მოსწავლეებში ჟურნალისტური უნარ- ჩვევების განვითარება , ჟურნალისტიკის ფუნქციების გაცნობიერება, კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და განვითარება, მედია სივრცეში ორიენტირება, მასალის მოპოვება, პრიორიტეტების შერჩევა, პრობლემის იდენტიფიკაციის გააზრება, დროულად რეაგირება და მედიაპროდუქტად ქცევა, ინტერვიუს აღება , რეპორტაჟის მომზადება და წაყვანა, მოვლენების ადგილზე არსებული ფაქტორების შეფასების უნარის განვითარება, ჟურნალისთვის სტატიების მომზადება, ჟურნალისტური ტექსტის გასაგებად, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული ენით წერა და ზეპირი ფორმით გადმოცემა სკოლაში ან თემში არსებული პრობლემების აქტუალობის განსაზღვრა, ინფორმაციის გადამოწმების, დამუშავების, დახარისხების, სხვადასხვა სახის მედია ტექსტის შექმნის კითხვის სწორად დასმის , გუნდური მუშაობის კომუნიკაციის , კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების , ინფორმაციის გადმოცემის / პრეზენტაციისა და თვითპრეზენტაციის, კითხვის სწორად დასმის უნარის განვითარება . საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება .
- მოსწავლეები გამოუშვებენ ყოველთვიურ ჟურნალს, სადაც გააშუქებენ პრობლემურ თუ მათთვის საინტერესო საკითხებს. მოამზადებენ სიუჟეტებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. მოიწვევენ საინტერესო სტუმრებს ჩაწერენ მათთან ინტერვიუს , მოაწყობენ საინტერესო თოქშოუებს, ითანამშრომლებენ სხვადასხვა სკოლებთან , ასევე, გაიზიარებენ პროფესიონალი ჟურნალისტების გამოცდილებებს . მოაწყობენ ლაივ ჩართვებს . შექმნიან ბუკლეტებს მათი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით. შექმნიან თავიანთ ვირტუალურ საეთერო არხს , რომელსაც შეურჩევენ სახელს და ლოგოს. მოსწავლეები გადაიღებენ მუშაობის ამსახველ ფოტოებს და მასალას განათავსებენ ბლოგზე , ასევე ფეისბუკ გვერდზე. იზრუნებენ სტუდიოს კეთილმოწყობაზე.