობა მოტეხილობებზე და სხვა.)
2.ჯგუფური თანამშრომლობისა და კრეატიულობის გაძლიერება: თამაში „უპასუხე გამოწვევებს“ და სხვა აქტივობები ხელს შეუწყობს მონაწილეების გუნდურ მუშაობას, რაც მათ საშუალებას მისცემს რეალურ საგანგებო სიტუაციებში უკეთესად ითანამშრომლონ გუნდთან და მიიღონ დროული გადაწყვეტილებები.
3.გუნდური შეფასება და პრიზების გადაცემის შედეგები:
პროექტის დასასრულს მონაწილეები მიიღებენ პრიზებს და მოტივაციას, რაც გააძლიერებს მათ დაინტერესებასა და პირველადი დახმარების სწავლის სურვილს.
მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები (გუნდურობა, დროულობა და ცოდნის გამოყენება) დაგვანახებს, რამდენად წარმატებით გაიარა პროექტმა თავისი მიზნები.
გრძელვადიანი შედეგები:
1.საგანგებო სიტუაციებში შემდგომი რეაგირების უნარების გაუმჯობესება
2. ლიდერული უნარების განვითარება: პროექტის მონაწილეები, რომლებიც შეიძენენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, შეძლებენ გაავრცელონ სწორი ინფორმაცია თანატოლებში და საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ, რაც გააძლიერებს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ აქტივობებში და რაც გაზრდის მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
3.გენდერული თანასწორობა; ასევე ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობას, რადგან მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბიჭები, ისე გოგონები რაც გაზრდის მათ საზოგადოებრივ ცნობიერებას.
პირველადი სამედიცინო დახმარების და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცოდნა აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული, მითუფრო გაიზრდება სიცოცხლის გადარჩენის, დაზიანების შემცირების და კრიზისული სიტუაციების მართვის შესაძლებლობა. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით 14-18 წლის ახალგაზრდები, არ ფლობენ საგანგებო შემთხვევებისას ეფექტური რეაგირებისთვის საჭირო უნარებს. ეს ზრდის რისკებს და საფთხეს უქმნის მთელი საზოგადოების უსაფთხოებას. პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებიც უფრო უცნობი საკითხია და ელემენტარული კომპეტენციებიც არ გააჩნიათ, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს სავალალო შედეგები. გარდა ამისა, მწირია აღნიშნული ცოდნის მიღების შესაძლებლობები, განსაკუთრებით რაიონში. ჩვენი პროექტი კი ამ პრობლემას მოაგვარებს, კრეატიული და ინტერაქტიური არაფორმალური სწავლებით შეძლებს ახალგაზრდებში საჭირო უნარების განვითარებას. პროექტის მეშვეობით მოზარდები შეიძენენ საჭირო ცოდნასა და უნარებს, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკული გამოცდილებით იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საფრთხის შემთხვევაში, როგორ მოახდინონ პირველადი დახმარება და როგორ ჰქონდეთ დროული რეაგირება, რათა მინიმალური იყოს საფრთხე მათ გარშემო.
1.რაოდენობრივი კვლევა - ,,წინასწარი ნაბიჯები - საგანგებო სიტუაციებისთვის მზადება", პრე კვლევა
2.საინფორმაციო კამპანია-პოსტერების შექმნა და გავრცელება სოციალური ქსელის საშუალებით.
3.ინტერაქტიული ტრენინგი-თემაზე „ტრენინგების ჩატარება პირველადი დახმარების საფუძვლებსა და საგანგებო სიტუაციებში რეაგირების შესახებ“ ჩაატარებს აღნიშნული მიმართულებით გადამზადებული მოხალისე.
4.ექიმის მოწვევა, რომელიც ჩაატარებს ტრენინგსა და სიმულაციას, საგანგებო სიტუაციებში, თუ როგორ შეიძლება დროულმა სამედიცინო დახმარებამ და სწორმა ქმედებებმა გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე. აღნიშნულ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ პრაქტიკაში.
5.სამაშველო სამსახურში ვიზიტი
6.ლაშქრობა-აღნიშნული მიზნის სააბოლოო აქტივობა, რომელიც მოიაზრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას.
აქტივობები; თამაში: „უპასუხე გამოწვევებს“ მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ ტრენინგზე შესწავლილი სამედიცინო და სამაშველო ცოდნა. თამაშის განმავლობაში ისინი შეძლებენ ნამდვილი სიტუაციების სიმულაციაში მონაწილეობას და გუნდურად გადარჩენის სხვადასხვა ამოცანების შესრულებას. გუნდები შეფასდებიან სხვადასხვა კრიტერიუმებით და მოგებულ გუნდს გადაეცემა სიმბოლური პრიზები. პროცესში ჩართული იქნება მოხალისე პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.
7.ადაპტირება ბუნებაში (კოცონის დანტება, კარავის აწყობა, საკვების მოპოვება და სხვა) - ლაშქრობის დღე.
8.მონიტორინგი-პოსტ კვლევა
1.საგანმანათლებლო და საგანგებო სიტუაციების მართვის მასალები: მანეკენი და სხვა აღჭურვილობა (ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ყუთები) აუცილებელია, რათა ბავშვებს პრაქტიკული უნარები და ცოდნა მიეცეთ საგანგებო სიტუაციებში რეაგირების და პირველადი დახმარების შესახებ. ფლიპჩარტები, მარკერები, ფურცლები: საჭირო იქნება ტრენინგების დროს მონაწილეების ცნობიერების ამაღლების და მასალების დასაწერად.
2. თამაშები და აქტივობები:
ჯგუფური თამაშები (პრიზები, აქტივობები): განაპირობებს მოტივაციას და გუნდურ მუშაობას, რაც მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში ეფექტური და სწრაფი რეაგირებისთვის.
3. კვება და სასმელები:
წყალი, ხილი, სნექი საჭიროა, რომ მონაწილეები მიიღონ ენერგია
4. ლაშქრობის აღჭურვილობა:
ჩანთები, ქუდები, ფანრები: საჭიროა, რათა ტრენინგი და აქტივობები განხორციელდეს გარე გარემოში, სადაც მონაწილეებს მოუწევთ რეაგირება საგანგებო სიტუაციებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ სამედიცინო სფეროს მუშაკთან (ექიმი) და სამაშველო სამსახურში მომუშავე პირებთან (მაშველებთან).
ექიმი-ჩაატარებს ტრენინგსა და სიმულაციას.
მეხანძრის დახმარებით მოვახდენთ საგანგებო სიტუაციებში სწორი ქცევის დემონსტრირებას. გვასწავლის ხანძრის დროს გადარჩენის სტრატეგიებს, უსაფრთხოების ზომებს და იმას, თუ როგორ მოვახდინოთ დაუყოვნებლივ რეაგირება. ვეწვევით სახანძროს შენობას,ასევე ვითანამშრომლებთ წითელ ჯვართთან და დაგვეხმარებია მოხალისეების მოკრებვაში და ტრენინგების ჩატარებაში.
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან-14-18 წლის მოზარდები, დაინტერესებიდან, საჭიროებიდან და პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რათა ვაპირებთ ბუნებაში ლაშქრობის მოწყობას.
თამაშის განხორციელებისთის საჭიროა-სულ მცირე 60 მონაწილე (მოვიაზრებთ უფრო მეტ ახალგაზრდასაც, დაინტერესებიდან გამომდინარე).
ახალგაზრდების ჩართვა აღნიშნულ პროცესში;განსაზღვრულ ვადებში პროექტის სისრულეში მოყვანა, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ამინდის, სივრცის პოვნისა და სხვა რისკის გათვალისწინებით
პროექტის მდგრადობა პირველ რიგში გულისხმობს გადაუდებელ სიტუაციაში რეაგირებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას, რომელსაც მოსწავლე მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენებს. საინფორმაციო კამპანიის ეტაპზე შექმნილი რესურსების პარალელურად შეიქმნება საგანმანათლებლო რესურსები აღნიშნული მიმართულებით (ძირითადად ციფრული კონტენტი). შესაბამისად საზოგადოების ცოდნა და მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციებში იქნება შესაბამისი. შესაძლებელია შინაარსობრივი შეხვედრებით ვეწვიოთ სხვადასხვა სკოლას ან ორგანიზაციას.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
ქეთი გობრონიძე
დეკემბერი 6, 2024 | 7:13 pmპროექტის მიზანია პირველადი დახმარების უნარების განვითარების გაზრდა და მონაწილეთა მზაობა საგანგებო სიტუაციებში: იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს და პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს, დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორთან. სასურველი იქნებოდა მიღებული ცოდნის გაზიარებისთვის დაგეგმილიყო თანატოლგანმანათლებელთა სესიები, რათა მეტ ადამიანს მიეღო ინფორმაცია თემის შესახებ.