პროექტი " ლიტერატურა წიგნიერებისათვის" ემსახურება სკოლის წიგნადი ფონდის გამდიდრებისა და მოსწავლეებში მკითხველის ცნობიერების ჩამოყალიბების გზით წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებში გაიზრდება პატივისცემა და ინტერესი წიგნის კითხვის/ლიტერატურის მიმართ,სკოლის ბიბლიოთეკა გამდიდრდება იმ წიგნადი ფონდით,რომელთა მიმართ თავად მოსწავლეები გამოავლენენ ინტერესს. სკოლის მოსწავლეებსა და თემის დაინტერესებულ წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ წაიკითხონ ლიტერატურა თავიანთ მშობლიურ ან სახელმწიფო ენაზე,ასევე ისინი გაეცნობიან ინფორმაციას ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ და თავადაც გახდებიან წიგნების ავტორები.ეს ყოველივე ხელს შეუწყობს სკოლის ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას.
პროექტი გათვლილია 2 თვეზე და მასში მონაწილეობას იღებენ სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი და სკოლის სხვა მოსწავლეები.საწყის ეტაპზე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები შეადგენენ კითხვარებს და სკოლის მოსწავლეებს შორის ჩაატარებენ გამოკითხვას,რომლის საშუალებითაც დაადგენენ იმ ქართველ,აზერბაიჯანელ და უცხოენოვან მწერალთა და ნაწარმოებთა ჩამონათვალს,რომელთა მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.საწყის ეტაპზევე სკოლაში ჩამოყალიბდება "წიგნის მოყვარულთა კლუბი"
იმისთვის,რომ ბავშვებმა თვითონ იგრძნონ თავი ავტორთა, რედაქტორ-გამომცემელთა,ილუსტრატორთა და სხვათა როლებში და ამით გავზარდოთ მათი წიგნებით დაინტერესების ხარისხი, შვქმნით ხელნაწერ წიგნებს ე.წ. "დიდ წიგნებს",მოეწყობა ამ ხელნაკეთი წიგნების პრეზენტაცია.
შემდეგ ეტაპზე ლიტერატურული ნაწარმოებების მიმართ ინტერესის მეტად გაძლიერების, ლიტერატურის მნიშვნელობის გაცნობიერებისა და ქართულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე ინფორმაციის მიღების მიზნით სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გავმართავთ შეხვედრას მთარგმნელ ოქტაი ქაზუმოვთან.შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან თემის წარმომადგენლები, ასევე მეზობელი სოფლების ქეშალოსა და ქესალოს მოსწავლეები და მასწავლებლები.
პროექტის განხორციელების მეორე თვის დასაწყისში შევიძენთ ქართულენოვან წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკისთვის,წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრები სკოლის ბიბლიოთეკართან და პროექტის ხელმძღვანელთან ერთად იზრუნებენ წიგნების დახარისხება-დაბინავებაზე სკოლის ბიბლიოთეკაში. ამავე ეტაპზე ბიბლოთეკის წიგნადის ფონდის აზერბაიჯანულენოვანი წიგნებით გამდიდრების მიზნით გავმართავთ სხვადასხვა ტიპის აქციებს, სკოლის სამოქალაქო კლუბის სახელით წერილობით მივმართავთ აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში,რათა მათ შემოწირულობის სახთ აჩუქონ წიგნები სკოლას,ამავე თხოვნით მივმართავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და გამგეობას, თხოვნას ვიდეომიმართვის სახით განვათავსებთ ასევე სოციალურ ქსელში,რათა სურვილის შემთხვევაში, ყველას შეეძლოს თითო წიგნის ჩუქება სკოლისთვის. ამავე მიზნით (სკოლის ბიბლიოთეკის აზერბაიჯანულენოვანი წიგნებით გამდიდრება) ჩვენ მიერ მოძიებულ ინტერნეტში არსებულ ელექტრონულ წიგნებს (რომელიც სასურველი ფორმატით ძალიან მცირეა) დავაბეჭდინებთ გამომცემლობას(სულ 20 ცალი)."წიგნის მეგობართა კლუბის" წევრები კი თავად გახდებიან ერთი წიგნის გამომცემლები,რომელიც მათი კლუბის სახელით სკოლის ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. (ინტერნეტში მოძიებულ ზღაპრებსა და იგავ-არაკებს აკრეფენ, ამობეჭდავენ,აკინძავენ ერთ წიგნად, გაუკეთებენ ილუტრაციებსა და ყდას)
პროექტის მსვლელობის მე-6 კვირაში სკოლაში გაიმართება წიგნის კვირეული :"წიგნის მეგობართა კლუბის" წევრები და დიდი წიგნის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის უმცროსკლასელთათვის გამართავენ წიგნის ერთობლივი კითხვის დღეს (კითხვა ვარაუდების გამოთქმის მეთოდით),კითხვის შემდეგ გაიმართება ინტელექტუალური თამაში წაკითხული წიგნების გარშემო.წიგნის მოყვარულთა კლუბის,სამოქალაქო განათლების კლუბისა და პროექტის მენეჯერის ერთობლივი ორგანიზებით მოსწავლეები დადგამენ საყვარელი ზღაპრის თეატრალურ ორენოვან (ქართულ-აზერბაიჯანული) წარმოდგენას (ჩრდილების თეატრი) წარმოდგენაზე დაპატიჟებულნი იქნებიან თემის წარმომადგენლები. შემდეგ დღეებში დაიგეგმება მოსწავლეთა საყვარელი პრესონაჟების ნახატების გამოფენა, რომელიც გასტანს 3 დღეს.
პროექტის განხორციელების ბოლო ეტაპზე მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყობა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.