ლეილა ლევერაშილი სამოქალაქო განათლების პედაგოჰი - მოხალისე
თამარ გორგაძე - მშობელი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია, დაბა თიანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (ტურისტული მარშრუტების და გზამკვლევის შედგენა.)
მოსალოდნელი შედეგები
ა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დაბა თიანეთში ტურიზმის განვითარებას.
ბ. დაბა თიანეთში ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს საოჯახო სასტუმროების ქსელის გაფართოებას. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გასაღებას, ჩვენი კუთხისთვის დამახასიათებელი ნაკეთობების და ხელსაქმის აღორძინებას, რაც დადებითად წაადგება დაბის მოსახლეობის ბიუჯეტს.
გ. პროექტზე მუშაობა გუნდს შესძენს გუნდური მუშაობის გამოცდილებას, თემის მოსახლეობის სხვადასხვა თაობის
ადამიანებთან ურთიერთობის, კვლევის, მასალების მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევებს.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
თიანეთი, როგორც მაღალმთიანი რაიონი, მწირი და ღარიბია. ალბათ ამიტომაც მოსახლეობის დიდი ნაწილი და განსაკუზტრებით ახალგაზრდობა საზღვარგარეთ მიემგზავრება.
თიანეთის მუნიციპალიტეტი არის მწვანე სტატუსის მქონე. ულამაზეს ბუნებასთან ერთად, დაბა თიანეთის ტერიტორია უნიკალურია თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომლებიც ლამაზ ბუნებასთან ერთად საინტერესო სანახავი იქნება ტურისტებისათვის.
დღეს საქართველოს თითოეული კუთხე ეძებს განვითარების გზებს არსებული რესურსების გამოყენებით, მიგვაჩნია, რომ დაბა თიანეთის მომავალი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაც იქნება, კონკურსში მონაწილეობით გვსურს გადავდგათ პირველი პატარა მაგრამ ჩენთვის, დაბისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.
( 1.03.-----1.06.2024წ.) მის განსახორციელებლად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა:
1.სამუშაო ჯგუფის შექმნა, ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება. (არჩემაშვილი ნოდარი - მოსწავლე და სამოქალაქოს მასწავლებელი)
2.დაბის ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების შესახებ ისტორიული, სამეცნიერო და სხვა სახის ლიტერატურის მოძიება და დამუშავება ( ისტორიის პედაგოგი, არქივი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რაიონის მოსახლეობა, ჯგუფის ყველა წევრი). (არჩემაშვილი ნოდარი, დულუზაური ნიკოლოზი, გოჯიაშვილი მარიამი, ზითანაშვილი თამარი (მოსწავლეები) და ისტორიის მასწავლებელი).
3.ტურისტული მარშრუტების შესადგენად დაბა თიანეთის და ახლომდებარე სოფლებში დასათვალიერებელი ღირსშესანიშნაობების, საკვები ობიექტების და სასტუმროების შესწავლა ადგილზე მისვლით, ფოტოსურათების გადაღება. (ქისტაშვილი ნინო, ბადურაშვილი ლუკა, მეჭიაური ელენე, ბალღიაშვილი გიორგი,(მოსწავლეები)
4.დააბა თიანეთის ხუროთმოძრვრული ძეგლების, კვების ობიექტების, სასტუმროების ტურისტული მარშრუტების რუკების შედგენა. (ჭურჭელაური თამარი, გოჯიაშვილი მარიამი, ბიჩინაშვილი მარიამი, მეფარიაშვილი ლიზი. (მოსწავლეები))
5. ტურისტებისთვის „თიანეთის ტურისტული მარშრუტების“ გზამკვლევის შედგენა და დაბეჭვდა ქართულ და ინგლისურ ენაზე (დაგვეხმარება ინგლისურის ენის მასწავლებელი). (დულუზაური ნიკოლოზი, ქისტაშვილი ნინო, ზითანაშვილი თამარი, ბიჩინაშვილი მარიამი. (მოსწავლეები)
6. ტრენინგი გიდის უნარჩვევები პრაქტიკული სამუშაოთი (მოწვეული ექსპერტი)
7. ყოველი კვირი ბოლოს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი და შემდეგი სამუშაო კვირის დაგეგმვა. (არჩემაშვილი ნოდარი და ჯგუფის ყველა წევრი).
8. ძეგლების შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე თემების მომზადება ტურისტებისათვის და გიდის მომსახურების გაწევა საჭიროების შემთხვევაში (დაგვეხმარება ინგლისურის ენის მასწავლებელი). (დულუზაური ნიკოლოზი, ქისტაშვილი ნინო, ზითანაშვილი თამარი, ბიჩინაშვილი მარიამი. (მოსწავლეები))
9. ფეისბუქ გვერდის შექმნა და პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის განთავსება, ასევე მუდმივ რეჟიმში გავაშუქებთ ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩვენს მიერ მომზადებულ გზამკვლევს, ინფორმაციებს ისტორიულ ძეგლებზე, სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე. (ზემოთ აღნიშნული ინფორმაციები განთავსდება რაიონულ გაზეთში). (ბადურაშვილი ლუკა, ბალღიაშვილი გიორგი, ქისტაშვილი ნინო, მეჭიაური ელენე.)
10.ფოტო გამოფენის მოწყობა, პროექტის პრეზენტაცია. (არჩემაშვილი ნოდარი, ჯგუფის ყველა წევრი და სამოქალაქოს მასწავლებელი.)
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
1. ფერადი პრინტერი--გზამკვლევის, მარშრუტებისა და საინფორმაციო ცნობარის (ბუკლეტის) დასაბეჭდად.
2. კატრეჯი
3. ტრანსპორტირება- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, კვების ობიექტებისა და სასტუმროების (საოჯახო სასტუმროების) ადგილზე მონახულება და ფოტოების გადაღება (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ მშობლები)
4. საკანცელარიო ნივთები
პროექტის პარტნიორები
მშობლები, პედაგოგები, (ადამიანური, ფინანსური)
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
მოსწავლეები , მშობლები, პედაგოგები, სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები,დაბა თიანეთის თემის მოსახლეობა.
385 ადამიანი
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები , მშობლები, პედაგოგები, სკოლა დამთავრებული ახალგაზრდები,დაბა თიანეთის თემის მოსახლეობა.
385 ადამიანი
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
ჯგუფის წევრთა ნაკლები ჩართულობა, უამინდობა, (გამოამინდება), ტრანსპორტით მომსახურების შეფერხება.
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დროულად შევძლებთ რისკების აღმოფხვრას.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დაფინანსების დასრულების შემდეგ, გვექნება მზა ტურისტული მარშრუტებისა გზამკვლევიი, ასევე გიდებად გადამზადებული მოსწავლეები (ისინი შემდეგში თვითონ გადაამზადებენ მოსწავლეებს), ყოველივე საფუძველს ჩაუყრის/ხელს შეუწყობს ტურიზმის გავითარებას დაბა თიანეთში.
ჩვენი ტურისტული პაკეტი დააინტერესებს მოგზაურობის მოყვარულებს და გაუჩენს სურვილს იმოგზაურონ „თიანეთის ტურისტულ მარშრუტებზე“.
ტურისტული მარშრუტებიდან შემოსულ თანხას გამოვიყენებთ ტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის (ახალი მარშრუტების შესწავლა-დაგეგმარება, რეკლამა, ექსკურსია-ლაშქრობებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა) (რას გულისხმობთ ტურისტული მარშრუტებიდან შემოსულ თანხად? თუ ამას ვერ ჩაწერთ ეს საერთოდ ამოიღეთ)
პროექტის სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას თიანეთის რაიონში, ტურიზმის განვითრების მიზნით.
მიზანი: პროექტის მიზანია, დაბა თიანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
შედეგები: პროექტის მიზანია, დაბა თიანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა,
გ. პროექტზე მუშაობა გუნდს შესძენს გუნდური მუშაობის გამოცდილებას, თემის მოსახლეობის სხვადასხვა თაობის, ადამიანებთან ურთიერთობის, კვლევის, მასალების მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევებს.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 8, 2024 | 10:26 pmრეკომენდაციას ვუწევთ აღნიშნული პროექტის დაფინანსებას.