პროექტის მიზანია გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დამსხვრევის ხელშეწყობა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით ჩატარდება ტრენინგები "გენდერული თანასწორობა", მოეწყობა გამოკითხვა თემაზე"ქალის როლი ოცდამეერთე საუკუნეში - გენდერი და პროფესია", გამოკითხვის შედეგების შესახებ მოეწყობა დისკუსია. მოეწყობა კონკურსი - "მზარეული ბიჭი და სპორტსმენი გოგო". დამზადდება კალენდრი წარმატებული ქალების შესახებ. მომზადდება და გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები.