ნინი ბაუჟაძე-მოსწავლე, ღონისძიებების ორგანიზება, დადეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა
პროექტის მიზანია საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება და გაიზარდოს ჩართულობა ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება დახმარებას, უსაფრთხოებას, პირველადი დახმარების მნიშვნელობას და ა.შ. ასევე მიზნებში შედის ისიც, რომ ვისწავლოთ დროული რეაგირება და დახმარებისთვის მზადყოფნა ნებისმიერ მომენტში. რადგანაც დღეისთვის ბევრი ისეთი შემთხვევა ხდება, რომლის დროსაც ამ ყველაფრის ცოდნა გვჭირდება, უნდა განვვითარდეთ არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც. უმთავრესია ასევე ისიც, რომ პროექტი არ იქნება ერთჯერადი და განსახორციელებელი ღონისძიებებით მივიღებთ მდგრადი სახის პროექტს, რომელიც არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილისთვის. პროექტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან, როგორც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები ასევე სპეციალური პროფესიის მქონე პირები, რომლებთანაც გავივლით პრაქტიკას პირველადი დახმარების შესახებ და ვისწავლით, როგორ შევქმნათ უსაფრთხო გარემო საგანგებო სიტუაციების დროს. ე.ი. პირველადი დახმარების უნარების და საგანგებო სიტუაციების მართვის ცოდნის განვითარება, რათა შევძლოთ სწრაფი და ეფექტური რეაგირება სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში.ეს ყველაფერი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ:
1. მოსწავლეებში/ თემში/ საზოგადოებაში პირველადი დახმარების შესახებ ცოდნის გაღრმავება.
2. საგანგებო სიტუაციებზე სწორი რეაგირების უნარის განვითარება.
3. სასწავლო პროცესის დროს პირველადი დახმარების აღმოჩენის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარების პრაქტიკული სწავლება.
4. მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა საგანგებო შემთხვევებში და სხვა.
ვფიქრობ, პროექტის განხორციელების შედეგად მივიღებთ გამოცდილებასა და ცოდნას, რომლის გამოყენებაც შეგვეძლება საჭირო მომენტში. გაიზრდება ცნობიერება თემში და ადამიანები გაიაზრებენ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ქმედებებს რთულ მომენტებში. პროქტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და ღონისძიებების შედეგად მივიღებთ გრძელვადიან, მდგრად პროექტს, რომელიც მოსახლეობას მისცემს ინფორმაციას ამ საკითხების შესახებ. პროექტი ხელს შეუწყობს სკოლების უსაფრთხო გარემოს შექმნას და საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის ამაღლებას.
რეალურად, ყოველთვის რთულია რეაგირება ისეთ მომენტებში, როცა ხედავ, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა დაეხმარო და ამისთვის არც ცოდნა გაგაჩნია და არც პრაქტიკული გამოცდილება და არც არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ მსგავსი შემთხვევა ნებისმიერ მომენტში არ შეიძლება მოხდეს, შესაბამისად, ამ დროს თითოეული წუთი უმნიშვნელოვანესია. მზადყოფნა პირველადი დახმარების ან რაღაც სამსახურის გაწევის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა, თუმცა როგორ შეიძლება მოიქცე, როცა არც აღჭურვილობა გაქვს და არც საჭირო ნივთები ამის გასაკეთებლად? სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ საზოგადოებაში მსგავსი საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ეს არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ თეორიული ცოდნით, არამედ ამ საკითხში განვვითარდეთ პრაქტიკულადაც. პროექტის ემსახურება იმ მიზანს, რომ ვისწავლოთ როგორ მოვიქცეთ რთულ და საპასუხისმგებლო მომენტებში.
მიზნის მისაღწევად რამდენიმე ღონისძიების განხორციელებას ვგეგმავთ:
პირველადი დახმარების ტრენინგები,
საგანგებო სიტუაციების სიმულაციები( ანუ აჩვენებენ, როგორ უნდა იმოქმედონ ამ სიტუაციებში, როგორ მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები, როგორ გამოიყენონ უსაფრთხოების საშუალებები და ა.შ.)
ასევე დაიგეგმება მოსწავლეთა ვიზიტი სახანძრო სამსახურსა და სასწრაფო დახმარების ცენტრში.
საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის თამაში( მოსწავლეები წარუდგებიან სიმულირებულ სიტუაციებს, სადაც მათ დაევალებათ საგანგებო სიტუაციების მართვა ჯგუფურად. მიზანი იქნება მოსწავლეების გადამზადება იმ სიტუაციებში, სადაც საჭიროა სწრაფი და ეფექტური გუნდი.)
პროექტის ფარგლებში შევძლებთ სპეციალური პროფესიის მქონე პირებთან პრაქტიკის გავლას გადაუდებელი დახმარების შესახებ და ვისწავლით, როგორ უნდა მოვიქცეთ საჭიროების შემთხვევაში,
ასევე თავად მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის ცოდნა, ჩვენს თემს პრეზენტაციის სახით გააცნობენ სხვადასხვა საკითხს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როცა საგანგებო სიტუაციაა და აუცილებელია დროული რეაგირება.
დამზადდება პოსტერები და ბუკლეტები, რომლებსაც დავარიგებთ და პარალელურად მოკლედ გავაცნობთ საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების მნიშვნელობას.
პირველადი დახმარების აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა (სკოლაში განთავსდება სპეციალური პირველადი დახმარების ყუთები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო აღჭურვილობას).
შეიქმნება სპეციალური გვერდი, რომელზეც განთავსებული იქნება ინფორმაცია ტექსტის, ფოტო თუ ვიდეომასალისა და ლინკების სახით. სწორედ, ამიტომაც პროექტი იქნება მდგრადი და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ინფორმაცია მიიღოს ამ სახით, არამარტო ჩვენს სოფელში, არამედ ნებისმიერი ადგილიდან.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:
პირველადი დახმარების აღჭურვილობა ( რომელიც განთავსდება თემში არსებულ ამბულატორიაში), საგანგებო სიტუაციების სიმულატორები ( როგორიცაა დავუშვათ წითელი ხაზი, დაშავებული პირის ფიგურები და სხვა აღჭურვილობა).
დამატებითი მასალები:
ვიდეო რესურსები, სახელმძღვანელოები, ბუკლეტები, რომლებიც აღწერენ პირველადი დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის პრინციპებს.
ტრანსპორტირება
USAID- სამოქალაქო განათლების პროგრამა
პროექტის განხორციელებით სარგებელს მიიღებენ როგორც მოსწავლეები, ისე მთლიანად თემი და ზოგადად ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი იქნებიან პირველადი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის შესახებ ინფორმაციით. პროექტის განხორციელების საფუძველზე ვისწავლით, როგორ ვმართოთ კრიტიკული სიტუაცია და ამით გავზრდით უსაფრთხოების დონეს თემში.
პედაგოგები- 20, მოსწავლეები-300, მშობლები-100-200, თემის მოსახლეობა და ა.შ.
1. პროექტის თანამშრომლების ნაკლებობა ან არასაკმარისი გამოცდილება
თავიდან აცილების გზა: პარტნიორობა ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან, სასწრაფო დახმარების სამსახურთან ან ექიმებთან, რომლებიც მზად იქნებიან ტრენინგებში მონაწილეობისთვის.
2. მოსწავლეთა მოტივაციის და აქტივობის ნაკლებობა
თავიდან აცილების გზა: მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება: მაგალითად, გუნდური მუშაობა, ვიქტორინები, სიმულაციები და კონკურსები.
3. არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა
თავიდან აცილების გზა: განათლებისა და სამედიცინო სფეროების სფეროებში დაკავშირებული ორგანიზაციებისაგან დახმარება.
4. ნაკლები მონაწილეობის და ჩართულობის დონე საზოგადოების მხრიდან
თავიდან აცილების გზა: სკოლის დირექტორისა და პედაგოგების ჩართულობის სტიმულირება, რათა ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელებაში.
სკოლის მასშტაბით ცნობიერების ამაღლება (ბუკლეტებით, პოსტერებით, საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან და მოსწავლეებთან).
პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რათა რაც უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება.
5. პროექტის დროულად განხორციელების პრობლემა (ხანგრძლივი მომზადება)
თავიდან აცილების გზა: დროის მკაცრი დაგეგმვა და ეტაპობრივი შეფასება.
ყველა აქტივობისთვის დეტალური გეგმის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს სამუშაოს განაწილებას და კონკრეტულ ვადებს.
საჭირო რესურსების, აღჭურვილობის და მონაწილეთა შერჩევის წინასწარი დაგეგმვა.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლებას, რათა ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი საგანგებო სიტუაციისთვის. ის ხელს შეუწყობს მომავალი თაობის უფრო პასუხისმგებლიან და გაწონასწორებულ ლიდერებად აღზრდას, რომლებიც შეძლებენ უპრობლემოდ მართონ კრიზისული სიტუაციები, შესაბამისად, მივიღებთ მდგრადი სახის პროექტს,რასაც ხელს შეუწყობს ის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება და ეს მოიცავს არამარტო სკოლებსა და თემს, არამედ მთლიანად საზოგადოებას.
პროექტი განხორციელდება იმ მიზნით, რომ ვისწავლოთ როგორ ვმართოთ საგანგებო სიტუაციები და შევძლოთ დროული რეაგირება საჭირო მომენტში, პროექტი მოიცავს მთლიანად თემის ჩართულობას და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას.
Kobuleti Municipality, Autonomous Republic of Adjara, 6200, Georgia
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 3:47 pmპროექტის ფარგლებში გათვალსიწინებული აქტივოვებები პასუხობს პროექტის მიზანს, პროექტი პასუხობს საკონკურსო თემას, აქტივობები მრავალფეროვანია. პროექტის ფარგელბში გათვალსიწინებულია თანამშრომლობა წითელ ჯვართან თუმცა პროექტის განაცხადში მოსწვლეს აღნიშვნა გამორჩა. მოსწავლე არის აქტიური და შეძლებს პროექტის წარმატებით განხორციელებას