Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    „მეწარმეობა მშვიდობისა და ერთიანობისთვის“

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      გუგა კიკუტაძე
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      გუგა კიკუტაძე, მოსწავლე.
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2008-01-15
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      თბილისი, მუხიანის IVა მიკრო, V კორპუსი, I სადარბაზო.
    • მობილური ტელეფონი
      599 55 99 17
    • ელექტრონული ფოსტა
      gugakikutadze12@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
      • გუგა კიკუტაძე - ქ.თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლე. პროექტის ხელმძღვანელი. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • ლელა კვენიაშვილი - ქ.თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • ანა ბურდული - ქ.თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • სალომე დავითაშვილი - ქ.თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • ნიკოლოზ ბერიანიძე - ქ.თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.

       

      • ანრი მელაძე - ქ.ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • ქეთი ბერიძე - ქ.ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • ლიზი ფუტკარაძე - ქ.ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
      • ელენე ცივაძე - ქ.ბათუმის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე. შეხვედრების დაგეგმვაზე, ტრენინგ მოდულების შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.
    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია. ყველას გვტკივა დღე , როდესაც ლამაზი, მუდამ მზიანი და წარმტაცი მხარე დავკარგეთ. დროის გასვლასთან ერთად, ის ურთიერთობა რაც ენგურს აქეთ და იქით მცხოვრებებს გვაკავშირებდა გახუნდა და ჩვენში, ახალგაზრდებში საერთოდ გაქრა. გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ქართველი მოსწავლეებიც ივიწყებენ ისტორიას, დღევანდელ სიტუაციას იღებენ, როგორც მოცემულობას და ეგუებიან. ამიტომ დანახული საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენი პროექტი სახელწოდებით ,, „მეწარმეობა მშვიდობისა და ერთიანობისთვის„ მიზნად ისახავს დეფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას მეწარმეობის თემის გარშემო.

      პროექტს განახორციელებს ქ. თბილისის N175 საჯარო სკოლა და ბათუმის N16 საჯარო სკოლის გუნდები. ტრენინგის მოსამაზდებელ ეტაპზე, ვგეგმავთ ორგანიზატორი სკოლის მოსწავლეების სამუშაო შეხვედრას პირისპირ, ტრენინგ მოდულების შესაქმნელად, ქ. ბათუმში.

      პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ შეხვედრები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, მიიღებენ ცოდნას მეწარმეობის მიმართულებით და განავითარებენ ინოვაციურ იდეებს.

      შეხვედრები გაიმართება ონლაინ ფორმატში (Zoom, Teams ან მსგავსი პლატფორმების მეშვეობით).

      როდის: პროექტი დაიწყება 2025 წლის გაზაფხულზე პირველი ეტაპის განხილვით (თარიღები წინასწარ შეთანხმებით) და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოკლევადიანი:

      მოსწავლეებს შორის მეგობრული კავშირების ჩამოყალიბება და პირველი ინოვაციური იდეების გენერირება.

      მეწარმეობის ცოდნის მიღება და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარება.

      გრძელვადიანი:

      მუდმივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, რაც მომავალში ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

      დეფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებში ნდობისა და ურთიერთგაგების გაღრმავება.

      სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მეწარმეობის მეშვეობით.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      დეფაქტო საზღვარმა ენგურს აქეთ და იქით მცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთს დააშორა, რამაც მათ შორის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა შეასუსტა. ამავდროულად, თანამედროვე რეალობაში მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის აუცილებელია როგორც თვითრეალიზაციის, ისე ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე.

      მეწარმეობის უნარ-ჩვევები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდნენ, ინოვაციები შექმნან და გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ არა მხოლოდ დააკავშირონ ერთმანეთი, არამედ გააფართოონ ეკონომიკური და სოციალური პერსპექტივები საკუთარი თემებისთვის. პროექტი სწორედ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      დღე 1: მეწარმეობის საფუძვლები და ბიზნეს იდეების გენერაცია

      სესიების თემები:

      1.მეწარმეობის ძირითადი პრინციპები

      • მეწარმეობა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში;
      • მეწარმის როლი და პასუხისმგებლობები;
      • მეწარმეობის ფსიქოლოგია: რისკების მართვა და ინოვაციურობა.

      2.ბიზნეს იდეის გენერაცია

      • როგორ იპოვოთ იდეა, რომელიც შექმნის ღირებულებას;
      • კრეატიული და ინოვაციური იდეების ტექნიკა;
      • მაგალითები წარმატებული ბიზნეს იდეებისა;

      ინტერაქტიული ნაწილი:(იხ. დანართი3)

      იდეების თაობა ჯგუფებში (მიკრო-ბიზნეს იდეების დისკუსია).
      ვიქტორინები მეწარმეობის ძირითად პრინციპებზე.

      დღე 2: ბიზნეს მოდელები და მათი შექმნა

      სესიების თემები:

      • 1.ბიზნეს მოდელის შექმნა
        ბიზნეს მოდელის კომპონენტები (პროდუქტი/სერვისი, ბაზარი, ღირებულების წინადადება);
      • ბიზნეს მოდელის კანვასი;
      • როგორ შევიმუშაოთ იდეის ზუსტი აღწერა და სტრატეგიული რუკა.

      2.ბაზრის კვლევა

      • მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა;
      • ბაზრის შიდა და გარე გარემოს ანალიზი (SWOT ანალიზი);
      • კონკურენციის ანალიზი.

      ინტერაქტიული ნაწილი:(იხ. დანართი 3)

      • ჯგუფებში ბიზნეს მოდელის კანვასის შექმნა.
        ბაზრის კვლევის დასაწყისი: კონკურენტები და მიზნობრივი აუდიტორია.

      დღე 3:  ბიზნეს გეგმის შედგენა და დაფინანსების წყაროების მოძიება

      ბიზნეს გეგმის სტრუქტურა

      • ბიზნეს გეგმის ძირითადი ელემენტები: კომპანია, პროდუქტი/სერვისი, ბაზარი, ფინანსები, სტრატეგია;
      • როგორ დაიწეროს ეფექტური და კომპლექსური გეგმა.

      ფინანსური გეგმა

      • შემოსავლის და ხარჯების შეფასება;
      • ბიუჯეტის შედგენა;
      • ფინანსური პროგნოზი და რისკების შეფასება.

      დაფინანსების წყაროები

      • რა არის დაფინანსების სხვადასხვა წყაროები: ბანკები, ინვესტორები, გრანტები, კრაუფანდინგი;
      • როგორ ავირჩიოთ სწორი წყაროები და როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება.

      როგორ უნდა გავაკეთოთ ეფექტური ფიჩი

      • მოკლე, დასაბუთებული პრეზენტაცია;
      • როგორ მოვამზადოთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია მცირე დროში;
      • ბიზნეს გეგმის დოკუმენტის და ფიჩინგის მომზადება  დემო დღისთვის.

      დღე 4:  დემო დღე

      • ბიზნეს გეგმის წარდგენა  და ფიჩინგი;
      • თბილისის და ბათუმის მოსწავლეების გამოცდილების გაზიარება,
        პროექტის დახურვა.
    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      პროდუქტის დამზადებისთვის საჭირო მასალის შეძენა.

      მატარებლის ბილეთები.

      ფურშეტი.

      საკანცელარიო ნივთები.

    • პროექტის პარტნიორები
      • ბათუმის N16 საჯარო სკოლა;
      • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
      • ჯუნიორ ეჩივმენტ საქარველო.
    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის ბენეფიციარები იქნებიან აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეები(20).

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები:

      თბილისი - 5

      ბათუმი - 4

      აფხაზეთი - 20

      მასწავლებლები:

      3 (ბათუმიდან, თბილისიდან და აფხაზეთიდან).

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      ტექნიკური სირთულეები: ონლაინ პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვა.

      გადაჭრის გზები: პროექტისთვის დამატებითი ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.

      საზოგადოებრივი წინააღმდეგობა: სოციალურ ქსელებსა და მედიის მხრიდან ნეგატიური რეზონანსი.

      გადაჭრის გზები: კომუნიკაციის გამჭვირვალობა და პროექტის მნიშვნელობის აქტიური განმარტება.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      თანამშრომლობის პლატფორმა: პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება ჯგუფი (სოციალურ ქსელებში), რომელიც გააგრძელებს იდეების გაცვლასა და მხარდაჭერას.

      ადგილობრივი ბიზნეს მხარდაჭერა: მონაწილეების მიერ განხორციელებული მცირე ბიზნესები ხელს შეუწყობს იდეების გაგრძელებას.

      კავშირების გაღრმავება: პროექტის მონაწილეები თვითონ გაუწევენ მენტორობას ახალ ბენეფიციარებს.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-1-1-5.xlsx
    • რეგიონი
      თბილისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთგაგების გაღვივება მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებით. თბილისში, ბათუმსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეები ერთმანეთს ონლაინ ფორმატში დაუკავშირდებიან და შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს, ბიზნეს მოდელებსა და ინოვაციური იდეების განვითარების გზებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის აღდგენასა და ნდობის განმტკიცებას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რაც გრძელვადიან პარტნიორობას ჩაუყრის საფუძველს.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tea Amurvelashvili
      დეკემბერი 8, 2024 | 3:19 pm

      ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთგაგების გაღვივება მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებით.
      პროექტის განსახორციელებლად შერჩეული გუნდი ფლობს ყველა საჭირო უნარჩვევებს და გამოცდილებას პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. ვფიქრობ უნდა იყოს მხარდაჭერილი

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ინოვაციები და მეწარმეობა: რა არის საჭირო წარმატებისთვის?

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    პროექტი "ცოდნა და შემოსავალი"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    სოციალური მეწარმეობა მდგრადი განვითარებისთვის

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...