პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ნინო კირკიტაძე; ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე;
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2008-09-19
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ. ბათუმი სევერიანე აჭარელის 3 ;
მობილური ტელეფონი
574 06 06 40; 591 71 42 79;
ელექტრონული ფოსტა
Batumi16@mes.gov.ge
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ნინო კირკიტაძე. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე;
თამაზ დავითაძე; ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოხალისე მასწავლებელი
მოსწავლეები
შენიშვნა: კონკრეტული მოვალეობები აღწერილია განხორციელების გეგმაში.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
300
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
სხვა
პროექტის მოკლე აღწერა
ევროკავშირი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი: სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანებაა მსოფლიოში. ევროპელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები აქტიურად საუბრობენ „ერთიანი ევროპული ერის“ ჩამოყალიბებაზე. ამგვარი ტენდენცია ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისთვის უნდა იყოს გაცნობიერებული. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ეს იმ ქვეყნის მომავალი თაობისთვის (სკოლის მოსწავლეებისთვის), რომლებიც ევროკავშირში შესვლას გეგმავენ (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც). ევროკავშირში შესვლისას ქვეყანა მრავალ არსებით ცვლილებას განიცდის დადებითი კუთხით. რაც უფრო კარგად იცნობენ მოქალაქეები ევროკავშირს, მით უფრო ადვილია მათთვის დაინახონ, განსაზღვრონ და დაგეგმონ, თავისი მომავალი ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ. პროექტის განხორციელებისას, დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია, სკოლის მოსწავლეებს ევროკავშირის შესახებ , ისინი პრაქტიკული გზით დაინახავენ ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ძირითად მიმართულებებს.
პროექტის მთავარი მიზანია: ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების გზით!
პროექტის მიზანი გახლავთ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში ჩავრთოთ, სპექტაკლების საშუალებით და ინფორმაცია მივაწოდოთ მოსწავლეებს და თემს მათი გათვითცნობიერებული მხარდაჭერა ვუზრუნველყოთ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მიმავალ გზაზე, აგრეთვე სამიზნე აუდიტორიასთან მივიტანთ ეფექტიან, ობიექტურ ინფორმაციას, მიზანმიმართული კომუნიკაციის საშუალებით.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტების განხორციელების შემდეგ მოსწავლეებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იქნება, კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი და შემოქმედებითი ხასიათის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ არაფორმალური აქტივობების კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები პროექტის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს: ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის ქვეყნების კულტურის ძირითადი მიმართულებების შესახებ. ევროკავშირში არსებული ქვეყნების მოქალაქეთა დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.
პროექტი ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის გაზრდას: დასავლური ინტეგრაციის შედეგად მიღებული ხელშესახები სარგებლის, არსებული შესაძლებელობებისა და დახმარების პროგრამების შესახებ; აგრეთვე, ადგილობრივ დონეზე დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და პარტნიორობის მხარდაჭერას;პროექტი ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდას, მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს მომავალ თანამშრომლობას ევროკავშირთან!
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
მთავარი პრობლემა არის, ინფორმაციის ნაკლებობა მოსწავლეებსა და თემში დეზინფორმაციასთან ბრძოლის და აღმოფხვრის კუთხით და ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ საჭიროებს ცნობიერების ამაღლებას. „ევროატლანტიკური ინტეგრაცია-საქართველოს ისტორიული არჩევანი და მისი განხორციელების თანამედროვე გზა“ აღნიშნულ საკითხზე, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება თანამედროვე პერიოდში ჩევნს ქევყანაში.
სკოლის მოსწავლეები სპექტაკლის საშუალებით წარმოადგენენ, იმ ტოლერანტულ ყოფას რაც ევროკავშირის ქვეყნებში სუფევს და გააცნობენ პრაქტიკული საშუალებით მათ თანატოლებს ევროპულ ღირებულებებს. პროექტი არაფორმალური განათლების კუთხით მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
ამოცანა 1. კვლევა მოსწავლეებსა და თემში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების დადგენის მიზნით. გავაცნოთ მოსწავლეებს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში.ძირითადი ფასეულობები ( დემოკრატია, ადამიანის უფლებები,კანონის უზენაესობა)
• აქტივობა 1.1 შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ვიზუალური პრეზენტაციების გაკეთება რუკების, ფოტოების და ვიდეოების გამოყენება ევროკავშირის შესახებ
• აქტივობა 1.2 ვიდეო-მასალების ჩვენება რომლებიც აშუქებს ევროკავშირის საქმიანობასა და ისტორიას.
• აქტივობა 1. 3 ესეების კონკურსი:,,ევროინტეგრაცია, მშვიდობის და პროგრესის გზა“.
ამოცანა 2. ევროინტეგრაციის თემაზე შემოქმედებითი საქმიანობები განხორციელება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ ამ პროცესის მნიშვნელობა და აქტიურად ჩაერთონ საკითხის შესწავლაში.
აქტივობა 2.1 მოსწავლეები გადაიღებენ მოკლე ვიდეოს ,სადაც ისაუბრებენ, როგორ იცვლება საქართველოს ცხოვრება ევრინტეგრაციის პროცესში.(ვიდეო შეიძლება იყოს ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული)
აქტივობა 2.2
სპექტაკლების გამართვა , რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესსა და ღირებულებებს ეხება . დაგვეხმარება მოხალისე რეჟისორი, სპექტაკლი ჩაატარდება ბათუმი მოლში გასართობ ცენტრში "დონალდო ლენდი"
(საინტერესო და შემეცნებითი გზა მოსწავლეებისთვის თემის უკეთ გასაგებად)
შენიშვნა: სპექტაკლის სცენარი ატვირთულია დანდართულ ფაილთან ერთად. ასევე განხორციელების გეგმა და ბიუჯეტი
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
1) ნოუთბუქი- 1105 ₾
ნოუთბუუქი გვესაჭიროება თეატრის მუსიკალური გაფორმებისთვის, რომ შევძლოთ თანმიმდევრულად ჩამოვწეროთ სიმღერები და ჩვრთოთ დინამიკში სპექტაკლის მსვლელობისას, რომელიც ჩვენს სივრცესი უკვე არის. ნოუთბუქს ასევე გამოვიყენებთ აქტივობების შესრულებისთვის, იქმენება ეს ვიდეოს დამონტაჟება თუ უბრალოდ მასალების ჩვენება პროექტორით რომელიც ასევე გვაქვს ჩვენს ცენტრში.
2) სპეკქტაკლის დეკორაცია- 80.02 ₾
რატომ არის საჭირო აღნიშნული ინვენტარი?! რომ მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შემოქმედებითი უნარები. სკოლაში ხშირად ყურადღება გამახვილებულია აკადემიურ ცოდნაზე, მაგრამ შემოქმედებით პროცესში ჩართულობა ეხმარება ბავშვებს საკუთარი უნიკალურობის აღმოჩენაში და თვითგამოხატვის განვითარებაში. ასევე გუნდური მუშაობის განვითარებაში, წინამოსამზადებელ ეტაპზე რეპეტიციებისთვის.
პროექტის პარტნიორები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა
აღნიშნული პროექტის განხორციელების დროს თანამშრომლობა.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
მოსწავლეები, მშობლები, თემის მაცხოვრებლები, შშმ პირები.
600 მოსწავლე, 30 მშობელი, თემის მაცხოვრებლები 50.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, 600 მოსწავლე. 30 მასწავლებელი. 100 მშობელი.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
აღნიშნულ ეტაპზე რისკების არსებობა თითქმის არ არსებობს. ალბათობის დონეზე შესაძლებელია დავუშვათ თეორიულად პანდემიის წარმოქმნა ან მძიმე საერთაშრისო რთული ვითარება, რამაც შესაძლოა აღნიშნული შეაფერხოს, მაგრამ ამის ალბათობა დღეს არ არსებობს.
საპირისპირო შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ პროექტი ძალისხმევის საშუალებით მაინც განხორციელდეს.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ პერიოდულად დავგეგმათ საინფორმაციო შეხვედრების ჩტარებას, მოვამზედბთ საინფორმაციო პოსტერებს და ვიდეო რგოლებს, რომლებსაც განვათავსებთ ფეისბუქ გვერდზე.
პროექტი პასუხობს საკონკუროს თემას, არის აქტუალური და მნშვნელოვანი მპსწავლეებისა და საზოაგდოებისთვის. აქტივობები მრავალფეროვანია და პასუხობს მიზანს, პროექტში არ ჩანს თუმცა გასაუბრების დროს გამოიკვეთა, რომ ითანამშრომლებენ არასამთავრობო სექტორთან. პროექტის აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესოა
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 3:29 pmპროექტი პასუხობს საკონკუროს თემას, არის აქტუალური და მნშვნელოვანი მპსწავლეებისა და საზოაგდოებისთვის. აქტივობები მრავალფეროვანია და პასუხობს მიზანს, პროექტში არ ჩანს თუმცა გასაუბრების დროს გამოიკვეთა, რომ ითანამშრომლებენ არასამთავრობო სექტორთან. პროექტის აქტივობები მრავალფეროვანი და საინტერესოა