პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ანა უღრელიძე, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-02-08
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქობულეთი, აღმაშენებლის N99 ბინა 17
მობილური ტელეფონი
593 17 41 97
ელექტრონული ფოსტა
anaugrelidze9@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ანა უღრელიძე - მოსწავლე - პროექტის ავტორი;
ქეთევან გოლიაძე - მოსწავლე - ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
თაკო რომანაძე - მოსწავლე - სიმულაციური სწავლების დაგეგმვის ხელშეწყობა;
ქეთი მაისურაძე - მოსწავლე - ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
დიმიტრი ცენტერაძე - მოსწავლე - სკოლაში ინფორმაციის გავრცელება; ტრანსპორტირების საკითხების მოგვარება;
მანანა დათუნაშვილი - სკოლის დირექტორის მოადგილე- სასწავლო ცხრილების მორგება მოწვეულ სპეციალისტების შეხვედრების გასამართავად;
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450.00
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა რთული სიტუაციების დროს დროული და ეფექტური გამოსავლის პოვნა; სწორი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი და სხვების სიცოცხლის და უსაფრთხოების შენარჩუნება. პროექტის მიზანია მოსწავლეებში, სასკოლო და სათემო საზოგადოებაში საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო უნარების განვითარება;
პროექტის განხორციელებისას დაგეგმილია სკოლაში სხვადასხვა სფეროს (სამედიცინო, პოლიცია, სახანძრო) სპეციალისტთა მოწვევა და მოსწავლეებისთვის ტრენინგების ჩატარება; ასევე დაგეგმილია მოსწავლეთა ერთობლივი ვიზიტები შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ადგილზე გასვლით მოხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება საგანგებო სიტუაციებში საჭირო დროული ქმედებებისთვის; პროექტი ასევე ითვალისწინებს მასწავლებელთა, მშობელთა და ზოგადად თემის ჩართულობას ამ მეტად მნიშვნელოვან აქტივობებში; დაგეგმილია სიმულაციების და წვრთნების მოკლე პრაქტიკული კურსის ჩატარება.
პროექტის დასასრულს სასკოლო საზოგადოება იქნება აღჭურვილი საჭირო ცოდნითა და უნარებით რთულ სიტუაციებში დროული და აუცილებელი ქმედებების განსახორციელებლად.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ რთულ და დაუგეგმავ სიტუაციებში გონივრული და აუცილებელი ქმედებების უნარ-ჩვევები, მათ ექნებათ სრული ინფორმაცია თუ რა პირველადი ნაბიჯები უნდა გადადგას ასეთ სიტუაციებში ადამიანმა, რომ იზრუნოს საკუთარ და სხვათა უსაფრთხოებაზე; მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ისინი გაუზიარებენ თანატოლებს და საკუთარი თემის წარმომადგენლებს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
საგანგებო სიტუაცია დაუგეგმავი და მოულოდნელი მოვლენაა, რომელიც ნებისმიერ დროს და გარემოში შეიძლება განვითარდეს. მაგ. მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი და სხვა. განსაკუთრებით საშიშ და საფრთხისშემცველი ვითარება იქმნება, თუ ეს სასკოლო პერიოდში და სივრცეში ხდება. ასეთ დროს აუცილებელია მოსწავლეებმა იმოქმედონ პანიკის გარეშე, გადანაწილებული პასუხისმგებლობებით და ფუნქციებით. ეს კი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სწორედაც სასკოლო პერიოდში. საგანგებო სიტუაციაში შესაძლოა მოულოდნელად ერთი არასრულწლოვანი ან მათი ჯგუფი აღმოჩნდნეს და მათმა სწორად მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ქცევამ შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იხსნას. სკოლაში და თემში ჩატარებული კვლევა და გამოკითხვები ადასტურებს, რომ ადამიანებს არ აქვთ სრულლყოფილი ინფორმაცია რთულ სიტუაციებში საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად ან ვერ ახერხებენ სრულად და დროულად ადაპტაციას, რომ მართონ საკუთარი და სხვათა ქცევა. ეს კი იწვევს დაბნეულობას, შიშს, პანიკას. ამდენად პროექტის აქტივობები ამ საკითხებზეა ორიენტირებული.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის ფარგლებში სკოლაში მოწვეული იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს ჩაუტარებენ სასწავლო შეხვედრებს; აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებასა და გამართვაში მოსწავლეებს დაეხმარება სკოლის ადმინისტრაცია;
მოეწყობა სასწავლო ვიზიტები ამ სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში: სახანძრო სამსახურში, სასწრაფო გადაუდებელ სამედიცინო სამსახურში, პოლიციაში. ვიზიტების განხორციელებაში მოსწავლეებს დაეხმარებათ მასწავლებლები და მშობლები;
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სასკოლო და სათემო საზოგადოებისთვის გაზიარების მიზნით დაიბეჭდება და გავრცელდება საინფომაციო ფლაერები, აღნიშნულ პროცესში მოსწავლეებს დაეხმარებათ რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
სპეციალისტების სკოლაში მოსაწვევად და სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად საჭირო იქნება მცირე სახის ჰონორარი;
მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის საჭირო იქნება სატრანსპორტო ხარჯები;
სასწავლო სიმულაციების მოსაწყობად საჭირო იქნება შესაბამისი მოწყობილობების თუ ნივთების შეძენა/დაქირავება;
ინფორმაციის გასავრცელებლად მოსწავლეებში საჭირო იქნება საინფორმაციო ფლაერების დამზადება და დაბეჭდვა;
საცდელი სწავლებისას საჭირო ნივთების მოძიება და შეძენა
პროექტის პარტნიორები
,
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები; მშობლები; სწავლება ჩაუტარდება IX-X კლასის მოსწავლეებს (ჯამში 50 მოსწავლე) და 10 მშობელი
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
50 მოსწავლე
10 მშობელი
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
თეორიული სასწავლო კურსის ჩატარების შემდეგ შესაძლოა გაგვიჭირდეს სასწავლო პრაქტიკული სიმულაციური კურსის ჩასატარებლად საჭირო ნივთების პოვნა.
ასეთ შემთხვევაში დაგვეხმარება შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მოსწავლეთა მშობლები, ასევე ცხადია სკოლის ადმინისტრაცია. პროექტის მსვლელობისას მოხდება შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება და შესაბამის სასწავლო ინფორმაციასთან ერთად დაიბეჭდება საინფორმაციო ფლაერების სახით. მოხდება სკოლის მოსწავლეებისთვის მათი დარიგება. მოსწავლეები მასწავლებლების დახმარებით დაბალ კლასებშიც ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას სასკოლო თემს.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის შედეგად მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოსწავლეები გაუზიარებენ თანატოლებს, დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს, მოაწყობენ პროექტის შემაჯამებელ საინფორმაციო შეხვედრას და პრეზენტაციას. სკოლაში შედგება მოხდება ერთგვარი ტრადიციის შექმნა ყოველწლიურად მოსწალეებისთვის ამ საკითხების სწავლების და ცოდნის გაზიარების კუთხით.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებში, სასკოლო და სათემო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორი ქცევების შესახებ.
ჩვენს ირგვლივ ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს გაუთვალისწინებელი ბუნებისგან ან დაუდევრობით წარმოქმნილი რთული სიტუაციები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სწორი მოქმედებებით ასეთ სიტუაციებში იხსნას საკუთრი და სხვათ უსაფრთხოება და სიცოცხლე.
პროექტი სწორედ ასეთი ჩვევების და ცოდნის გავრცელებაზეა ორიენტირებული.
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 3:52 pmმოსწავ;ე არის აქტიური, შეძლებს პროექტის წარმატებით განხორციელებას თუმცა აქტივობები ძირითადად სასკოლო სივრცეში არის დაგეგმილი