პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ნინო ჭაბაშვილი
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-07-12
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. 5ვ
მობილური ტელეფონი
574848777
ელექტრონული ფოსტა
ninochaba@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ნინო ჭაბაშვილი, X კლასის მოსწავლე - უზრუნველყოფს პროექტზე მუშაობის ორგანიზებას, მუშაობს ვებგვერდის შექმნაზე, წერს სტატიას სოციალურ ქსელში უსაფრთხოების შესახებ, მონაწილეობას იღებს google Family Link-ის სახელმძღვანელოს შექმნაში მშობელთათვის, ამზადებს რეკლამას და მიუთითითებს კომერციული რეკლამის თავისებურებებზე დეზინფორმაციის თვალსაზრისით, მონაწილეობას იღებს ფლაერის მომზადებაში.
მარიამ ბახტურიძე, X კლასის მოსწავლე-მუშაობს ვებგვერდის შექმნაზე, წერს სტატიას სოციალურ ქსელში უსაფრთხოების შესახებ, მონაწილეობას იღებს google Family Link-ის სახელმძღვანელოს შექმნაში მშობელთათვის, ამზადებს რეკლამას და მიუთითითებს კომერციული რეკლამის თავისებურებებზე დეზინფორმაციის თვალსაზრისით, მონაწილეობას იღებს ფლაერის მომზადებაში.
გურამ ბურდილაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - პროექტის მონაწილეებისათვის ბლოგის (blogger.com) შექმნის ძირითადი პრინციპებისა და თავისებურებების გაცნობა, ვებგვერდის დამზადებაში დახმარება.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის საბოლოო მიზანია blogger.com-ის პლატფორმაზე საინფორმაციო-საინსტრუქციო ბლოგის შექმნა, რომლის შინაარსიც ითვალისწინებს თავდაცვას სოციალურ ქსელებში არსებული დეზინფორმაციისაგან, კომერციული რეკლამის გაანალიზების პრინციპებს, აგრეთვე მშობელთა მიერ შვილების დასაცავად Google Family Link-ის გამოყენების სახელმძღვანელოს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება აგრეთვე საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის ძირათად პრინციპებზე მიუთითითებს.
პროდუქტის შექმნის შემდეგ პროექტის მონაწილეები გამართავენ ორ შეხვედრას, მოსწავლეებთან და დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებთან, რომლის დროსაც მოახდენენ როგორც ვებგვერდისა და ფლაერის დემონსტრაციას, ასევე წარადგენენ პრეზენტაციას დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდზე.
მოსალოდნელი შედეგები
მოკლევადიანი მიზნის თვალსაზრისით, პროექტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა და მათი მშობლების მიერ დეზინფორმაციის რაობისა და მასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ მეტ გაცნობიერებას; დაწყებითი კლასების მსობელთა ინფორმირებას ისეთი პროდუქტის შესახებ, როგორიცაა Google Family Link-ი, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ სამყაროში ბავშვის უსაფრთხო მოძრაობის კონტროლს მშობლის მიერ.
პროექტის გრძელვადიან შედეგს უზრუნველყოფს blogger.com-ზე განთავსებული ვებგვერდი, რომელიც დროთა განმავლობაში შეივსება ახალი ინფორმაციებით, მაგალითად, დეზინფორმაციისაგან თავდაცვის საშუალებებით ელ.ფოსტის მოხმარებისას, ბრაუზინგის, ბანკინგის დროს და სხვ.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
ციფრულ სამყაროში იშვიათი არაა როგორც წინასწარ დაგეგმილი, ისე უნებურად დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები. სამწუხაროდ, ზოგჯერ ამგვარ ინფორმაცია საკმაოდ სავალალო შედეგების მომტანია. მოსწავლეები და ხშირად მათი მშობლები სიღრმისეულად ვერ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია, როგორ დაიცვან მისგან თავი და ა.შ. მშობლებს აგრეთვე უჭირთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილების სხვადასხვა გაჯეტებზე მიჯაჭვულობის შერბილება, ციფრულ სამყაროში მათი მრავალნაირი საფრთხისაგან დაცვა და ა.შ.
ჩვენი პროექტი ემსახურება ამ პრობლემების გადაჭრაში ჩვენი მცირე წვლილის შეტანას.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
Blogger.com-ის პლატფორმის მეშვეობით დამზადდება ვებგვერდი , რომელზედაც თავდაპირველად განთავსდება ინფორმაცია სოციალურ ქსელებში (Facebook) დეზინფორმაციისაგან თავდაცვის ხერხების შესახებ, იქნება მსჯელობა კომერციული რეკლამის თავისებურებების შესახებ, აგრეთვე განთავსდება Google Family Link-ის გამოყენების სახელმძღვანელო - ვებგვერდზე მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ჭაბაშვილი და მარიამ ბახტურიძე. მათი მენტორი ვებგვერდზე მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით იქნება მასწავლებელი გ. ბურდილაძე.
პროექტის მონაწილეები ამავე თემატიკაზე დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს და გაავრცელებენ სასკოლო საზოგადოებაში.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი შეხვედრა მოსწავლეებთან და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრების მიზანი გახლავთ პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტების წარდგენა, Google Family Link-ის სახელმძღვანელოს გაცნობა და დეზინფორმაციასტან ბრძოლის სხვა საშუალებების შესახებ პრეზენტაციის დემონსტრირება.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
მონიტორი (Smart TV, რომელსაც აქვს ეკრანის გაზიარების, ვიდეოს, პრეზენტაციების დემონსტრირების ფუნქცია) - ამ ტექნიკურ საშუალებას გამოვიყენებთ როგორც პროექტის პროდუქტების, ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელის, რეკლამის და სხვ. სადემონსტრაციოდ. მას გამოვიყენებთ აგრეთვე მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრებისას. ეს მოწყობილობა სხვა პროექტებზე მუშაობისასაც უაღრესად სასარგებლო იქნება.
ბუკლეტების ბეჭდვა - პროექტი ითვალისწინებს ბუკლეტების მომზადებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვადასხვა საკითხზე. ბუკლეტები გავრცელდება სასკოლო საზოგადოებაში.
საკანცელარიო საქონელი - პროექტისათვის საჭირო იქნება სხვადასხვა სახის საკანცელარიო საქონელი და სახარჯი მასალები.
პროექტის პარტნიორები
პროექტის პარტნიორი იქნება შპს სკოლა მილენიუმი, რომელიც პროექტს მხარს დაუჭერს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, კერძოდ, სამუშაო ადგილით, კომპიუტერებით და პრინტერით.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
პროექტით სარგებელს მიიღებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, აგრეთვე ინტერნეტის მომხმარებლები, რომლებიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებით არიან დაინტერესებული.
სასკოლო საზოგადოების თვალსაზრისით ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 200-ს გადააჭარბებს.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
პედაგოგები-40; მოსწავლეები -95; მშობლები - 60-70; ეროვნული უმცირესობები - 10.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
პროდუქტების შექმნის თვალსაზრისით პროექტი პრაქტიკულად გამორიცხავს რისკებს. შესაძლოა იყოს მცირეოდენი შეფერხებები (არდადეგები, ავადმყოფობა...), მაგრამ პროექტის ხანგრძლივობა ამ შესაძლო შეფერხებებს ითვალისწინებს.
შესაძლოა გართულდეს პროექტით გათვალისწინებული შეხვედრების ორგანიზება, რადგან მოსწავლეებს უჭირთ არასასწავლო დროს სკოლაში გამოცხადება, ასევე მსობლებთან შეხვედრაც არასამუშაო დროს უნდა დაორგანიზდეს. ამ პრობლემების დასაძლევად გამოვიყენებთ კარგ საინფორმაციო კამპანიას, აგრეთვე დირექციის დახმარებასაც.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტი ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც არსებობის გასაგრძელებლად დამატებითი დაფინანსება არარ დასწირდება. Blloger.com-შექმნილი ვებგვერდი დანახარჯებს არ მოითხოვს. საჭიროა მხოლოდ მისი განვითარება ახალი მასალების დამატების გზით, აგრეთვე SEO ოპტიმიზაციის საშუალებით მისი პოპულარობის გაზრდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მილენიუმელტა ახალი თაობები გააგრძელებენ ვებგვერდის დახვეწასა და განვითარებას.
ვთვლი, რომ იდეა და მისი განხორციელება მისაღებია, თუ კი პროექტის პროედუქტებს (ბლოგი, ფლაერები) გაავრცელებენ არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოებაში. ეს სრულიად რეალურია და სკოლას ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია.
ეს კერძო სკოლა პირველად იღებს მონაწილეობას კონკურსში და დიდი ენთუზიაზმით. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მათთვის რეკომენდაციების მიცემა, თუმცა დიდი ალბათობით, გაითვალისწინებენ. შეძლებენ, განსხვავებულ სექტორებთან, მინიმუმ, სხვა სკოლების წარმპმადგენლებთან თანამშრომლობასაც.
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
ცირა თ
დეკემბერი 4, 2024 | 1:55 pmვთვლი, რომ იდეა და მისი განხორციელება მისაღებია, თუ კი პროექტის პროედუქტებს (ბლოგი, ფლაერები) გაავრცელებენ არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოებაში. ეს სრულიად რეალურია და სკოლას ამის რესურსი ნამდვილად გააჩნია.
ეს კერძო სკოლა პირველად იღებს მონაწილეობას კონკურსში და დიდი ენთუზიაზმით. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მათთვის რეკომენდაციების მიცემა, თუმცა დიდი ალბათობით, გაითვალისწინებენ. შეძლებენ, განსხვავებულ სექტორებთან, მინიმუმ, სხვა სკოლების წარმპმადგენლებთან თანამშრომლობასაც.