ელენე მერაბიშვილი, მოსწავლე, აპლიკანტი, მთავარი ორგანიზატორი, ურთიერთობა სტუმრებთან.
ნია ლოლაძე, მოსწავლე, მუშაობა სამაგიდო თამაშზე.
სალომე წურწუმია, მოსწავლე, ბიუჯეტის მართვა, შესყიდვები.
თამუნა მაჩიტაძე, მოსწავლე, ბიუჯეტის მართვა, შესყიდვები.
ნინო თოფურია, მოსწავლე, ურთიერთობა სტუმრებთან.
მარიამ ჩალიგავა, მოსწავლე, მუშაობა სამაგიდო თამაშზე.
ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი რაც უფრო ადრე დაიწყებს ბიზნეს კონცეფციების შესწავლას და გამოყენებას, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. მეწარმეობის შესახებ სკოლის პერიოდიდან ინფორმირებულობა, ახალგაზრდა ბიზნესმენებს პირადი და პროფესიული წარმატების ძლიერი საფუძველის შექმნაშ დაეხმარება. ის ხელს უწყობს საკვანძო უნარების განვითარებას, როგორიცაა ლიდერობა, ინოვაცია, რისკზე წასვლა და ფინანსური წიგნიერება და ეხმარება მათ ბიზნეს სამყაროს გამოწვევებსა და შესაძლებლობებში ნავიგაციაში. შესაბამისად ჩვენი მიზანია მოსწავლეებში ავამაღლოთ ცნობიერება მეწარმეობის შესახებ ცოცხალი მაგალითებით და მეტიც, ჩვენით გადავდგათ ნაბიჯები მეწარმეობის გზაზე. ამის გარდა, გვსურს ავამაღლოთ მოტივაცია, მოსწავლეებს ვუთხრათ რომ მათ იდეებს საზღვრები არ აქვთ და შეუძლიათ შექმნან არაფრისგან ყველაფერი თუკი მიზანს დაისახავენ და ბოლომდე მიჰყვებიან ამ გზას.
ჩვენი პროექტის შედეგად მოკლე პერსპექტივაში შედეგი გვექნება ის,რომ მოსწავლეებს ექნებათ ინფორმაცია მეწარმეობის მნიშვნელობაზე , საფეხურებზე იდეიდან ბიზნესამდე, გაიგებენ მეტს მსოფლიო ანტრეპრენერებზე და მათ მიერ განვლილ გზაზე, ქართველი სტარტაპერების მაგალითზე ექნებათ ინფორმაცია მეწარმეობაზე საქართველოში, დაეხმარებათ მათ პროფესიულ ორიენტაციაში და მიეცემათ მოტივაცია, იფიქრონ ინოვაციურად, კრიტიკულად, აიმაღლონ თავდაჯერებულობა და ყველა საკუთარ ბიზნეს იდეას სერიოზულად მიუდგნენ. გაეცნობიან ჩვენს თამაშს, აქტიურად ითამაშებენ მას და მეტს გაიგებენ მსოფლიო ისტორიაზე.
რაც შეეხება გრძელვადიან შედეგებს, პროექტის განხორციელების შემდეგ იქნება სხვადასხვა ინიციატივები, ვორქშოფები და ექსკურსიები სკოლების მასშტაბით მეწარმეობით დაინტერესებული მოსწავლეების ჩართულობით, გაჩნდება ციფრული სივრცეები სადაც მოსწავლეები საკუთარ პროდუქციას გაყიდიან თანასკოლელებთან,ჩვენ მიერ შექმნილი თამაში დიდი რაოდენობით დაიბეჭდება მოთხოვნის გამო. მეტი მეწარმე ნიშნავს მეტად განვითარებულ სახელმწიფო ეკონომიკას, შესაბამისად სახელმწიფოს და მოქალაქეების კეთილდღეობასაც დაეხმარება.
საქართველოში ბოლო ათწლეულში ძალიან გააქტიურდნენ ახალგაზრდა ინდმეწარმეები, მცირე ბიზნესები რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ საზოგადოებისთვის, შეიქმნა სოციალური საწარმოები. თუმცა მათ შესახებ ბევრმა არ იცის. საჭიროა მოსწავლე-ახალგაზრდებში ავამაღლოთ ცნობიერება ამ სტარტაპერებზე, მათ მიერ განვლილ გზაზე და ინსპირაცია მიიღონ მათგან.
აგრეთვე დიდ პრობლემას წარმოადგენს პროფესიული ორიენტაცია, სხვადასხვა სტერეოტიპები და ჩარჩოებში აზროვნება. ჩვენი პროექტი პირდაპირ ეხმაურება ამ პრობლემას, იგი დაეხმარება სამომავლო გზის მაძიებელ მოსწავლეებს პროფესიის პოვნაში, ფართოდ აზროვნებაში და ინოვაციურობაში. მისცემს მათ მეტ მოტივაციას, თავდაჯერებულობას, იგრძნობენ მხარდაჭერას.
ზემოთხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად ჩვენი პროექტი იყოფა ოთხ ნაწილად: ცნობიერების ამაღლება, სამეწარმეო იდეა, სკოლებისთვის თამაშის გაცნობა და ჩემპიონატი.
პირველი ნაწილი მოიცავს:
1.,,გზა მეწარმეობისკენ" ტრენინგი რომლის ფარგლებშიც კომპეტენტური პირი/პირები ესტუმრება/ესტუმრებიან სკოლებს და უშუალო მეწარმეობამდე გასავლელ გზაზე მოუთხრობენ მოსწავლეებს.
2. ,,ანტრეპრენერების პირველი ნაბიჯები", ვიდეორგოლის ჩვენება წარმატებული ბიზნესმენების შესახებ. მათი ბიოგრაფია, როგორ დაიწყეს და სად დგანან ახლა.
3. ,,არაფრისგან ყველაფერი", ქართველი წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლებთან შეხვედრა, მათი გამოცდილების შესახებ მოსმენა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ინტერაქციული შეხვედრა.
მეორე ნაწილი კი გულისხმობს ჩვენი სამეწარმეო იდეის, სამაგიდო თამაშის შექმნას. სამაგიდო თამაში,რომელიც მოიაზრებს ბარათებს,სადაც დატანილი იქნება რომელიმე ისტორიული მოვლენა, ისტორიული პიროვნების აღწერა და ა.შ. მოთამაშე გაეცნობა მოცემულ ტექსტს,შემდეგ კი შეეცდება გამოიცნოს რა მოვლენასთან აქვს საქმე. გამარჯვებისთვის მთავარი პირობაა სისწრაფე, ქულას მოიპოვებს ის, ვინც პირველი გამოიცნობს მოთამაშეებს შორის. გარდა იმისა,რომ ეს პროექტი არის საგანმანათლებლო სახის,ასევე არის მხიარული,რაც მოსწავლეებს მოტივაციას მისცემს მეტად სასიამოვნო გარემოში იმუშაონ.ისტორიის ცოდნა აუცილებელია,სწორედ ამიტომ ეს თამაში დიდი აღმოჩენა იქნება,თუნდაც იმ მასწავლებელისთვის,რომლებიც მოსწავლეებს ,,ლექციის" სახით ვერ უტარებენ გაკვეთილს.მასწავლებლები ბავშვებს მეტად დააინტერესებენ და მნიშვნელოვან საკითხებსაც გააცნობენ.
მესამე ნაწილი მოიცავს ჩვენ მიერ შექმნილი თამაშის გაცნობას ჩვენი გუნდის სკოლებისთვის (სსიპ ქალაქ თბილისის N72, N3, N 180, N 82).
მეოთხე ნაწილი არის ჩემპიონატი. ჯერ თითოეულ სკოლაში ჩატარდება შიდასასკოლო ტურნირი, სადაც 4 ადამიანით შემდგარი გუნდები იასპარეზებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატები და სხვა სკოლის გუნდებს შეეჯიბრებიან. საბოლოო გამარჯვებული გუნდის თითოეული წვერი კი დასაჩუქრდება წიგნის მაღაზიის ვაუჩერით.
გრანტის ფარგლებში ხარჯებში გათვალისწინებული არ გვაქვს ადამიანური რესურსის ხარჯი, ვინაიდან ვეცდებით ისეთი ტრენერები და სტარტაპერები მოვძებნოთ, რომლებიც მოხალისეობრივად, უანგაროდ დაგვიდგებიან გვერდში. დანარჩენი კი რაც თანხებთანაა დაკავშირებული ესაა სამაგიდო თამაშისთვის განკუთვნილი ბარათები, ყუთები და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გვსურს 4 თამაშის შექმნა, რადგან თითოეულ სკოლას დარჩეს. ასევე გრანტის ფარგლებში შევიძენთ სერთიფიკატებს და ვაუჩერებს ჩემპიონატში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის. აასევე ფურშეტისთვის და ხემსისთვის განკუთვნილი გვაქვს 200 ლარი.
პროექტის პარტნიორია ,,ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი".
პროექტის ბენეფიციარები არიან თბილისის N72, N82, N3 N180 სკოლების IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები. ბენეფიციარების სავარაუდო საერთო რაოდენობაა 300 მოსწავლე.
საშუალოდ ბენეფიციარების რაოდენობები:
მოსწავლეები - 300
აქედან ეროვნული უმცირესობები - 40
მასწავლებლები - 20
ვინაიდან ჩვენ პროექტი რამდენიმე ნაწილად დავყავით, ეს კიდევ უფრო ამცირებს რისკებს, რადგან თუ რომელიმე არ გამოგვივა, გვაქვს სხვა ნაწლიც რომელიც გაამართლებს. ცნობიერების ამაღლების ფარგლებში არანაირი რისკები არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ ვაკეთებთ ვიდეო-რგოლსა და ვირჩევთ სპიკერებს. ვინაიდან სპიკერის დიდი არჩევანი გვაქვს, მათი არ მოსვლის რისკი ფიზიკურად არ არსებობს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ბიზნეს იდეას, ჩვენ შევქმნათ თამაშს. ვინაიდან იგი ჩვენს ხელშია, მისი არჩევანის რისკის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რისკი რომ პოპულარული არგახდეს და უბრალოდ ბიზნეს იდეამ არ გაამართლოს.
პროექტის მდგრადობას განსაზღვრავს მოსწავლეების დაინტერესება და აქტიურობა. ჩვენ გვსურს რომ ჩვენი სმაგიდო ტამაში პროექტის დასრულების შემდეგაც აქიურად გამოიყენებოდეს კოლებში როგორც გაკვეთილზე, ასევე სასკოლო კლუბებში. ამის გარდა მნიშვნელოვანია ის არამატერიალური მხარე, მოსწავლეების ცნობიერება რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში მიიღეს. რამდენად დარჩებათ და გაჰყვებათ ეს ცოდნა მათ, რაც ვფიქრობ რომ წარმატებული იქნება და პროექტის დასრულების შემდეგაც აქტიურად გავაგრძელებთ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას ჩვენს სკოლებში ამ მიმართულებით.
ოთხ ნაწილიანი პროექტი რომლის მიზანიც მოსწავლეებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინოვაციური იდეების გენერირებაა. მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს რომელსაც თვითონ პროექტის შემქმნელები შევქმნით და შევხვდებით საინტერესო ადამიანებს.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 3, 2024 | 8:15 pmპროექტის მიზანია მოსწავლეებში მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინოვაციური იდეების გენერირება.
საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი, შეიქმნება რესურსი და გავრცელდება სხვა სკოლებშიც, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას ხანგრძლივი პერიოდით.