Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ,,ჯანსაღი თაობა XXI საუკუნეს"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • რეპორტი
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    დამხმარე სახელმძღვანელოდან, როდესაც გავიარეთ პირველი თემა - ,,პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი", მოსწავლეთა ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამოიკვეთა უინტერესეო დამოკიდებულება სპორტის გაკვეთილების მიმართ. გვაქვს ძალიან დიდი ბაზა, მაგრამ არ გვაქვს საჭირო ინვენტარი, უბრალოდ ბურთებიც კი. ამიტომ ამოვირჩიეთ, დაგვეწერა პროექტი ,, ჯანსაღი თაობა XXI საუკუნეს".
    პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი მიზანია სპორტული დარბაზისა და გარე მოედნების მოწესრიგება და აღჭურვა საჭირო სპორტული ინვენტარით. ცნობისთვის, ჩვენს სკოლასთან გაერთიანებულია მეზობელი სოფლის (მირზაანის) სკოლაც. ამით გადაიჭრება ორი სკოლის პრობლემა.
    სკოლებში ამაღლდება სპორტის გაკვეთილებისადმი ინტერესი. მოეწყობა კლასებს შორის შეჯიბრი კალათბურთში, ფრენბურთსა და ფეხბურთში. გვაქვს დიდი სპორტული ბაზა მძლეოსნობისთვის, სიგრძეზე და სიმაღლეზე სახტომი ორმოები, რომლებიც საჭიროებს სილით შევსებას. მაგრამ მოედნები დაფარულია ბალახით, სადაც მრავლადაა ქვეწარმავალი. საჭიროა ამ მოედნების გასუფთავება ბალახისაგან, ამიტომაც სკოლას გვჭირდება ბალახის გასაკრეჭი მანქანა, რითაც სკოლაში შეიქმნება უსაფრთხო გარემო მოსწავლეებისათვის.
    ჩვენ ამ პროექტის განხორციელებით ხელს შევუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გაიზრდება XXI საუკუნის ჯანსაღი თაობა.
    პროექტის თანამონაწილეობის ნაწილი განხილულია ბიუჯეტის ფურცელზე.

    მდებარეობა რუკაზე
    • DedoplisTskaro

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ აპრილის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Developer
    • ქალაქი
      დედოფლისწყარო
    • პროექტის ბიუჯეტი
      422.67 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...