სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარია ქარდავა,გიორგი ზარქუა,მარიამი კვარაცხელია,ნიკუშა ჯანჯღავა, ლექსო კვირკვია, დიტო კვირკვია, ლუკა კვირკვია,(მე-10 კლასი),
ბოლო წლებია, ბაზრის შესწავლის შედეგად, დადებითი ტენდენციები შეინიშნება იმ კუთხით, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ცდილობს არჩევანი შეაჩეროს ჯანსაღ საკვებზე,(გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვა ჯანსაღ ცხოვრების წესზე, ბიოლოგიის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ. რა პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას მოსახლეობა.) საკითხი როდესაც ეხება ნუგბარს, ტკბილეულს, სადღესასწაულო თუ საახალწლო სუფრის გაფორმებას, სკოლაში თუ უმაღლეს სასწავლებელში დღის განმავლობაში წასახემსებელ საკვებს, ყველაზე კარგი გამოსავალი ყველასთვის გახდა გამომშრალი, დაჩირებული სხვადასხვა სახეობის ხილი. ცოცხალი ხილის მრავალფეროვნებისა და მრავალსახეობა საჩინოს თემში არის, თან ხილი იანება უსასყიდლოდ. ხილის დაჩირება და რეალიზაცია სარგებელს მოუტანს მოსახლეობას.
ზემოაღნიშნული პროექტით ხელი მუდმივად შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პროექტის უწყვეტობას ხელს შეუწყობს აღნიშნული კუთხით მუდმივად მზარდი, მოთხოვნადი, ბაზარი. უპირტესობის წყალობით (იმის გათვალისწინებით, რომ თემში ნატურალური პროდუქტი მმოყავთ, ყოველგვარი შეწამვლებისა და სასუქი დანამატების გარეშე)კონკურენტუნარიანი იქნება მიღებული პროდუქტი და მისი რეალიზაციის პროცესში სწორედ ზემოაღნიშნულ უპირატესობას გაესმება ხაზი. გრძელვადიან გეგმაში პორდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიმართული იქნება სათემო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესავსებად. .
ჯანსაღი ცხოვრების წესი ნამდვილად საჭიროებს პოპულარიზაციას და ამ კუთხით დაგეგმილი ნებისმიერი აქტივობა იქნება მომავალი თაობებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
პროექტრის ფარგლებში შეძენილი ჩირის აპარატები განთავსდება დაცულ, უსაფრთხო სივრცეში. სეზონის შესაბამისად მუდმივად მომარაგდება სხვადასხვა სახეობის ხილით,რომელიც მოთავსდება ბრენდირებულ ფუთებში, მშობლბის დახმარებით (ტრანსპორტირება) მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება მათი სარეალიზაციოდ სხვადასხვა ობიექტებში განთავსება.ყოველივე ამაში მოსწავლეებს დაეხმარებისნ მშობლები.
პროექტის წარმატებით განხორციელებაზე პასუხისმგებლობას აიღებს იდეის ორგანიზატორი, რომელიც მუდმივ კოორდინაციას გაუწევს პროექტის მიმდინარეობას.
მოსწავლეების მშობლები, რომლებიც გაგვიწევენ ფიზიკურ დახმარებას საჭიროებების ფარგლებში,გარდა ამისა საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში დაეხმარებიან მოსწავლეებს.
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემში მცხოვრები მოქალაქეები სულ 1000 ბენეფიციარი.
სულ 1000 მოქალაქე, 300-ბავშვი, 600- უფროსი, 100-მარტოხელა მოხუცი და ობლები.
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორები არ არსებობს.
პროდუქტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი იქნება მიმართული სათემო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მუდმივ გადახალისებაზე, რომლითაც პროექტი მუდმივად გააგრძელებს სიცოცხლეს.
ბოლო წლებია, ბაზრის შესწავლის შედეგად, დადებითი ტენდენციები შეინიშნება იმ კუთხით, რომ მომხმარებელი უფრო მეტად ცდილობს არჩევანი შეაჩეროს ჯანსაღ საკვებზე. საკითხი როდესაც ეხება ნუგბარს, ტკბილეულს, სადღესასწაულო თუ საახალწლო სუფრის გაფორმებას, სკოლაში თუ უმაღლეს სასწავლებელში დღის განმავლობაში წასახემსებელ საკვებს, ყველაზე კარგი გამოსავალი ყველასთვის გახდა გამომშრალი, დაჩირებული სხვადასხვა სახეობის ხილი. გრძელვადიან გეგმაში პორდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიმართული იქნება სათემო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესავსებად. .
კომენტარის დამატება