აფხაზეთი ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია. ყველას გვტკივა დღე , როდესაც ლამაზი, მუდამ მზიანი და წარმტაცი მხარე დავკარგეთ. დროის გასვლასთან ერთად, ის ურთიერთობა რაც ენგურს აქეთ და იქით მცხოვრებებს გვაკავშირებდა გახუნდა და ჩვენში, ახალგაზრდებში საერთოდ გაქრა. გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები ქართველი მოსწავლეებიც ივიწყებენ ისტორიას, დღევანდელ სიტუაციას იღებენ, როგორც მოცემულობას და ეგუებიან. ამიტომ დანახული საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენი პროექტი სახელწოდებით ,, „მეწარმეობა მშვიდობისა და ერთიანობისთვის„ მიზნად ისახავს დეფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას მეწარმეობის თემის გარშემო.
პროექტს განახორციელებს ქ. თბილისის N175 საჯარო სკოლა და ბათუმის N16 საჯარო სკოლის გუნდები. ტრენინგის მოსამაზდებელ ეტაპზე, ვგეგმავთ ორგანიზატორი სკოლის მოსწავლეების სამუშაო შეხვედრას პირისპირ, ტრენინგ მოდულების შესაქმნელად, ქ. ბათუმში.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ შეხვედრები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, მიიღებენ ცოდნას მეწარმეობის მიმართულებით და განავითარებენ ინოვაციურ იდეებს.
შეხვედრები გაიმართება ონლაინ ფორმატში (Zoom, Teams ან მსგავსი პლატფორმების მეშვეობით).
როდის: პროექტი დაიწყება 2025 წლის გაზაფხულზე პირველი ეტაპის განხილვით (თარიღები წინასწარ შეთანხმებით) და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.
მოკლევადიანი:
მოსწავლეებს შორის მეგობრული კავშირების ჩამოყალიბება და პირველი ინოვაციური იდეების გენერირება.
მეწარმეობის ცოდნის მიღება და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარება.
გრძელვადიანი:
მუდმივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, რაც მომავალში ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
დეფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ახალგაზრდებში ნდობისა და ურთიერთგაგების გაღრმავება.
სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა მეწარმეობის მეშვეობით.
დეფაქტო საზღვარმა ენგურს აქეთ და იქით მცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთს დააშორა, რამაც მათ შორის ურთიერთგაგება და თანამშრომლობა შეასუსტა. ამავდროულად, თანამედროვე რეალობაში მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის აუცილებელია როგორც თვითრეალიზაციის, ისე ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე.
მეწარმეობის უნარ-ჩვევები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განვითარდნენ, ინოვაციები შექმნან და გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ არა მხოლოდ დააკავშირონ ერთმანეთი, არამედ გააფართოონ ეკონომიკური და სოციალური პერსპექტივები საკუთარი თემებისთვის. პროექტი სწორედ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
დღე 1: მეწარმეობის საფუძვლები და ბიზნეს იდეების გენერაცია
სესიების თემები:
1.მეწარმეობის ძირითადი პრინციპები
2.ბიზნეს იდეის გენერაცია
ინტერაქტიული ნაწილი:(იხ. დანართი3)
იდეების თაობა ჯგუფებში (მიკრო-ბიზნეს იდეების დისკუსია).
ვიქტორინები მეწარმეობის ძირითად პრინციპებზე.
დღე 2: ბიზნეს მოდელები და მათი შექმნა
სესიების თემები:
2.ბაზრის კვლევა
ინტერაქტიული ნაწილი:(იხ. დანართი 3)
დღე 3: ბიზნეს გეგმის შედგენა და დაფინანსების წყაროების მოძიება
ბიზნეს გეგმის სტრუქტურა
ფინანსური გეგმა
დაფინანსების წყაროები
როგორ უნდა გავაკეთოთ ეფექტური ფიჩი
დღე 4: დემო დღე
პროდუქტის დამზადებისთვის საჭირო მასალის შეძენა.
მატარებლის ბილეთები.
ფურშეტი.
საკანცელარიო ნივთები.
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეები(20).
მოსწავლეები:
თბილისი - 5
ბათუმი - 4
აფხაზეთი - 20
მასწავლებლები:
3 (ბათუმიდან, თბილისიდან და აფხაზეთიდან).
ტექნიკური სირთულეები: ონლაინ პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვა.
გადაჭრის გზები: პროექტისთვის დამატებითი ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.
საზოგადოებრივი წინააღმდეგობა: სოციალურ ქსელებსა და მედიის მხრიდან ნეგატიური რეზონანსი.
გადაჭრის გზები: კომუნიკაციის გამჭვირვალობა და პროექტის მნიშვნელობის აქტიური განმარტება.
თანამშრომლობის პლატფორმა: პროექტის დასრულების შემდეგ შეიქმნება ჯგუფი (სოციალურ ქსელებში), რომელიც გააგრძელებს იდეების გაცვლასა და მხარდაჭერას.
ადგილობრივი ბიზნეს მხარდაჭერა: მონაწილეების მიერ განხორციელებული მცირე ბიზნესები ხელს შეუწყობს იდეების გაგრძელებას.
კავშირების გაღრმავება: პროექტის მონაწილეები თვითონ გაუწევენ მენტორობას ახალ ბენეფიციარებს.
ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთგაგების გაღვივება მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებით. თბილისში, ბათუმსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეები ერთმანეთს ონლაინ ფორმატში დაუკავშირდებიან და შეისწავლიან მეწარმეობის საფუძვლებს, ბიზნეს მოდელებსა და ინოვაციური იდეების განვითარების გზებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციის აღდგენასა და ნდობის განმტკიცებას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რაც გრძელვადიან პარტნიორობას ჩაუყრის საფუძველს.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 8, 2024 | 3:19 pmჩვენი პროექტის მთავარი მიზანია აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთგაგების გაღვივება მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებით.
პროექტის განსახორციელებლად შერჩეული გუნდი ფლობს ყველა საჭირო უნარჩვევებს და გამოცდილებას პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. ვფიქრობ უნდა იყოს მხარდაჭერილი