პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
ტატო ღამბაშიძე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2011-01-02
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
სოფელი დიმი
მობილური ტელეფონი
598910991
ელექტრონული ფოსტა
tatogambashidze@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
ტატო ღამბაშიძე - პროექტის ხელმძვანელი
ნინი თავხელიძე- პროექტის ხემლძღვანელი
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრება და პოპულარიზაცია, მათთვის გასაგები და მარტივი გზებით. აღნიშნული მიზნის მიღწევა გულისხმობს ფიზიკური აქტივობის, ჯანმრთელი კვების, სტრესის მართვისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოღებას. პროექტი მიმართულია იმაზე, რომ ახალგაზრდებს დაეხმაროს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებაში.
მოსალოდნელი შედეგები:
ცნობიერების ამაღლება – ახალგაზრდებში გაიზრდება ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპონენტების შესახებ (კვება, ფიზიკური აქტივობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა).
მეტი ფიზიკური აქტივობა – პროექტის მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც დაინტერესდებიან ფიზიკური აქტივობებით და ჩაერთვებიან ვარჯიშში, შეიქმნება.
ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბება – ახალგაზრდებში შემცირდება არაჯანსაღი კვების ჩვევები, როგორიცაა ჭარბი შაქრის და ბევრი ნახშირწყლის მიღება.
დამატებითი რესურსები და მხარდაჭერა – პროექტის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის შეიქმნება ონლაინ პლატფორმა და მხარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც დაეხმარება მათ ახალი ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარებაში.
მოსალოდნელი შედეგები
სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის შესახებ ინფორმაციის გაზრდა.
პროექტის მონაწილეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში.
მოსწავლეები გაცნობიერებენ არაჯანსაღი ცხოვრების სტილის მავნე გავლენებს.
ახალგაზრდების პასიური ცხოვრების წესის შეცვლა აქტიურობით.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
საქართველოს ახალგაზრდებში აშკარად აღინიშნება ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რომელიც მოიცავს არასწორ კვებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. ხშირად ახალგაზრდები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც იწვევს სხეულის წონის ზრდას, შაქრიანი და ცხიმიანი საკვების გადაჭარბებულ მოხმარებას, ფიზიკური აქტივობის დეფიციტს და სტრესის დაძლევის არაეფექტურ მეთოდებს. გარდა ამისა, საზოგადოების დიდ ნაწილში არაა დაფასებული ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, რაც ნეგატიურად მოქმედებს ახალგაზრდების კეთილდღეობაზე. ამ პრობლემას, თავის მხრივ, ამძიმებს განათლების სისტემაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესწავლაზე ნაკლები ყურადღება.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
ვორკშოპები და ტრენინგები
ორგანიზებული იქნებიან ვორკშოპები, რომლებშიც ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ტრენინგები მოიცავს რამდენიმე ძირითად თემას, როგორიცაა:ჯანსაღი კვება: საკვები ნივთიერებების ბალანსი, ვიტამინები და მინერალები, ზიანი არაჯანსაღი საკვების გადაჭარბებული მოხმარებისას.
ფიზიკური აქტივობა: ვარჯიშის მნიშვნელობა, ვარჯიშის რუტინების შექმნა და რეგულარული აქტივობის დადებითი გავლენა ჯანმრთელობაზე.
სტრესის მართვა და მენტალური ჯანმრთელობა: სტრესის გამომწვევი ფაქტორები და მათი მართვის სტრატეგიები (მენტალური წონასწორობის დაცვა, რელაქსაციის ტექნიკები). მონაწილეებისთვის პრაქტიკული რჩევები და ცოდნა, რომელიც მათ დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში.
სპორტული აქტივობების ორგანიზება:ფიზიკური აქტივობების მხარდამჭერი ღონისძიებები, როგორიცაა გუნდური სპორტული თამაშები (ფეხბურთი, კალათბურთი და სხვა)
მონაწილეებს წარუდგინონ სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სტაბილური ჩვევების ჩამოყალიბებას.
TikTok ვიდეოების მომზადება და სპეციალურ გვერდზე ატვირთვა:
TikTok პლატფორმაზე შექმნილი სურათები და ვიდეოები, რომლებიც ადვილად გაავრცელებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ტენდენციებს.
მოკლე, გასართობი და ინფორმაციული ვიდეოები, სადაც ასახული იქნება:ჯანსაღი კვების რჩევები და მარტივი რეცეპტები.
მარტივი ვარჯიშები და მასტერკლასები.
ფსიქოლოგიური პრაქტიკები და სტრესის მართვის ტექნიკები.
სოციალური მედიის გავლენა ახალგაზრდებზე დიდია. TikTok ვიდეოები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შექმნება სოციალური მედიის გვერდები, სადაც განთავსდება რჩევები, სტატიები და რესურსები ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ტრენინგებისთვის საჭირო მასალები (საკანცელარიო ნივთები)
ბრენდირებული ნივთები - პროექტის მონაწილეების მოტივაციისთვის
ბარენერები, პოსტერები სოციალური გვერდებისთვის (გვჭირდება დიზაინერის პოვნა, რომელიც საწყის ეტაპზე დაგვიმზადებს პოსტერებს რომლებიც მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას)
პროექტის პარტნიორები
RICDOG
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და რამდენიმე მასწავლებელი, რომლისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია.
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
სკოლის მოსწავლეები - 30 (პირდაპირი)
სკოლის მოსწავლეები 90 (ირიბი)
სოციალური გვერდის დამსახურებით 2000-3000 ახალგაზრდა.
პედაგოგი - 2
მშობლები- 60
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
რისკი შეიძლება იყოს პირველ ეტაპზე მოსწავლეების ნაკლები მოტივაცია თუმცა ჩვენ ჩვენი თანამედროვე მეთოდებით დავაზღვევთ აღნიშნულ რისკებს და დავაინტერესებთ და ჩავრთავთ ბევრ მოსწავლეებს.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დაფინანსების შემდეგ ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ მუშაობის გაგრძელებას, რათა შქმნით Tik-tok- ს და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებს, რომლებზეც გავაგრძელებთ მუშაობას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობის წევრებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მათთვის მოლოდინის შექმნა, რომ სიფხიზლე, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა არიან წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტები. პროექტი მოიცავს ინფორმაციული კამპანიების, განათლების, ვორქშოფების და აქტივობების მოწყობას, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს, უკეთ გაეცნონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და პრაქტიკულად დაიწყონ მისი განხორციელება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Kristine
დეკემბერი 9, 2024 | 12:52 pmგანსხვავებული თემაა, და პროექტში გამოყენებულია სხვადასხვა განსხვავებული მეთოდები, ამ კუთხით ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება.