პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
თამარ ჭელიძე
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2024-04-29
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუგეული
მობილური ტელეფონი
551512541
ელექტრონული ფოსტა
chelidze978@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
2 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
რუსუდან ჭელიძე - პროგრამული მენეჯერი
ლუკა პატარიძე -ფინანსური მენეჯერი
გიორგი ბარბაქაძე - პროგრამული მენეჯერის დამხმარე
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
1200
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
დიახ
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
სხვა
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მშობლების ციფრული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა შვილების საგანმანათლებლო პროცესში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები
მინიმუმ 30 მშობელი გაიუმჯობესებს ციფრულ უნარებს; გაიზრდება მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში; გაუმჯობესდება მოსწავლის აკადემიური შედეგი; გაუმჯობესდება/ გამარტივდება სკოლასა და მშობელს შორის კომუნიკაცია; მშობელსა და ბავშვს შორის გაუმჯობესდება ურთიერთობა.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩვენ უკვე ჩავატარეთ მინი კვლევა თუ როგორ ფლობდნენ მშობლები თანამედროვე ტექნოლოგიებს. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლებს არ აქვთ ისეთი ციფრული უნარები როგორიცაა ელექტრო ჟურნალის, ელ. ფოსტის გამოყენება. ასევე ვერ ასხვავებენ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ყალბ ინფორმაციასა და რეალურს.
თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიური უნარების ქონა აუცილებელი გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, კარიერულ განვითარებასა და განათლებაში. თუმცა, ბევრ მშობელს, განსაკუთრებით ისეთებს, ვინც სოფლებში ცხოვრობს, ამ უნარების დეფიციტი აქვს.
ეს საკითხი განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე, რადგან მშობლის ტექნოლოგიური უუნარობა ზღუდავს ბავშვის შესაძლებლობებს სასწავლო პროცესში და ურთიერთობის დროს. სკოლაშიც არის ხოლმე სიტუაცია, რომლის მოგვარების სწრაფი და ეფექტური გზა ონლაინ კომუნიკაციაზე გადის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მშობლებს არ აქვთ წვდომა ონლაინ პლათფორმებზე (ეს შეიძლება იყოს გამოკითხვის ონლაინ ფორმა, მეილზე ინფორმაციის გადაგზავნა, ელ. ჟურნალის გამოყენება, მშობელთა ონლაინ კრება და სხვა.)
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პირველ ეტაპზე მოვიძიებთ პარტნიორებს ტრენინგებისა და ვორქშოპების ჩასატარებლად. ასევე, შევიმუშავებთ ტრენინგების მოდულის. (
ციფრული უსაფრთხოების, ონლაინ პლატფორმების გამოყენებისა და ციფრული კომუნიკაციის თემებზე)
მშობლებისთვის მოეწყობა ციფრული უნარების ტრენინგები შემდეგ თემებზე: ციფრული უსაფრთხოება (პირადი მონაცემების დაცვა. ფიშინგისა და კიბერთავდასხმების თავიდან აცილება. მეილის გახსნა/გამოყენება. ღრუბლოვანი საცავების გამოყენება Google drive, One Drive)
ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები (Zoom, Teams, Messenger, Quiz- ის შექმნა-შევსება ).
ოჯახში ტექნოლოგიების მართვა: (ბავშვებთან ტექნოლოგიური დროის სწორად მართვა. სასწავლო თამაშების და აპლიკაციების შერჩევა.)
ამისათვის ტრენინგების და პრაქტიკული სამუშაობის გარდა შეიქმნება ვიდეო გაკვეთილები. მშობლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტრენინგების ვიდეო ჩანაწერები, პრეზენტაციები და სასწავლო რესურსები. შეიქმნება მხარდამჭერი ჯგუფი სოციალურ ქსელშ. რომლის გამოყენება ნებისმიერ დროს შეეძლებათ. დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები.
ტრენინგის თეორიული ნაწილის შემდეგ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკაში გამოსცადონ ახალი უნარები. მათ ექნებათ კონკრეტული დავალებები, კერძოდ, თითოეული სესიის შემდეგ მშობლები მოამზადებენ მცირე პროექტს.
გაიმართება მოსწავლეებსა და მშობლებს შორის შეჯიბრებები (ქვიზები ან სახალისო შეჯიბრებები)
მშობლებს გადაეცემათ სიმბოლური სერტიფიკატები პროექტში მონაწილეობის მიღებისთვის.
პროექტის შედეგების შეფასება და უკუკავშირი: პროექტის დასასრულს განხორციელდება მონაწილეთა შეფასება (გამოკითხვები, ტესტები ონლაინ ფორმატში). პროექტის ჯგუფი კიდევ ერთხელ ჩაატარებს მცირე კვლევას ციფრული უნარების შესაფასების მიზნით პროექტის შემდეგ. მიღებული გამოცდილება და შედეგები გაზიარდება სკოლაში, რათა მასწავლებლებმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ტრანსპორტირების ხარჯი -მშობლების ტრანსპორტირებისათვის.
პროექტორი - სატრენინგო მასალის გასაშუქებლად;
ბლოკნოტები- -მსემელთათვის თეორიული მასალის ან შეკითხვბის ჩასანიშნად.
კალმები- საწერად
ქსეროქსის ქაღალდები- სხვადასხვა მასალის ამოსაბეჭდად.
ბუგეულის ღვინის ქარხანა „ჩინი“ - ტრენინგის სივრცის გამოყოფა.
ქრისტინე ქურციკიძე - პირადი ნოუთბუქისა და ქსეროქსის აპარატის მოწოდება.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
მშობლები და ბავშვები. მასწავლებლები მათი საერთო რაოდენობა -60
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მშობელი 30, 20 ბავშვი, 10 მასწავლებელი.
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
მშობელთა დაბალი აქტიურობა და ინტერესი პროექტში ჩართვის-. მშობლებთან მასწავლებლისა და პროექტის ჯგუფის კომუნიკაცია და საჭიროების ახსნა.
ტრანსპორტირების პრობლემა და საგაზაფხულო სამეურნეო საქმიანობები. - მშობელთა თავისუფალი დროის გათვალისწინება და მოქნილი გრაფიკის შედგენა, ონლაინ შეხვედრები.
ინტერნეტის პრობლემა- ინტერნეტის მეგაბაიტების შეძენა მშობლებისთვის. ძირითადად გამოიყენება მობილური ინტერნეტი.
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
მომზადებული ვიდეო-გაკვეთილები დარჩება ხელმისაწვდომი და გადაეცემა სკოლას, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
სასწავლო პროცესში მშობლის როლი მნიშვნელოვანია. თუმცა გამოიკვეთა, რომ მშობლების უმრავლესობა ვერ ფლობს სათანადო უნარ-ჩვევებს ტექნოგიური თვალსაზრისით. ამიტომაც, მათი ჩართვა ისეთ სასკოლო საკითხებში, რაც მოითხოვს ტექნოლოგიების ფლობას, თითქმის შეუძლებელა.
ჩვენი პროექტი მოიცავს მშობლებისათვის ზემოთ ციფრული უნარების განვითარებას და ამის დახმარებით მათ ჩართვას შვილების სასკოლო განათლებაში.
iveta Tvalchrelidze
დეკემბერი 5, 2024 | 5:44 pmპროექტი აქვთ სწორად ჩამოყალიბებული, თუმცა უწერიათ, რომ რესურსები პროექტის დასრულლების შემდეგ გადაეცემა სკოლას