პროექტის მიზანი: მთავარი მიზანი მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებაა. მზნად გვაქვს დასახული:
ქართული წიგნების შეძენა, განთავსება სკოლის ბიბლიოთეკაში, ოთახის კოსმეტიკური რემონტი.. სკოლის ბიბლიოთეკის სასწავლო ცენტრად გადაქცევით, მოსწავლეთა სწავლის პროდუქტიულობისა გაზრდა, ცოდნის შეძენა, ქართულად კითხვის ხარისხის ამაღლება, ასევე სკოლის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.
შედეგი: სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. თავისუფალ დროს მოსწავლეებს შეეძლებათ შესვლა, ცოდნის თვალსაწიერის გაფართოვება სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა, გამოცდილების გაზიარება, ინტეგრაცია ქართულ და არაქართულ სკოლებთან, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზება, წაკითულის გააზრება-გაანალიზება, ჩანაწერების გაკეთება, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას სხვადასხვა საგნებში, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
ოთახს ჩაუტარდება სარემონტო კოსმეტიკური სამუშაოები, რეატავრაცია., იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომლითაც ისარგებლებენ, : თემის წევრები, მშობლები, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მოხდება რუსულენოვანი, ჭარბი, გამოუყენებელი წიგნების ბიბლიოთეკიდან გატანა. პროექტში გამარჯვების შემთხვევაში შევიძენთ წიგნებს ,კარადებს გავათავისუფლებთ ზედმეტი წიგნებისგან, სადაც შევინახავთ შეძენილ (სხვადასხვა ჟანრის: საბავშვო, მხატვრული, ისტორიული, ენციკლოპედიური დატვირთვის) ქართულ წიგნებს. დავახარისხებთ თემატიკის მიხედვით, დავალაგებთკარადებში , გავაკეთებთ კატალოგს. მოსწავლეებს შეეძლებათ ბიბლიოთეკაში დავალების შესრულება, მრავალფეროვანი ლიტერატურის კითხვა,
ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის ბოლომდე დავამთავრებთ პროექტის განხორციელებას.
IX კლასის ორგანიზებით დისკუსიის დაგეგმვა თემაზე:" წიგნის კითხვა და მისი მნიშვნელობა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ VII-VIIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები
.
საგამოფენო სამზადისი თემაზე" წიგნიერების ამაღლება." IX კლასის ორგანიზებით.
.ზოხრა ბაირამოვას, ლამია გუსეინოვას ინიციატივით, ვიზიტი ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკიდან წამოიღებენ ქართულ წიგნებს როგორც საპროგრამო, ასევე დამატე ბით ლიტერატურას,,რომელიც იქნება საგანმანათლებლო, შემეცნებითი ხასიათის(საბავშვო ლიტერატურა, ენციკლოპედიები, , ისტორიული )ბიბლიოთეკაში წასვლის მიზანია ისწავლონ მოსწავლეებმა წიგნები გამოყენება. ,-მოხმარება. მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად ვიზიტი ერთ-ერთ ადგილობრივ ორგანიზაციასთან: (გამგეობა, საკრებულო, სოკარი წიგნების დახმარების ან ფინანსური სახსრების გამოყოფის თხოვნით).
მეცხრე კლასის მოსწავლეების: გიორგი მარტიაშვილის, ლამია გუსეინოვას, ზოხრა ბაირამოვას ხელმძღვანელობით მოეწყობა კონკურსი-გამოფენა
მონაწილეობას მიიღებენ VII-VIIII-IX-X-XI კლასის მოხალისე მოსწავლეები
.IX კლასის მოსწავლის გიორგი მარტიაშვილის ინიციატივით და
.IX კლასის მოსწავლეების და VII კლასის მოხალისეების აქტიურობით ღონისძიების პოეზიის საღამოს დაგეგმვა (ლიტერატურულ-ისტორიული კუთხით). და ჩატარება ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკაში.
IX კლასის მოსწავლეების: ზოხრა :ბაირამოვას ლამია გუსეინოვას ინიციატივით,სტუმრის მოწვევა სკოლაში (მწერალი, პოეტი, ცნობილი ადამიანი)
IX კლასის მოსწავლეების აქტიურობით და VII-კლასის მოსწავლეების ჩართვით მოსაწვევების დამზადება შემაჯამებელი ღონისძიებისთვის. თემის წევრებისთვის (რაჭისუბანის სკოლა, ტალავერის სკოლა, მშობლები, ბოლნისის რედაქციის თანამშრომლები.
.IX კლასის მოსწავლეების ინიციატივით, შემაჯამებელი ღონისძიების მოწყობა სკოლაში. (მოწვეული იქნებიან: მრავალი სტუმრები პედაგოგები, რედაქციის თანამშრომლები, სტუმრები რესურსცენტრიდან, სხვადასხვა სკოლებიდან, ასევე მშობლები).
.ღონისძიების ბოლოს
15 წუთი დაეთმობა პოეზიის საღამოს მოსწავლეთა წაკითხულის მიხედვით. (ლექსები, სცენები, მოკლე ამონარიდები მწერალთა შემოქმედებიდან).
პროექტის შედეგად გვექნება სკოლის ბიბლიოთეკა, აღჭურვილი ქართული წიგნებით, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ ქართულად გამართულად კითხვა, ლიტერარურის დროებით გატანა, ცოდნის თვალსაწიერის გაფართოვება.