პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
მარიამ გოგატიშვილი, მოსწავლე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2012-01-07
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
საჩხერე, ბარათაშვილის ქუჩა # 17
მობილური ტელეფონი
592296188
ელექტრონული ფოსტა
gogatishvilim69@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
4 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
მარიამ გოგატიშვილი - VIIკლასის მოსწავლე
ლიზი კირვალიძე - VII კლასის მოსწავლე
ილია ჭიღლაძე - VII კლასის მოსწავლე
თამარ ხომასურიძე - X კლასის მოსწავლე
თემო ლომიძე - VIII კლასის მოსწავლე
სალომე ტყემალაძე-VIII კლასის მოსწავლე
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
სხვა
პროექტის მოკლე აღწერა
მიზანი- საგზაო უსაგრთხოებისა და მოქალაქის უფლება-მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო საზოგადოებაში.
პროექტის მიზანი:
სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არსებული საგზაო ნიშნებისა და პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების - სამართლიანობის ნიშნების ინტეგრირების საფუძველზე.
მოსალოდნელი შედეგები
1. თეორიული ცოდნის ამაღლება სკოლის ასაკიდანვე საგზაო უსაფრთხოების შესახებ;
2. საგზაო ინციდენტების პრევენცია/შემცირება;
3. საზოგადოებაში იმ ღირებულებებზე ორიენტირება, რომლის შესახებაც დაბალია ცნობიერებაა - რასიზმი, გენდერული უთანასწორობა, დისკრიმინაცია, გარემოს დაბინძურება და სხვ.
4. მოზარდების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ( მძღოლებად, მგზავრებად და ქვეითებად) ჩამოყალიბება.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
უკვე ორი სასწავლო წელია, რაც სკოლაში აღარ ისწავლება საგანი საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება. მხოლოდ IV კლასში საგანში "მე და საზოგადოება" მცირე დოზითაა ინფორმაცია მოცემული. მოსწავლეებში დიდია ამ საგნის მიმართ ინტერესი. კანონმდებლობითაც ბავშვს 17 წლიდან აქვს მართვის მოწმობის აღების უფლება. ამავე დროს საზოგადოებას მუდმივად სჭირდება სამოქალაქო ცნონობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაცია, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და სხვ.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1. დასახლებულ და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე „მწოლიარე პოლიციელი“ -ის დაგებისათვის და ველო ბილიკების მოწყობისათვის სხვადასხვა ქუჩაზე ადვოკატირების კამპანიის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით.
2. ახალი საგზაო ნიშნების ( კერძოდ, "სამართლიანობის ნიშნები" ) დამზადება და მისი განთავსება საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. მაგალითად: საგზაო ნიშანი - წინ ევროპისკენ, არა ძალადობას,....
4. არსებული საგზაო ნიშნების შეძენა;
5. ასფალტის მოხატვა სამართლიანობის ნიშნებით;
6. სიმულაციური ქუჩის მოწყობა ( სასწავლო მიზნით);
7. პროექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება პროექტისთვის შექმნილს Fb გვერდზე.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
1. საგზაო ნიშნებისა და სხვა საჭირო რესურსების შეძენა ორგანიზაცია Geo Traffic - ში;
2. ზებრა გადასასვლელისა და სხვა სიმულაციების დასამზადებლად საჭირო საღებავების შეძენა;
3. საგზაო ნიშნების დასამზადებლად საჭირო რესურსები: საღებავები, გუაშები, ფერადი ფანქრები და ქაღალდები.
პროექტის პარტნიორები
პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ:
1.ადგილობრივ ხელისუფლებასთან - ქუჩის დახაზვა ველო ბილიკისათვის და მწოლიარე პოლიციელისათვის;
2. პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბთან - აქტივობების ერთობლივი განხორციელებისათვის;
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
ბენეფიციარები არიან მოსწავლეები VII-XII კლასიდან და მშობლები, ადგილობრივი თემი.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები- 350
მშობლები-700
ადგილობრივი თემი
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
საზოგადოების დამოკიდებულება "სამართლიანობის ნიშნებისადმი". ამის დასაძლევად საჭიროა წინასწარი მუშაობა ყველა მონაწილე მხარესთან და მათი ჩართულობით აქტივობების განხორციელება.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის შედეგად შექმნილ სივრცეებს გამოვიყენებთ სამოქალაქო აქტივობების განსახორციელებლად, კლუბის ახალი წევრების სწავლებისთვის. საგზაო ნიშნებს პერიოდულად დაემატება იმ ღირებულებების აღნიშვნები, რომლის ნაკლებობაც შესამჩნევი ან/და გასააქტიურებელი იქნება სამოქალაქო საზოგადოებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არსებული საგზაო ნიშნებისა და პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ ინიცირებული ახალი საგზაო - სამართლიანობის ნიშნების შექმნა და განთავსება ქ. საჩხერისა და პროექტში ჩართული სოფლის სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე.
Kristine
დეკემბერი 9, 2024 | 12:54 pmპროექტის განხორციელება იგეგმება პირდაპირ სკოლაში.